რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსთავი 2–ის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 19 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. აქციას ესწრებოდნენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები და ტელეარხის მხარდამჭერები, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.
უახლოეს მომავალში უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, რომლითაც რუსთავი 2 დარჩება ან ძმებ ყარამანიშვილებს, ან ქიბარ ხალვაშს. ამ უკანასკნელმა ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოიგო.
Reuters
ქართველები სასამართლო ბრძოლაში ტელემაუწყებლისთვის სამართლიან გადაწყვეტილებას ითხოვენ
ათასობით ქართველი კვირას, დედაქალაქ თბილისში შეიკრიბა, რათა ქვეყნის უდიდესი დამოუკიდებელი ტელევიზია დაეცვა, რომელიც სასამართლოში იბრძვის თავისი საკუთრების საკითხზე.
2015 წელს სასამართლომ გადაწყვეტილება არხის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო და ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის საკუთრებას ამავე წლის აგვისტოში.
ხალვაშის თქმით, მას წლების წინ, იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო იძულებით მოუწია რუსთავი 2-ის თავისი წილის დათმობა და ახლა მათ დასაბრუნებლად იბრძვის.
ოპოზიცია და უამრავი დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ, რუსთავი 2-ის მიტაცება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების გზაა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონს წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლება კი ბრალდებას, საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით, უარყოფს.
გადაცემების ტრანსლირება რუსთავი 2-ში პარასკევს საღამოს პროტესტის ნიშნად შეწყდა და მხოლოდ აქციის დაწყებისას აღდგა.
"აქ რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მოვედი, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ის ვერ გაგვაჩუმებს" - უთხრა აქტივისტმა ნელი აბაშიძემ როიტერსს.
euronews
საქართველოში ოპოზიციური სატელევიზიო არხის დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა
კვირას, დედაქალაქ თბილისში ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა. მათი თქმით, ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ყველაზე პოპულარული არხის გაჩუმების მცდელობას.
რუსთავი 2, საქართველოს უდიდესი დამოუკიდებელი მაუწყებელი, დიდ როლს ასრულებდა 2003 წელს მშვიდობიან ვარდების რევოლუციაში. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების პარალელურად ამბობენ, რომ არხის ყოფილი მესაკუთრე მთავრობის დახმარებით ცდილობს მასზე კონტროლის დაბრუნებას.
ქართველი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის თქმით, მას აიძულეს თავისი საკონტროლო პაკეტის გაყიდვა 10 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ახლა კი მას ამ წილის დაბრუნება სურს.
რუსთავი 2 აცხადებს, რომ თუ მისი მესაკუთრე ხალვაში გახდება, არხი დამოუკიდებლობას დაკარგავს.
"საქართველოს კრიტიკული ხმა სჭირდება, მას სჭირდება პრესის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ხოლო ჩვენ საქართველოში დემოკრატია გვსურს. ჩვენ დღეს მივმართავთ სასამართლოს, ეს ჩვენი მესიჯია" - თქვა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე.
ქართული მედიის ინფორმაციით, აქციაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული.
RFE/RL
ათასობით ადამიანი თბილისში პროოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად გამოვიდა
ათასობით ადამიანმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში პროტესტის ნიშნად აქცია გამართა. მათი თქმით, მთავრობა პოპულარული სატელევიზიო არხის დახურვას ცდილობს.
19 თებერვალს არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მთავრობა თავს ესხმის მედიის თავისუფლებას.
ახალი ამბებში იუწყებიან, რომ 10 ათასზე მეტი აქტივისტი გამოვიდა თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ.
რუსთავი 2-ის მენეჯმენტი ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეხმარება, რათა არხზე კონტროლი დაამყაროს.
ხალვაშმა არხის საკონტროლო წილი 10 წლის წინ გაყიდა და ახლა მის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს.
ეს არხი საქართველოში ყველაზე პოპულარულია და მის საკუთრებაზე ბრძოლა 2015 წლიდან მიმდინარეობს.
დავის დროს, გამოითქვა ეჭვი, რომ მმართველი კოალიცია ქართული ოცნება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის თქმით, პრეზიდენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მედიის, განსაკუთრებით კი რუსთავი 2-ის თავისუფლებას. მისი თქმით, რუსთავი 2 საფრთხის ქვეშაა.
The Guardian
ქართველებმა ოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
ათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში ხელისუფლების სავარაუდო ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც პრო-ოპოზიციური არხის გაჩუმებას ითვალისწინებს, აქცია გამართა.
2015 წლიდან, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეარხი, რუსთავი 2, მესაკუთრესთან დაკავშირებული დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რამაც დასავლეთში ქართული ოცნების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმაზე შეშფოთება გამოიწვია.
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება შეზღუდოს, ჩვენ ერთად დავიცავთ რუსთავი 2-ს და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში" - განაცხადა ქვეყნის ახალი ამბების წამყვანმა დიანა ჯოჯუამ აქციაზე.
AFP-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
რუსთავი 2-მა აქციამდე ერთი დღით ადრე დროებით მაუწყებლობა შეაჩერა, რაც გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, "პროტესტის ყველაზე ექსტრემალური ფორმა" იყო მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მედიის თავისუფლებას ესხმის.
არხის თქმით, ხელისუფლება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საშუალებით ცდილობს მასზე კონტროლის დამყარებას. ხალვაშმა არხის საკონტროლო პაკეტი 10 წლის წინ გაყიდა და ახლა მის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს.
ორმა შედარებით დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილებები 2015-2016 წლებში ბიზნესმენის საკეთილდღეოდ გამოიტანეს, რომელზეც აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან კავშირები აქვს. საქართველოს უზენაესი სასამართლო არხის მესაკუთრესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდება, რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს მრავალი უფლებადამცველი ჯგუფები სასამართლოების გადაწყვეტილებებს უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი ისინი ფუნდამენტურად უთხრიან ძირს მედიის თავისუფლებას.
თუმცა, ოფიციალური პირები უარყოფენ ხალვაშის სასამართლო დავასთან რაიმე კავშირს.
2014 წელს რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი თავის მანქანაში მკვდარი იპოვეს, პოლიციის თქმით, მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მას ხელისუფლება არხზე კონტროლის დასაბრუნებლად მთავარ დამაბრკოლებლად მიიჩნევდა.
Washington Post
ოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად ათასობით ქართველი შეიკრიბა
ათასობით ქართველი ქვეყნის დედაქალაქში ოპოზიციური ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ისინი მიიჩნევენ, რომ არხი მთავრობასთან დაახლოებული პირის მფლობელობაში შეიძლება გადავიდეს.
რუსთავი 2 საქართველოს ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხია და კვირას გამართულმა დემონსტრაციამ თბილისის მთავარ გამზირზე უამრავი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
აქციის მონაწილეების ნაწილი ატარებდა პლაკატებს, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. მილიარდერი ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია.
რუსთავი 2-მა მფლობელი რამდენიმე ბუნდოვანი გარიგებით შეიცვალა.
მიმდინარე დაპირისპირება არხის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უკავშირდება, რომელმაც სარჩელი შეიტანა არხზე კონტროლის დასაბრუნებლად.
უზენაესი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას მალე გამოიტანს. მაუწყებლობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს ხელისუფლება, რათა რუსთავი 2 მის ამჟამინდელ მფლობელებს წაართვას.
РИА Новости
ქართულმა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა
მსხვილმა ოპოზიციურმა ტელეარხმა საქართველოში რუსთავი 2-მა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა თბილისში და მაუწყებლობა განაახლა. იუწყება რია ნოვოსტის კორესპონდენტი.
რუსთავი ორმა პარასკევს საღამოს მუშაობა შეწყვიტა, მათი თქმით, "ქვეყანაში არსებული უსამართლობის" პროტესტის ნიშნად და მაყურებლებს ფართომასშტაბიანი მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად მოუწოდა.
რუსთავი 2-ის გარშემო სასამართლო პროცესი 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელევიზიის დაბრუნება მოითხოვა.
არხის მფლობელები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2016 წლის ივნისში საქალაქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამის შემდეგ რუსთავი 2-ის იურისტებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. ამ ეტაპზე საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 14 თებერვალს კრიმინალურმა პოლიციამ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა, სადაც ის არ გამოცხადდა და მოითხოვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაეკითხათ.
არხმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს, რათა სასურველი გადაწყვეტილება მოიპოვოს.
"დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს. თუ რუსთავი 2 დაეცემა, ეს სხვა არხების მარცხიც იქნება. ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლებაც აღარ იქნება ქვეყანაში და აღარავინ გააშუქებს თქვენს ოჯახებში არსებულ პრობლემებს" - განაცხადა აქციაზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა.
აქციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საჯარო პირები და მოქალაქეები. აქციის დასასრულის შემდეგ, თბილისის მთავარ გამზირზე მოძრაობა აღდგა.
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა







კომენტარები