Social Impact Award 2021 იწყება
ფოტო: თიბისი
თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში ქალთა ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს — იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.
Social Impact Award-ის მეშვეობით თიბისი ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერას ახალგაზრდებში და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში. თიბისი პროექტში პროგრამა სტარტაპერით მონაწილეობს, რომელიც 2016 წლიდან მხარს უჭერს ახალი და მრავალფეროვანი ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და განვითარებას საქართველოში.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება თიბისის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
კომენტარები