დაუყოვნებლივ დატოვოს პოლიციამ რიონის ხეობა, შეწყდეს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები — სსც, საია, მწვანე ალტერნატივა
ფოტო: EMC
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და მწვანე ალტერნატივა აცხადებენ, რომ "დაუშვებელია საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით და მოსახლეობის მოთხოვნების უგულებელყოფით, ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას".
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კომპანია ენკამ განაახლა ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, პოლიციამ კი პროტესტის ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა პროტესტს სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ.
"მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევს რიონის ხეობის მცველების სამართლებრივ წარმომადგენლებს. ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია პროტესტის 2 მონაწილე", — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე თქმით, ხელისუფლებამ დაარღვია ადგილობრივი მოსახლეობისადმი საჯაროდ მიცემული პირობა, რომელიც ყველა შეკითხვასა და წუხილზე პასუხის გაცემის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განახლებას გამორიცხავდა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო არ ელოდება არც ამ საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვას.
"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტის გზას არ იყენებს და სწორედ ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის დაცვის მიზნით მისთვის გადაცემულ საპოლიციო უფლებამოსილებას, დღეს მისივე მოქალაქეების ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.
ხეობის მცველების მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის მთავარ მოთხოვნად რჩება ნამახვანჰესის პროექტის, მათ შორის, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე განმარტებების მოსმენა პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირების მხრიდან. თუმცა, ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს ამგვარ დიალოგზე და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს ჰესის მშენებლობის პროცესი", — აცხადებენ ორგანიზაბიები.
გარდა ამისა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის, საიასა და მწვანე ალტერნატივას განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ საჯარო მდგრადი ინტერესების და სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებული მოდერატორის როლი იკისროს, სრულად კერძო ინტერესის მხარეს დგება.
"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების არაღიარების და დისკრედიტაციის მიზნით. თუმცა, დღეს ხელისუფლება უკვე ფუნდამენტური უფლებების ხელყოფით, რეპრესიული აპარატის აგრესიული გამოყენებით საზოგადოებრივ ჯგუფებთან დემოკრატიული დიალოგისა და სამართლებრივი გზებით შექმნილი კრიზისის გადაჭრაზე უარს აცხადებს. პროცესის ამგვარი რადიკალიზების საფუძველი, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ბუნდოვანია და საჯარო ინტერესისა და დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო", — აცხადებენ ორგანიზაციაბი.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ სრულიად იზიარებენ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას და დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მცდელობას, "მიმდინარე მოვლენები მოსახლეობასა და მშენებელ კომპანიას შორის არსებულ დაპირისპირებად წარმოაჩინოს და ამით თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა".
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს საპოლიციო ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა.
გარდა ამისა, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადგილზე მიმდინარე ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის, დაუსაბუთებლად განახლებული მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე;
- პროექტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესახებ დემოკრატიული და სათანადო საჯარო დისკუსიების წარმართვამდე, უარი თქვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესახებ მიღებული უკიდურესად პრობლემური გადაწყვეტილების რეპრესიული მეთოდებით აღსრულებაზე;
საქართველოს სახალხო დამცველს:
- შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ადამიანის უფლებების შუქზე, რამდენადაც უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ადგილზე მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაშვება, ხოლო მიმდინარე მოვლენების მიმართ არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
3 აპრილს რიონის ხეობაში დაპირისპირება იყო, რომელიც ტექნიკის ამუშავებას მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ ენკამ სამუშაოები განაახლა, კომპანიის განცხადებით კი, ეს წინამოსამზადებელი სამუშაოებია.
ტერიტორიაზე იმყოფებოდა ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძეც. როგორც შსს-ში On.ge-ს უთხრეს, დაპირისპირებისას დააკავეს ორი ადამიანი და სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ლომინაძე დღეს აქტივისტებს შეხვდა, თუმცა პოლიციის თანხლებით, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია და შეკრებილები ამბობენ, რომ ეს მუქარად აღიქვეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების პოზიციაა, რომ მათი კითხვების ადრესატი ხელისუფლებაა და არა კომპანია, ამიტომ ისინი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
მერაბ ლომინაძის თქმით კი, "არც მუქარაზე და არც სხვა რამეზე არ არის საუბარი". ენკას ახალი დირექტორის განცხადებით, კომპანია განაგრძობს წინამოსამზადებელ სამუშაოებს. ამასთან, მან ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული და ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები, იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები