8 მიზეზი, რის გამოც Marvel-ის სამყაროში დღესვე უნდა შეაბიჯოთ
ფოტო: Marvel
Marvel-ის სამყაროს ყოველთვის ვგმობდი. სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებს უბრალო ატრაქციონად ვთვლიდი, კომიქსებს კი ნამდვილ ლიტერატურად არ მივიჩნევდი. რამდენიმეჯერ თავიც კი მოვიწონე, Marvel-ის ფილმები ნანახი არ მაქვს-მეთქი.
სამეცნიერო ფანტასტიკა, მითოლოგია და ფენტეზი ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და ზღვამიწეთში, შუახმელეთში თუ ნარნიაშიც არაერთი ღამე მაქვს გათენებული, მაგრამ მაინც მარველის სამყაროს ყოველთვის გვერდს ვუვლიდი. ალბათ WandaVision-საც არასდროს ვნახავდი, მაგრამ შემთხვევით გავიგე, რომ სერიალი მე-20 საუკუნის სიტკომების სტილში იყო გადაწყვეტილი და პირველი ეპიზოდი იმავე დღეს ჩავრთე. მაგის მერე ყველა ახალ ეპიზოდს სულმოუთქმელად ველოდი.
სერიალის დასრულების შემდეგ კი მივხვდი, რომ ძველი სიტკომების ხიბლი ერთადერთი არ იყო, რასაც ყოველკვირეულად თვალს ვადევნებდი — პერსონაჟები შემიყვარდნენ და მათი ვესთვიუმდე გავლილი გზითაც დავინტერესდი. ჯერ ფილმების ყურება დავიწყე მათი გამოსვლის თარიღის მიხედვით, მერე კი კომიქსების სამყაროშიც შევაბიჯე: აპლიკაცია გადმოვწერე, რომელიც ანდროიდის და iOS სისტემისთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი, მარველის კომიქსების ულიმიტო პაკეტი ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით უფასოდ გავიაქტიურე, ყველა გამოსული ნომრის გზამკვლევი მოვძებნე და კომიქსების კითხვა პირველი, 1939 წელს გამოსული ნომრით დავიწყე. ასე გავიცანი ადამიანი ჩირაღდანი, რომლის ამბავსაც ყველა მომდევნო ნომერში ვეძებდი. თქვენც შეგიძლიათ მარველის სამყაროს დასაწყისიდან ჩაუჯდეთ ან თქვენთვის საინტერესო პერსონაჟების ამბებს მიყვეთ.
მარველმა მომატებულ სტრესს და შფოთვას უშველა, რეალობას ცოტა ხნით მაინც მომწყვიტა და თან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში იმ 8 მიზეზს გეტყვით, რის გამოც მარველის სამყაროში დღესვე უნდა შეაბიჯოთ.
1. ახალ სამყაროს აღმოაჩენ
ფოტო: Marvel
ალბათ ყველას გვახსოვს ჰარი პოტერის პირველი სერია თუ წიგნი და ახალი დაუვიწყარი სამყაროს აღმოჩენით აღფრთოვანება. მარველის სამყაროც ასეთი სიახლეა, სუპერგმირებით დასახლებული ათასობით კომიქსი, რომელიც ახალ ჯადოსნურ თავგადასავლებს გვიმზადებს, რაც უფრო მეტს კითხულობ, მით უფრო გიყვარდებიან პერსონაჟები და ხვდები, რომ ისინი უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარებაში კი არ გეხმარებიან, შენს თვალწინ იცვლებიან, რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგებიან და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, ერთმანეთს ეხმარებიან, ბოროტებას ებრძვიან და ეს ბოროტებაც კი უბრალოდ ნეგატიური არ არის, ბევრად საინტერესო ამბებს და უამრავ მორალურ თავსატეხს თუ სისუსტეს აერთიანებს.
2. მიხვდები, რომ მარტო არ ხარ
ფოტო: Marvel
ადამიანი ჩირაღდანი ყველაფერს ცეცხლის ალში ხვევს და საკუთარი გამანადგურებელი სუპერძალა ტკივილს აყენებს. ჩვენც ასე ვართ, ხშირად ვგრძნობთ, რომ უსარგებლონი ვართ ან ყველაფერს ვაფუჭებთ და მუდმივად თავს ვიდანაშაულებთ, არადა ხშირად გამოსასწორებელი არაფერია. კომიქსების პერსონაჟები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებენ, რომ ტკივილი, რომელსაც განიცდი, დანაკარგი, რომლის გადალახვაც არ შეგიძლია, ან უბრალოდ ყოველდღიური ამბებით გადაღლა მხოლოდ შენი პრობლემა არ არის, ეს ყველას გვაერთიანებს და გამოსავლის გამონახვაც ხშირად ძალზე მარტივია. კომიქსების პერსონაჟებთან ერთად ყველა სირთულის გადალახვას ისწავლი.
3. მსოფლიოს წინაშე არსებულ პრობლემებს სხვა თვალით შეხედავ
ფოტო: Marvel
ეკოლოგიური პრობლემები, სოციალური უთანასწორობა, განსხვავებულთა ჩაგვრა და თანასწორობისთვის თუ პლანეტის გადასარჩენად ბრძოლა მარველის სამყაროს ღერძია. სუპერგმირები ადამიანებისგან განსხვავებულნი არიან, რის გამოც ხშირად დევნიან, მათ მოკვლას ცდილობენ, ისინი კი მუდმივად ადამიანთა დაცვას ან მათგან გამოწვეული ზიანის გამოსწორებას ცდილობენ. მარველის კომიქსები კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს იმ დამანგრეველ შედეგებზე, რაც ადამიანმა პლანეტას მოუტანა.
4. ამ სამყაროში გაბნეული ალუზიები ლიტერატურულ სიამოვნებას მოგანიჭებს
ფოტო: Marvel
მარველის სამყაროს მრავალი გმირი მითოლოგიის ინსპირაციით არის შექმნილი და ეს პერსონაჟები თუ კომიქსებში მოხმობილი დეტალები მსოფლიო ლიტერატურის საწყის წერტილთან დაგაკავშირებს. სკანდინავიური, ბერძნული თუ ინდური თქმულებები მარველის კომიქსებში ახალ სიცოცხლეს იძენენ და მათი ამბები ორიგინალ პერსონაჟებთანაც იკვეთება. ასე რომ, ეს სამყარო ლიტერატურის მოყვარულისთვის დიდი სიამოვნების წყაროა.
5. ვიზუალურ სიამოვნებას მიიღებ
ფოტო: Marvel
ფოტო: Marvel
კომიქსების კითხვის მთავარი ხიბლი კარგი ილუსტრაციებია და მარველის სამყაროს დახვეწილი ვიზუალებიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომიქსების ვიზუალებს არაერთი გამორჩეული ილუსტრატორი ქმნიდა. საინტერესოა ისიც, წლების მანძილზე როგორ იცვლებოდა ვიზუალური თხრობის ფორმა. დარწმუნებული ვარ თქვენი ტელეფონის გალერეაც ბევრი ახალი ფოტოთი შეივსება. თანაც ზემოთ ნახსენებ აპლიკაციას დასქრინვის ფუნქციაც აქვს.
6. მუდმივად სიახლის განცდა გექნება
ფოტო: Marvel
30 ათასზე მეტი კომიქსი, უამრავი საინტერესო პერსონაჟი, სიუჟეტი და მუდამ განახლებადი ამბები არასოდეს მოგაწყენს. დაიწყებ კითხვას, ფავორიტ გმირებს გაიცნობ და ერთ დღეს ახალ პერსონაჟს აღმოაჩენ, რომელიც თავს შეგაყვარებს. მარველის სამყარო შენი მუდმივი თანამგზავრი გახდება, რომელსაც ბოლომდე ვერ ამოწურავ.
7. გასული საუკუნის ისტორიას გადააფასებ
ფოტო: Marvel
მარველის სამყარომ პოპკულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი მთავარი ნაწილიც გახდა. კომიქსების მრავალ პერსონაჟსა და სიუჟეტზე კი რეალურმა ინდივიდებმა, ისტორიულმა მოვლენებმა იქონია გავლენა. კითხვისას გასულ 100 წელში მომხდარ ამბებს კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ. სამოქალაქო აქტივიზმის, კონფლიქტებისა და დიდი კორპორაციების საზიანო საქმიანობის კვალი კომიქსებში აშკარად იკითხება, რაც ჩვენი დროის ერთგვარი გადაფასებაა.
8. უბრალოდ კარგ დროს გაატარებ
ფოტო: Marvel
მარველი სამყაროს ხშირად უწოდებენ ატრაქციონს და ვინ თქვა, რომ ეს ცუდია?! სულაც არა, კომიქსების კითხვისას თუ ფილმების ყურებისას რეალობას მოსწყდებით. მომნუსხველ თავგადასავლებში შეაბიჯებთ და ძალიან კარგ დროს გაატარებთ. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიც ცხადყოფს, რომ მარველის სამყარო უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება არ არის, მაგრამ თუ სიმარტივეს ეძებთ მარველთან ერთად ამის მიღებაც შეგიძლიათ.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ

კომენტარები