ბრიტანელი ვარსკვლავები ემიგრანტი ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ
დიდი ბრიტანეთის 200-ზე მეტი ცნობილი ადამიანი, მათ შორის კინოვარსკვლავები: რალფ ფაინსი, კირა ნაიტლი, ბენედიქტ კამბერბეჩი და ბევრი სხვა, მთავრობას ლტოლვილი ბავშვების პროგრამის ხელახალი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში ბოლო 9 თვის მანძილზე მხოლოდ 200 ბავშვი მიიღეს, პროგრამის საბოლოო დახურვამდე, კიდევ დაახლოებით 150 ბავშვის ჩამოყვანა იგეგმება.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილ ღია წერილში, რომლის ადრესატიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეია, პროგრამის დახურვა “ნამდვილ სირცხვილად” და “ყოვლად მიუღებელ” ქმედებად არის შეფასებული.
“ქვეყანა, რომელიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს, ამაზე გაცილებით უკეთესია” - აცხადებენ ბრიტანელები.
მარტოდ დარჩენილი ბავშვების ბრიტანეთში დასახლება ისედაც არ იყო მთავრობის იდეა. საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას თვეები დასჭირდა და ბრიტანეთის მთავრობას უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდა, რომ კანონმდებლების მიერ მიღებული ცვლილება არ გაეთვალისწინებინა. პარლამენტარებს პროგრამის მიხედვით, 3 ათასზე მეტი ბავშვის შემოყვანა სურდათ. კანონის მიღებიდან კიდევ 5 თვე გავიდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთში პირველი უდედმამოდ დარჩენილი ლტოლვილი ბავშვი შეიფარეს.
მემარჯვენე ჟურნალ-გაზეთები ბავშვების დასახლებას ცინიზმით და კრიტიკით შეხვდნენ. ჯერ ისეთი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებითაც ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ისინი პატარები არ არიან. შემდეგ კი დაიწყო კამათი იმის შესახებ, რომ ბავშვების ბრიტანეთში დასახლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. პროგრამის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი გახდა, რამაც მთავრობის ისედაც მერყევი პოზიცია პროგრამის საწინააღმდეგოდ მიმართა.
საკანონმდებლო ცვლილების პირვანდელი ინიციატორი ალფ დაბსი იყო. ის, ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, იმ 669 ძირითადად ებრაელ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც 1939 წელს ჩეხოსლოვაკიიდან გამოიქცნენ. მათი დიდ ბრიტანეთში განსახლება ლონდონის სავაჭრო ბირჟის ახალგაზრდა ბრიტანელი თანამშრომლის, ნიკოლას უინსტონის დამსახურება იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში ნაცისტური ევროპიდან გამოქცეული 10 ათასამდე ბავშვი შეიფარეს. საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, საიმიგრაციო პროცესები და სავიზო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციები ამ ბავშვებისთვის გამონაკლისის სახით, აჩქარებული და გაიოლებული იყო.
ე.წ. “დაბსის სქემის” პროგრამის შეჩერება სახელმწიფო მინისტრმა ამბერ რუდმა გასულ კვირას იმით გაამართლა, რომ მსგავსი კანონები “მაგნიტივით იზიდავს და ადამიანის ტრეფიკინგს ახალისებს”. თუმცა, მისი თქმით, იორდანიის და ლიბანის ბანაკებიდან 3 ათასი ბავშვის მიღებაზე მთავრობა უარს არ ამბობს.
აქტივისტებს ხელისუფლების გულწრფელობის არ სჯერათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა შეჩერებულია იმ ბავშვების შემოყვანაც, რომლებსაც ნათესავები უკვე დიდ ბრიტანეთში ჰყავთ. პროგრამის გაჩერება პატარების ტრეფიკინგის მხვერპლად გახდომის რისკებს კიდევ უფრო ზრდის, ამბობს აიდან მაკქუადი, ლონდონში დაფუძნებული მონობის საწინააღმდეგო საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი. მისი აზრით, “ხმელთაშუა ზღვაზე არსებული კრიზისის მიმართ მრავალმხრივი მიდგომის არარსებობის პირობებში, უსაფრთხო მიგრაციის ვერ უზრუნველყოფა ომს გამოქცეული ადამიანებისთვის ტრაფიკინგის მთავარი, ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია”.
უფლებადამცველების მიერ შექმნილი მდგომარეობის ნაცისტური გერმანიის დროს ებრაელთა გენოციდთან შედარებამ ოპონენტების დიდი განრისხება გამოიწვია. კომენტატორი მელანი ფილიპსი გაზეთ “ტაიმსში” წერს, რომ “მასობრივი მიგრაციის ნაკადში, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის საფრთხეს ქმნის, ყველა ლტოლვილი არ არის” და ამ ადამიანების შედარება ნაციზმის მსხვერპლთან უსაფუძვლო და თავად ამ “მსხვერპლის ხსოვნის მიმართაც ღალატის ტოლფასია”.
2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული ევროკავშირის სააგენტოს “ევროპოლის” ანგარიშით, ევროპაში გასულ წელს დაახლოებით 10 ათასამდე უსახლკარო ლტოლვილი ბავში გაუჩინარდა, რომელთაც თან უფროსი არ ახლდათ. სააგენტო შიშობს, რომ ისინი შესაძლოა ექსპლუატაციის მსხვერპლი იყვნენ. სულ, 2015 წელს ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან გამოქცეულმა დაახლოებით 90 ათასმა ბავშვმა ითხოვა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები