გერმანული შპიგელი ნანა ექვთიმიშვილის ფილმზე: ფილმი თავისუფალ სივრცეს გვაჩვენებს
ნანა ექვთიმიშვილის ფილმს, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებაც ნეტფლიქსმა იყიდა, საერთაშორისო გამოცემები აქტიურად განიხილავენ. ჩემი ბედნიერი ოჯახი სანდენსის კინოფესტივალის წლევანდელ აღმოჩენადაც დასახელდა.
პირველი რეცენზია Villagevoice-მა გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი წერდა, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ნახა.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი არ არის ისტორია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ თავისუფლდება ქალი წნეხისგან. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალები ოჯახში. ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათი თანაბრად არის. გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. ეს არ არის მხოლოდ ფილმი, ეს არის ცხოვრება თავისი საშინელებებითა და დიდებით", - წერს გამოცემა.
შემდეგი Theplaylist იყო, კინომიმომხილველი ენდრიუ კრამპი ამბობდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი კომპლექსური, საინტერესო და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ფილმი აღმოჩნდა.
საკუთარი რეცენზია გამოაქვეყნა The Hollywood Reporter-მაც.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვიან ქალებს ყველგან - ქუჩაში, სამსახურში და ოჯახშიც კი. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად გაიძულებს გაქცევას, მაგრამ ყველაზე სახიფათო ბრძოლა მაშინ იწყება, როცა აცნობიერებ, რომ შესაძლოა გასაქცევი არსად გქონდეს. ნანასა და სიმონის ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომელიც ვუდი ალენის ფილმებს მოგაგონებთ, განსაკუთრებით - ენი ჰოლს", - წერდა ჯორდან მინტზერი.
ახლახან კი ფილმის საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა გერმანულმა Spiegel-მაც, სადაც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი თავისუფალ სივრცეს გვაჩვენებს.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი გვაჩვენებს თავისუფალ სივრცეს, რომელსაც მანანა [ია შუღლიაშვილი] მოიპოვებს, მაგრამ იმ ფასსაც, რომლის გადახდაც მას ამისთვის უწევს", - წერია სტატიაში.
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟებია. მოვლენების ცენტრში ამ შემთხვევაშიც ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.
ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს კი მას ბერლინალეზე იხილავენ, წლის ბოლომდე შედგება ფილმის ქართული პრემეირაც.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები