უმორჩილესი თხოვნაა, ვაქცინებზე მხოლოდ პროფესიონალებს მოვუსმინოთ — სერგეენკო
ფოტო: არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze
ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაზე მსჯელობისას მხოლოდ დარგის პროფესიონალებს მოუსმინონ. მისი განცხადებით, საქართველომ ვაქცინების მხრივ "ხარისხის მაღალი თამასა" დააწესა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"ვაქცინების სახეობა, პირველი ჩემი თხოვნა, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არსებობს დღეს ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის, ისევე როგორც, მისი ეფექტურობა, მისი გვერდითი მოვლენები. მსოფლიოში დღეს რამდენიმე ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა", — თქვა მან.
15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მის გარდა, აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.
ვაქცინაციისთვის ქვეყანაში შერჩეულია 82 დაწესებულება, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესი 29 ცენტრში დაიწყება და კვირის განმავლობაში ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
გაიგეთ მეტი:
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
კომენტარები