ბარსელონამ ქართული ფან-კლუბი ოფიციალურად ცნო
ფოტო: Natursports / Shutterstock
ბარსელონას დირექტორთა საბჭომ გუნდის ქართული ფან-კლუბი ოფიციალურად ცნო. ამ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ქართული ოფიციალური ფან-კლუბი Penya Blaugrana Tbilisi-ის სახელს ატარებს და ის ბარსელონას დირექტორთა საბჭომ 6 თებერვალს დაამტკიცა.
ჩვენ ამ საკითხზე ბარსელონას ქართული ფან-კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიხელ ზაქარეიშვილს გავესაუბრეთ. მისი თქმით, ოფიციალური სტატუსის მისაღებად სამუშაოები წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, როდესაც ესპანური გრანდი თბილისში იყო ჩამოსული.
"პროცედურები დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ, 2015 წლის აგვისტოში, როდესაც ბარსელონა იყო ჩამოსული. მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ თბილისში გახსნილიყო ოფიციალური Penya (მხარდამჭერთა კლუბი). ამაზე მანამდეც ვფიქრობდით, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ, მივხვდით, რომ რეალური იყო ჩვენი ჩანაფიქრი“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი, ქართული ფან-კლუბის დამფუძნებელი.
ოფიციალური ფან-კლუბის წოდების მოსაპოვებლად ბარსელონას თავისი მოთხოვნები ჰქონდა, რომელთა დაკმაყოფილებასაც დრო და შრომა დასჭირდა.
"კლუბი ითხოვდა შემდეგს: მხარდამჭერთა კლუბის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ბარსელონას კლუბის წევრი. მხარდამჭერთა კლუბის ადგილმდებარეობა, სამართლებრივი ფორმა, წესდება, სახელი და ლოგო უნდა შეთანხმებულიყო ბარსელონასთან. მხარდამჭერთა კლუბში გაწევრიანებული უნდა ყოფილიყო მინიმუმ 75 ადამიანი“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.
როგორც აღმოჩნდა, ოფიციალური ფან-კლუბის დაარსებაში ბარსელონას წარმომადგენლების წვლილი საკმაოდ დიდი იყო.
"ზოგადად, ბარსელონას საზომით, თბილისი ძალიან დიდი ქალაქია. ამიტომ, თავად იყვნენ დაინტერესებულნი, რომ აქ მხარდამჭერთა კლუბი ყოფილიყო. სევილიასთან თამაშის შემდეგ ნახეს, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს აქ ბარსას, ამიტომ, თავად მოინდომეს და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრ რამეში გვეხმარებოდნენ“, - ამბობს ფანკლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ბარსელონას ოფიციალური ფან-კლუბის საინფორმაციო პარტნიორი ვებსაიტი Barcamania.ge იქნება, ხოლო თავად ფან-კლუბს ახალი საიტი ექნება, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
ქართულ ფან-კლუბთან ერთად ბარსამ კიდევ 14 ქვეყნის ფან-კლუბი დაამტკიცა..
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები