ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტთა ტრადიციული ლანჩი გაიმართა
გუშინ ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტთა ტრადიციული წვეულება გაიმართა, რომელსაც კინოაკადემია დიდ ღამედ მოიხსენიებს ხოლმე.
ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არიან ოსკარის წლევანდელი ნომინანტები და ვიცით ისიც, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, ოსკარი წელს ნაკლებად "თეთრი" იქნება.
კინოაკადემიის ნომინანტთა სიაში რამდენიმე აფროამერიკელ მსახიობს შეხვდებით, კერძოდ კი: ვაიოლა დევისს, დენზელ ვაშინგტონს, ოქტავია სპენსერს, მაჰერშალა ალის, რუთ ნეგასა და ნაომი ჰარისს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად, ორი აფროამერიკელია წარდგენილი საუკეთესო სცენარების კატეგორიაში, ვაიოლა დევისი კი კინოს ისტორიაში პირველი აფროამერიკელია, რომელიც უკვე მესამედ არის წარდგენილი ოსკარზე.
სწორედ ამ თემას მიუძღვნა საკუთარი გამოსვლაც აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შარშანდელი ჰეშთეგი #OscarsSoWhite დავიწყებას უნდა მიეცეს, რადგან აკადემია ძირეული ცვლილებების გზას დაადგა.
"ჩვენი ტრადიციული ლანჩი საშუალებას გვაძლევს, დრო მხოლოდ დასვენებასა და განტვირთვას დავუთმოთ. ჩვენი ტრადიციული ფოტოც მეტია, ვიდრე უბრალოდ ფოტო. მასზე ასახულია ისტორია. როცა წლევანდელი ლანჩის ამსახველ საერთო სურათს გამოგიგზავნით, თქვენ დაინახავთ განსხვავებას - პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში", - ამბობს შერილი.
აკადემიის პრეზიდენტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დონალდ ტრამპის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
სწორედ ამ აკრძალვამ გამოიწვია ის, რომ ირანელმა მსახიობმა ტარანე ალიდუსტიმ, რომელიც ოსკარზე ნომინირებულ ფილმ The Salesman-ში ერთ-ერთ როლს ასრულებს, დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებაზე უარი თქვა. იგივე ნაბიჯი გადადგა ამავე ფილმის რეჟისორმა და სცენარის ავტორმა ასგარ ფარჰადიმ.
"დღეს თქვენ შეამჩნევდით რამდენიმე ცარიელ სკამს. ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და ერთი ადამიანის არასწორი შეხედულებები ცენზურას არ უნდა გვიწესებდეს. ძლიერი საზოგადოება აუცილებლად დაუპირისპირდება ამ არასწორ ნაბიჯებს. ვერავინ და ვერანაირი საზღვარი ვერ შეგვაჩერებს", - თქვა საკუთარ სიტყვაში შერილ ბუნ აიზეკსმა.
ფოტოები ოსკარის ნომინანტთა ყოველწლიური ლანჩიდან:
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია GDS-ზე 26 თებერვალს, ღამის ორი საათიდან დაიწყება.
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?












კომენტარები