ხვიჩიას თქმით, მელიას ციხეში ჩასმა "მიშას თამაშია", ამ თამაშის წარმატება კი "ქოცების სიბრიყვეზე დგას"
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ციხეში მოხვედრა ექსპრეზიდენტის და ამავე პარტიის დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის "თამაშია". მისივე თქმით, ამ "თამაშის" წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას".
"ნიკა მელია ციხეში — მიშას თამაშია. ქოცები ახლა მიშას თამაშს თამაშობენ, ოღონდ არ ვიცი, ამას გააზრებულად აკეთებენ თუ უბრალოდ, არ ესმით რა ხდება. თამაშის მოკლე მონახაზი ასეთია: მიშამ ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა. მით უმეტეს, თუ ის დაბალი ბარიერით ჩატარდება და პატარა პარტიებს არსებობის შანსი გაუჩნდებათ. ამიტომაც მის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში", — წერს ხვიჩია.
მისი თქმით, სააკაშვილის თამაშის მიზანია, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი შეცდომა შესაძლო რევოლუციად ითარგმნოს, რასაც შემდეგ სააკაშვილი დისტანციურად უხელმძღვანელებს.
"ნებისმიერი ქოცების შეცდომა და კონფლიქტი უნდა ითარგმნოს შესაძლო რევოლუციად, რომელსაც დისტანციურად უხელმძღვანელებს სააკაშვილი და მისი წარმატების შეუქცევადობის შემთხვევაში, ჩამოვა კიდევაც, რათა ერთპიროვნულად შეუდგეს ქვეყნის ქოცების დიქტატურისგან გამოხსნას და აღმშენებლობას. ესაა მიზანი. შეიძლება ეს მოხდეს გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ან 2 წლის მერე, შეიძლება მეტიც დაჭირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. თუ ამ ყველაფრის სხვისი ხელით გაკეთება გინდა, ამისთვის საჭიროა გმირი, რომელზედაც შეიქმნება ისტორია", — წერს ის.
მისივე თქმით, უბრალო ხალხის თვალში ნიკა მელია ყველაზე ნაკლებად არის "სისხლისმსმელი ნაცი", ხოლო მელიას მიმართ არსებულ ბრალდებას ხვიჩია "ბოდვად" აფასებს.
"მაგრამ ეს გმირი ისეთი უნდა იყოს, რო მისი გმირობა, შენს გმირობას ვერ ჩრდილავდეს. ყველა რისკი რო დააზღვიო, ყველაზე კაი ვარიანტია ეს გმირი ციხეში იჯდეს. მიშამ იცის, რომ ნაცების მეტი რა მჯდარა ციხეში, მაგრამ ციხემ სახალხო გმირად ვერავინ ვერ აქცია. თუმცა ნიკა მელია სხვა შემთხვევაა. ის ყველაზე ნაკლებად "სისხლისმსმელი" ნაცია უბრალო ხალხის თვალში, რომელმაც არჩევნები მოიგო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა. მის მიმართ არსებული ბრალდება ბოდვაა, წინა პარლამენტი მასთან შერცხვენილია და ა.შ. მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, მას გირჩიც უფრთხილდება და მოქალაქეებიც", — აცხადებს ხვიჩია.
ის თვლის, რომ აღნიშნული ე.წ თამაშისთვის ნიკა მელია იდეალური პოლიტიკური პატიმარია.
"ამიტომ მიშასთვის, ნიკა იდეალური პოლიტიკური პატიმარია, ამით, მიშა გუნდის შიგნით, ნიკასგან მომდინარე საფრთხესაც ანეიტრალებს, ფასილიტატორებთან მოლაპარაკებასაც შლის და ამდენი ხნის მერე, როგორც იქნა, საჭირო მორალურ უპირატესობასაც იღებს. როცა რაღაც ძალიან უნდა, მიშა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მისი ეს თვისება დასაფასებელი და გასათვალისწინებელია. მე არ ვიცი ნიკა ასეთ გმირობას შეგნებულად დათანხმდა თუ არა, მაგრამ მე ის არ მემეტება ასეთი როლისთვის. როგორ გრძელდება თამაში? ნიკას დაკავებისას გულწრფელი ჩხუბი და გაწევ-გამოწევა უნდა მოხდეს, რაც მეტი დაშავდება ან რაც მეტ ახალს დაიჭერენ თამაშისთვის უკეთესია. როცა მელია და მისი გულწრფელი დამცველები ციხეში იქნებიან, ახალი კონფლიქტებია საჭირო ამ ხალხის ციხეში ყოფნის გასაპროტესტებლად, თუ ეს ხალხი ციხეში, კონფლიქტები აუცილებლად მოხდება", — წერს ხვიჩია.
მისივე თქმით, სააკაშვილის წარმატების მაქსიმუმი ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დაბრუნებაა.
"არის შანსი ეს კონფლიქტები გულწრფელი იყოს და შესაბამისად დამატებითი რისკის შემცველიც, მაგრამ ესეც შეიძლება ამ თამაშს მოუხდეს. მთავარია ნიკა ციხეში აღმოჩნდეს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ყველა უმანდატოდ დარჩეს, კონსტიტუციაც იგივე დარჩება და მიშა კონსტიტუციურად იქნება დაცული კონკურენტებისგან. ამ თამაშში მისი წარმატების მაქსიმუმია ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა, მინიმუმი კი 2024 წლის საპარლამენტო ბარიერის შენარჩუნება. თუ ბარიერი 5% დარჩა, პატარა პარტიებს მიშას გარეშე პერსპექტივა არ აქვთ, თუ რამე უნდათ მიშას უნდა შეერწყან, შესაბამისად მიშა მშვიდად გააგრძელებს ამ თამაშს 2024 წლის მერეც და დაელოდება როცა ხალხი თავად დაამხობს ქოცებს. ქოცების დამსახურებით კონკურენტებიც მოიშორა. ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ამ მხარეს ყველაფერი გასაგებია", — წერს ხვიჩია.
რაც შეეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი შესაძლო საფრთხეს ვერ გრჩნობენ და დიდი ხანია "წარმატებით თამაშობენ ნაცების მთავარი მჩაგვრელის და დამამცირებლის როლს".
"არჩევნების შემდეგ ქოცები ცხენზე ზიან და დაჯირითობენ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ ესმით რა ხდება და საფრთხესაც ვერ გრძნობენ. ისინი ხო დიდი ხანია წარმატებით თამაშობენ ნაცების მთავარი მჩაგვრელის და დამამცირებლის როლს და არ იმჩნევენ რომ ცხოვრება შეიცვალა. უფრო მეტიც, თავიანთ ამომრჩევლებს ნიკა მელიას დაჭერაზე და ნაცების განადგურებაზე აღაგზნებენ და ჰგონიათ რო იგებენ, არადა მიშას თავად აბრუნებენ, საკუთარი უაზრობით. ზოგადად, მიშა რო კვლავ აქტუალურია ეს ქოცების ამ თამაშის შედეგია, სადაც მათ თავად გამოიგონეს იდეალური მტერი, რომლის დამარცხებაც, მხოლოდ მათ შეუძლიათ, მაგრამ ამ მტერს ახლა არსად ეჩქარება და ძველი კონკურენტების გადაყლაპვის ხარჯზე გაძლიერებული ელოდება თავის მომენტს", — წერს ხვიჩია.
მისივე თქმით, სააკაშვილი ფსონს დებს იმაზე რომ "ქოცებს ჭკუა საერთოდ არ აქვთ".
"მიშას თამაშის წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას, ის ფსონს დებს იმაზე, რომ ქოცებს ჭკუა საერთოდ არ აქვთ და სუსტები რომ არ გამოჩნდნენ მელიას დაიჭერენ, ხოლო როცა მიხვდებიან რაც ემართებათ, უკვე გვიან იქნება. ძალიან პრიმიტიულად თამაშობს, ამიტომაც აგებს დაუსრულებლად, მაგრამ გროსმაისტერის გარეშე დარჩენილ ქოცებს იქნებ ოდესმე მოუგოს კიდეც, ყოველ შემთხვევაში მისი რა მიდის", — აცხადებს ხვიჩია.
ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს დაუჭერს.
12 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 თებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები