ზურაბ ჯაფარიძე

14 Feb. 2021, 01:42

ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ ფიზიკურად მე არ გამაკავებენ რამენაირად. ჩემი გაკავება ახლა, ამ წუთში რთულია, იმიტომ რომ მაქვს დეპუტატის სტატუსი, მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე გაუქმება და არ გამიუქმეს. გასაჩივრებული მაქვს პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ალბათ გაიწელება დროში. შესაბამისად, ბარი არ დაიხურება. მათ მოუწევთ მოსვლა და ნახვა, რომ ბარი ისევ მუშაობს, ანუ მე მეორედ ვარღვევ იგივე დადგენილებას, ამის შემდეგ მოუწევთ მიმართონ პარლამენტს, რომ გამიუქმონ მანდატი, სხვანაირად ვერ დამსჯიან. ბარის გახსნა დამჭირდა, რომ საბოლოო ჯამში მანდატი გამიუქმონ, თუ მაქამდე წავიდნენ. და ამის შემდეგ უნდა დამსაჯონ სისხლის სამართლის წესით. მოკლე შინაარსი ეს არის

ეს განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ თავის ბართან გააკეთა, სადაც შრომის ინსპექცია იმყოფებოდა და ბარის გახსნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ