Google Pixel-ის კამერით პულსისა და რესპირატორული ფუნქციების გაზომვა იქნება შესაძლებელი
გუგლი ადამიანების ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის საკმაოდ ბევრს მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია აპლიკაცია Fit. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აპლიკაციას პულსისა და რესპირატორული ფუნქციების კონტროლიც დაემატება. ამის გასაკეთებლად თითის სმარტფონის კამერაზე მოთავსებაც საკმარისი იქნება. აპლიკაცია თითში გამავალი სისხლის ფერის ცვლილებას შეამჩნევს, რაც საშუალებას მისცემს დაადგინოს თქვენი პულსი.
რაღა თქმა უნდა, ეს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის არ გამოდგება და მხოლოდ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელადაა განკუთვნილი.
რესპირატორული ფუნქციების (ერთ წუთში შესუნთვის რაოდენობა) შესამოწმებლად პროგრამა გამოიყენებს წინა კამერას.
ექიმი, პაციენტის სუნთქვის სიხშირეს მასზე დაკვირვებით ზომავს, სწორედ ამის იმიტაციას შეეცდება გუგლის აპლიკაცია წინა კამერის დახმარებით.
დეველოპერების ჯგუფი დააკვირდება და გაანალზიებს მიღებულ შედეგებს სხვა სმარტფონებიდან, მანამ სანამ ეს ფუნქცია Pixel-ებშიც გამოჩნდება. ასეთი ფუნქცია სამსუნგმა რამდენიმე წლის წინ უკვე დანერგა Galaxy S10 სერიაში.
გუგლი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ზოგადი ფონის შესამოწმებლადაა განკუთვნილი და სამედიცინო დასკვნისათვის საკმარისი არაა. ერთი მხრივ, ამ მეთოდით ისინი FDA-ს მიერ დაწესებულ დაბრკოლებებსაც აირიდებენ თავიდან.
თუმცა, ჯეკ პომ, Google Health-ის მენეჯერმა დასძინა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება ეს კლინიკურ პროდუქტადაც იქცეს, რაც ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, თუმცა ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან კვლევები ადრეულ სტადიაშია, ამ ყველაფერს კი დიდი დაკვირვება და სიზუსტე სჭირდება, რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები