მწვანე ალტერნატივა, EMC და საია ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას და საჯარო განხილვებს ითხოვენ
ფოტო: On.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები — მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ითხოვენ ნამახვანი ჰესის მშენებლობის შეჩერებას მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ორგანიზაციების წარმომადგენლების მოთხოვნაა საჯარო განხილვების დაწყებაც. მათ დღეს ამ საკითხზე ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობისთვის დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სახელმწიფომ ისე გასცა, რომ მშენებელ კომპანიას ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი კვლევები არ იყო წარმოდგენილი კომპანია ENKA-ს მხრიდან, ხოლო, რაც იყო წარმოდგენილი, იმ დოკუმენტების ხარისხიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტრომ მაინც გასცა", — ამბობს ჭიპაშვილი.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა გასცა გარკვეული პირობებით, მათ შორის იყო ის, რომ კომპანია მშენებლობის დაწყებამდე წარადგენდა ყველა საჭირო დოკუმენტს. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ მშენებლობა შესაბამისი კვლევების წარდგენის გარეშე დაიწყო.
ჭიპაშვილის ინფორმაციით, კომპანია პერიოდულად წარუდგენს სახელმწიფოს დამატებით დოკუმენტებსა და კვლევის შედეგებს, თუმცა იგი, კანონით დადგენილი წესით არ საჯაროვდება.
"მიგვაჩნია, რომ ეს არის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის უხეში დარღვევა, ვინაიდან, სამინისტრო ვალდებულია, კვლევების მიღებიდან სამ დღეში გამოაქვეყნოს ეს დამატებითი დოკუმენტები. ორპუსის კონვენციის თანახმად, [სახელმწიფომ] გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მონაწილეობითობის პრინციპის დაცვით და ყველა დაინტერესებული მხარის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ექსპერტების და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით", — აცხადებს ჭიპაშვილი.
EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევები სამინისტროსგან გამოითხოვეს და რამდენიმე დღის წინ მათი ნაწილი მიიღეს კიდეც. თუმცა, ღვინიანიძის განმარტებით, ეს დოკუმენტები გამოთხოვის გარეშე, კანონით დადგენილი წესით უნდა გასაჯაროვებულიყო.
"მხოლოდ გამოთხვის შემდეგ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენ მას გავცნობოდით. თუმცა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება პროაქტიულად აქვეყნოს. მთავარი საკითხი არის ის, რომ ეს კვლევები პოსტფაქტუმ შეიძლება დაიწეროს კიდეც, თუმცა, მას არ ჰქონია არანაირი წილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ, ის უნდა ყოფილიყო ადრე, სანამ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული", — ამბობს ღვინიანიძე.
იგი განმარტავს, რომ ჰესების და განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის (333 მგვტ) ჰესის მშენებლობა ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
- კვლევები და მეცნიერული დასაბუთება, რომ ნამდვილად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილას ჰესის მშენებლობა;
- საჯარო განხილვები და მასში თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობა.
ღვინიანიძე ამბობს, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობისას ეს ორივე პირობა დარღვეულია.
"ჩვენ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჰესის მშენებლობის სამუშაოები და დაიწყოს დემოკრატიული, საჯარო განხილვები, სადაც ყველას ვიწვევთ", — აცხადებს ლინა ღვინიანიძე.
საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ მას სრულყოფილად არ ჰქონდა გამოკვლეული საჭირო დოკუმენტაცია, კანონის პირდაპირი და ცალსახა დარღვევაა. სწორედ ამიტომ, საიამ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
"ისეთ საკითხებში, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს აქვს პოლიტიკური ინტერესი, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი ამის, რომ სასამართლო პროცესები იწელება წლების განმავლობაში და სამწუხაროდ, ეს პროცესები სრულდება ხოლმე ისეთ დროს, როდესაც ფაქტობრივად, მშენებლობა უკვე დასრულებულია. აქაც, სასამართლო, რა თქმა უნდა, თავის ტენდენციას აგრძელებს და არ ჩამორჩება ძველ პრაქტიკას. ერთი წელი გავიდა დაახლოებით სარჩელის შეტანიდან და სასამართლოს ერთი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს", — განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ორგანიზაციების პრესკონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ, რომ ქვემო ნამახვანის ჰესის პროექტზე ნებართვის გაცემას წინ უძღოდა დეტალური კვლევები.
"პროექტის შესწავლის პროცესი იყო ხანგრძლივი. პროცესში ჩართული იყვნენ მაღალკვალიფიციური ექსპერტები და სხვადასხვა დარგის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, სპეციალისტები", — ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო ეხმაურება ორგანზაციების მოთხოვნას საჯარო განხილვებთან დაკავშირებითაც. უწყების ინფრმაციით, გადაწყვეტილების მიღებამდე ორი საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ როგორც ადგილობრივებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს.
"სამინისტრომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება ინფორმაციის გავრცელებისთვის, კერძოდ, ინფორმაცია საჯარო განხილვების ჩატარების თარიღის და ადგილის შესახებ, განთავსდა პროექტის არეალში მოქცეულ ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოების თავშეყრის დამკვიდრებულ ადგილებში, რომ მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონოდა მიეღო ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ", — აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ განხილვებს ესწრებოდნენ განცხადების ავტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება.
"დაუსაბუთებელი არგუმენტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგ გამოსვლას და სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას გამართლება არ აქვს", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხაებაში.
On.ge-მ სცადა ნამახვანიჰესის მშენებელ კომპანიასთან დაკავშირება, მაგრამ, ENKA-ში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. რამდენიმე დღის წინ, როცა ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, კომპანიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ აქვთ შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ყველა საჭირო ნებართვა.
"კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტის დაწყებისთანავე ENKA-მ არაერთხელ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მზად იყო "ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის", თუმცა, კომპანიის თქმით, ამ ჯგუფების რადიკალური პოზიციების გამო შეხვედრა და მოლაპარაკება არ შედგა.
"მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება ერთგული თავისი პოზიციისა და განცხადებისა, რომ მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და მოისმინოს ნებისმიერი შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
კომპანია ENKA-ში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსად, ხაზს უსვამენ პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ პროექტის წარმატებულ განხორციელებასთან ერთად საქართველოს 1 600-მდე მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აქვთ აღებული.
"პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე", — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში, რომელიც 30 იანვრით თარიღდება.
30 იანვარს ნამახვანის ჰესის მშენებლობის განახლების მცდელობას პროტესტი მოჰყვა. ჰესთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ კარავი დაუშალა. ადგილზე დააკავეს ერთი პირიც, რომელსაც სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 31 იანვარს პროტესტი კვლავ გაგრძელდა — ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდა.
სახელმწიფომ ნამახვანის ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამას აპროტესტებს.
გაიგეთ მეტი:
- რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება — წყალტუბოს მერია განცხადებას ავრცელებს
- ნამახვან ჰესის მშენებლობის განახლების მცდელობას ისევ პროტესტი მოყვა — რას ამბობენ კომპანიაში
- პოლიციამ ნამახვან ჰესთან აქტივისტების კარავი დაშალა, დაკავებულია 1 პირი
- საქალაქო სასამართლოსთან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
- ნამახვანჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
კომენტარები