კარტოგრაფების გათავისუფლება ყველაფერს ცვლის — ელისაშვილი პარლამენტში შესაძლო შესვლაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება ყველაფერს ცვლის, რადგან ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარლამენტში შესასვლელად. მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში არ შევა, რადგან საარჩევნო საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი.
"დღევანდელი გათავისუფლება კარტოგრაფების, ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვას, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს. ჩვენ რას ვამბობდით, რომ პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება-თქო, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს, რომ ვამბობდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ. ამან ნდობის აღდგენისკენ შექმნა... ეს არის დიდი და კარგი ნაბიჯი. [...]
ხვალ დილით ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, იმიტომ რომ საარჩევნო საკითხები არ არის შეცვლილი", — განაცხადა მან.
ამავდროულად, ელისაშვილი იმეორებს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია და აზუსტებს, რომ ამ მოლაპარაკებებზე ბოლოს მხოლოდ მათი პარტია იყო დარჩენილი.
"მთელი დღეა ვუსმენ, რომ ვისაც არ ეზარება ყველა იბრალებს, თითქოს მათ გაუთავისუფლებიათ. ეს არის მოლაპარაკების შედეგი, ერთმნიშვნელოვნად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თავიდან, როცა დავიწყეთ მოლაპარაკება იყო 5 გვარი მოლაპარაკების მაგიდაზე და 5-დან 4 არის გათავისუფლებული და გათავისუფლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
მე არ მითქვამს, რომ ჩვენი დამსახურებაა, მე ვთქვი, რომ ეს არის მოლაპარაკების შედეგი. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ოპოზიცია გაბუტულია, დგას ქუჩაში და იქედან იქნევს მუშტებს და მოლაპარაკების მაგიდასთან დავრჩით ჩვენი პარტია, პარტია მოქალაქეები. კარგად გაიხსენეთ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გაათავისუფლეს", — აცხადებს ის.
ისივე თქმით, თუ ოპოზიციას სურს, რომ გიორგი რურუაც გაათავისუფლონ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.
"თუ ვინმეს უნდა, რომ მეხუთე გვარი, რომელიც დარჩა საპატიმროში, იმ პოლიტპატიმართა სიიდან ისიც გათავისუფლებული იყოს, ჩვენ კი ნუ გველაპარაკებიან ნიშნის მოგებით, არამედ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე და ერთად ვიბრძოლოთ მათი გათავისუფლებისთვისაც", — აცხადებს ის.
ივერი მელაშვილმა კი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ არ უნდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იყოს და ვინმემ მისი გათავისუფლება გამოიყენოს პარლამენტში შესასვლელად.
პარტია მოქალაქეების ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე დასმული კითხვის პასუხად კი მან განაცხადა:
"ცალკე ნუ გამხდით მსჯელობის [საგანს], გინდა ალეკო ელისაშვილმა მიიწეროს ცალკე დამსახურებად, რომ მე ციხიდან გამომიშვეს, არა. მირჩევნია წავიდე და უკან ჩავჯდე ციხეში".
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.
მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
კომენტარები