გაცრეცილ და ფერად ფოტოებზე ასახული ბათუმი — როგორ გამოიყურებოდა ზღვისპირა ქალაქი გასულ საუკუნეში
ბათუმი, რომელიც აჭარის რეგიონის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე დასახლებაა, საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქალაქიცაა და ამ ხნის განმავლობაში მკვეთრად იცვალა, როგორც იერსახე, ასევე არქიტექტორული ტენდენციები. მიუხედავად ამისა, ძველი ბერძნები, რომლებმაც სახელიც უბოძეს ქალაქს, ძნელად თუ იცნობდნენ მის სანაპიროს დღეს, როცა შავი ზღვიდან ბათუმის ხედი ამერიკული მეგალოპოლისის შთაბეჭდილებას ტოვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი ოდითგანვე საზღვაო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი წერტილი იყო, ქალაქის ისტორიული სახის ცვლილებაზე არაერთმა კულტურულმა რეალიამ და გამოცდილებამ მოახდინა გავლენა. მცირე აზიის ნახევარკუნძულთან სიახლოვემ და მჭიდრო კავშირმა მის მოსახლეებთან, ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებთან პირდაპირმა ურთიერთობამ, ბათუმის უნიკალური ხასიათი განსაზღვრა — მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ბათუმში ძნელია, თქვა, რომელი კულტურული ეპოქის ზეგავლენა ჭარბობს, ადვილი შესამჩნევი არის ერთი რამ — იგი არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს.
რამ ჩამოაყალიბა უნიკუმი — ამის თვალსაჩინო მტკიცებულება ფოტოებია. ინტერნეტსივრცეში გაცრეცილი შავ-თეთრი და ჭყარტალა ფერავოდნებით სავსე სურათები არსებობს, რომლებიც ზღვისპირა ქალაქის შორეულ და ახლო წარსულის ცხოვრებას ჰყვება.
ბათუმის ბულვარი
უცნობი ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი ბათუმი, (1890-1900)
ბათუმის ნავმისადგომი (გაფერადებული), (1906-1912)
ფეხსაცმლის მწმენდავები ბათუმში, 1928 წელი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ციხისძირის სანაპირო (1930-1939)
ფოტო: Galina Schavenko
ფოტო: Galina Schavenko
გერმანიაში აგებული სატვირთო-სატრანსპორტო გემი "ყირიმი" ბათუმის სანაპიროსთან 1930 წელს
მწვანე კონცხი 1954 წელს
ფოტო: გამომცემლობა "Pravda"
ბათუმი 1955 წელს
იმავე წლის აგვისტო ქალაქში
ბათუმი 1965 წელს
სასტუმრო "ინტურისტი".
საზაფხულო თეატრი ზღვასთან ახლოს მდებარე პარკში.
ბათუმის საზღვაო სადგური.
სანაპირო.
პიონერების ბაღი.
კულტურისა და დასვენების ბაღი.
კინოთეატრი "თბილისი".
ბათუმის რევოლუციის მუზეუმი.
ბათუმი 1982 წელს
კაფე "ფანტაზია".
პალმების ხეივანი სანაპიროზე.
ფოტო: Vasily Panov
დელფების პერფორმანსი ოკეანარიუმში.
ფოტო: Vasily Panov
გემები: "კოლხიდა" და "ყაზახეთი" სანაპიროზე.
ფოტო: Vasily Panov
მერიის შენობა.
ფოტო: Vasily Panov
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი.
ფოტო: Vasily Panov
სანაპირო.
ფოტო: Vasily Panov
რუსთაველის ქუჩა.
ფოტო: Vasily Panov
კომენტარები