აზერბაიჯანის უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ
ფოტო: Yenicag
Eurasianet-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასის კლებამ და ეროვნული ვალუტის დევალვაციამ აზერბაიჯანში სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. თუმცა, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ზოგიერთი კომპანია სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების რაოდენობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
აზერბაიჯანის ეკონომიკის მოულოდნელმა ნგრევამ უმსხვილესი კომპანიების წარმოების ტემპები შეაჩერა. ისეთი მსხვილი ორგანიზაციებიც კი, როგორებიცაა ელექტრო მწარმოებელი Azerenerji, გაზის მწარმოებელი Azerigas, ენერგო კომპანია SOCAR და მობილური ოპერატორი Azercell, იძულებულები გახდნენ სამუშაო ადგილები შეემცირებინათ.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიების უმრავლესობა, რომლებმაც თანამშრომლების რიცხვი შეამცირეს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკაზე საუბარს თავს არიდებს. უკანასკნელ თვეებში აზერბაიჯანში 7 ბანკი დაიხურა. ადგილობრივი მთავრობა იმ მუზეუმების დახურვასაც გეგმავს, რომლებიც, მისი თქმით, "არაეფექტიანად" მუშაობენ. ასევე კულტურის სფეროში არსებული იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტაც იგეგმება, რომელსაც, ხელისუფლების აზრით, შემოსავალი არ გააჩნიათ.
შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცვლილება ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახულა. სტატისტიკის დეპარტამენტი უკვე რამდენიმე წელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 5%-ია.
იანვარში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას ესმის არსებული ვითარების სირთულე და სამსახურიდან დათხოვილი ადამიანებისათვის გადასამზადებელი კურსების ჩატარებას აპირებს. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს ამის არ სჯერა.
პარვიზ გეიდაროვი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან აზერბაიჯანმა 50 მილიარდი მანათი (დაახლოებით 33$ მილიარდი) რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე დახარჯა. მისი თქმით, შედეგები არაერთგვაროვანი იყო. გეიდაროვი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთავრობას ფინანსების გამოყოფის საშუალება აღარ აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც Brent-ის მარკის ნავთობზეც კი ბარელის ფასი 33$-ზე დაბლა ჩამოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი ნავთობის ორი წლისწინანდელ საშუალო ფასს 70%-ით ჩამოუვარდება.
იანვარში აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოეწყო. დემონსტრანტები ქუჩაში მანათის დევალვაციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა სასოფლო-სამეურნეო სფეროში(სადაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 37%-ია დასაქმებული) ახალ ინიციატივებს განიხილავს. ამავე საკითხზე აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს უკრაინასთან, ჩინეთთან და იაპონიასთან აწარმოებს.
სულ ცოტა ხნის წინ კი, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, აზერბაიჯანის ერთ-ერთ რეგიონში რძის საწარმო გაიხსნა, რომელიც, სავარაუდოდ, 1200 სამუშაო ადგილს შექმნის. ასევე გაფართოებას აპირებს შაქრის მწარმოებელი ქარხანაც.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები