ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს, ამას არ ველოდით, გაგვიკვირდა — ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალი წლის მილოცვა სამძიმრით დაიწყო.
"ეს წელი უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ამ ურთულეს პერიოდში დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი თუ მეგობარი", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და შიში ჩაგვინერგა, თუმცა, ამავე დროს, დაგვანახა, რომ გადარჩენა სოლიდარობით, ერთმანეთის ნდობითა და გაფრთხილებით შეიძლება.
"პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა დაავადების დამარცხების ერთადერთი გზაა", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მისალოც სიტყვაში რამდენიმე თემას შეეხო. პირველ რიგში, მან ჯანდაცვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც, მისი თქმით, ვერ გაუძლო საქართველოზე უფრო ძლიერმა ქვეყნებმა.
"ეპიდემიოლოგიები, ექიმები, ექთნები, სასწრაფოს მუშაკები - ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ, უშუალოდ განიცადეს ყველა დარტყმა და დანაკარგი. მათ შორისაც დიდია მსხვერპლი. თუმცა, იმავდროულად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის პროფსიონალები და ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო იმას, რასაც ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. ამას არ ველოდით და გაგვიკვირდა", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა პოლიციისა და სამხედროების როლს, პანდემიის მართვის პროცესში.
"აქაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორი თავდადებითა და რა ეფექტურად გაართვეს მათ თავი ამ ურთულეს და უჩვეულო სიტუაციებს", — ამბობს პრეზიდენტი.
მისი თქმით, კარანტინმა განსაკუთრებული ზიანი ტურიზმის სფეროს მიაყენა.
"მსოფლიო კარანტინმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, კერძოდ, ტურისტულ სფეროს. თუმცა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციამ ბევრ ოჯახს მისცა საშუალება საქართველო ხელახლა აღმოეჩინა. ბევრს სოფლად დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ამით ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ შევხიდებოდით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა განათების სფეროზეც.
"განათლების სფეროში - ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა. ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა — გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი", — განაცხადა მან.
ზურაბიშვილი შეეხო კულტურის სფროსაც.
"დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს", — აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი სფერო, რომელიც პანდემიამ ვერ დააზიანა პოლიტიკაა. მას, ამის დამამტკიცებელ არგუმენტად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მოჰყავს.
"შედგა პარლამენტი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო თემა, რომელზეც სალომე ურაბიშვილმა 2021 წლის მისალოც გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება ოკუპაციაა. მისი თქმით, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა.
"ურთულესი პირობების მიუხედავად, ოკუპაციისა და მძიმე რეგიონალური კონფლიქტების მიუხედავად, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და შეინარჩუნა სტაბილურობა, მდგრადობა, აქვს საკუთარი თავის იმედი და სხვებსაც არაერთგზის აჩვენა, რომ ასე მარტივად არ ნებდება", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები