Xiaomi სმარტფონებს დამტენის გარეშე გაყიდის
წელს iPhone 12 გამოვიდა, რომელსაც ყურსასმენები და დამტენის თავი არ მოჰყვება. თუმცა, Apple აღარაა ერთადერთი ბრენდი, რომელიც, გარემოზე ზრუნვის მიზნით, თავის უკანასკნელ ფლაგმანს ადაპტერის გარეშე გაყიდის.
როგორც Reddit-ზე აღნიშნეს, Xiaomi-მ განააცხადა, რომ მათი შემდგომი მოდელი — Mi 11-ის შეფუთვაში დამტენი აღარ იქნება. ამ ნაბიჯის მიზეზი ჩვენთვის უკვე ცნობილია — ბევრ ადამიანს უკვე აქვს ძველი დამტენი, ახალი შეფუთვა კი პასუხობს მოთხოვნას "ეკოლოგიურად უფრო სუფთა" მოწყობილობაზე, რომელსაც შედარებით პატარა შეფუთვა ექნება და ნაკლებ ნარჩენს შექმნის.
კომპანიაში იმასაც აცნობიერებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი მხარეც აქვს, ვინაიდან იგი ზოგიერთი სავარაუდო მყიდველის შემთხვევაში, შესაძლოა, არაგონივრული აღმოჩნდეს.
კრიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ ამ განცხადებას. გარდა იმისა, რომ შეფუთვიდან დამტენის ამოღება გარემოს მიმართ მეგობრული გადაწყვეტილებაა, იგი Xiaomi-ს ხარჯების დაზოგვაშიც დაეხმარება. კომპანია, ამ ნაბიჯის დახმარებით, შეძლებს მოგების გაზრდას. ამაში კი განსაკუთრებით ის მომხმარებლები შეიტანენ წვლილს, რომლებიც ორიგინალ დამტენს ყიდულობენ და ის ადამიანებიც, რომლებსაც უკვე აქვთ Xiaomi-ს დამტენი. ის, რომ ეს სმარტფონი ძალიან სწრაფად იტენება, უპირატესობას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ მომხმარებელს კარგი ადაპტერი აქვს. სხვა შემთხვევაში, ამ ფუნქციით ვერ ისარგებლებთ.
ამ სიახლეს, ალბათ, დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ისეთი ადგილებში, სადაც Xiaomi-ს მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. თუმცა, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ 2021 წელს გაგიჭირდებათ ისეთი ფლაგმანის მოძებნა, რომელიც შეფუთვაში ადაპტერსაც მოიცავს. როგორც ჩანს, ყუთიდან ადაპტერის ამოღების ტრენდს სხვა ბრენდებიც გაიზიარებენ.
ასევე იხილეთ: როგორ გვეხმარება iPhone 12-ის შეფუთვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები