კობახიძის თქმით, რთული დასაჯერებელია, რომ ISFED-ის ხარვეზი ადამიანური შეცდომაა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთული დასაჯერებელია, რომ ISFED-ის ხარვეზი იყო ადამიანური შეცდომა.
"როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას [ISFED] აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა, ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს და ამას უხეშად დაუბალანსებელი შედეგით აქვეყნებს, ძლიან რთული დასაჯერებელია, რომ აგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა", — აცხადებს კობახიძე
გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ ორგანიზაციამ დღმდე არ წარადგინა სააჩევნო უბნების 8%, რომელშიც მათი მტკიცებით, გამოვლენილია დისბალანსი. კობახიძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას არათუ ერთი, არამედ ორი ხარვეზი აქვს და რთულია თავს დააჯერო, რომ ეს ადამიანური შეცდომაა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ დღეს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებს.
პატარაიას თქმით, ხარვეზის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე ფლობდა, ხოლო მასთან დაკავშრებით გადაწყვეტიელბას ელენე ნიჟარაძე იღებდა. რაც შეეხება ნიჟარაძის პოზიციას, თუ რატომ არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია მაშინვე, პატარია განმარტავს, რომ რამდენადაც იგი ხვდებოდა თუ რა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებასთან ამაზე კომუნიკაცია, მისი აზრით, რადგანაც ცდომილება გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, ნიჟარაძემ გადაწყვიტა, რომ აუდიტის დასრულებამდე გადაედო, გადაემოწმებინა ყველა სხვა მონაცემი და გამოექვეყნებინა შუალედურ ანგარიშთან ერთად.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებდა.
ხმების პარალელური დათვლის შემდეგ, როცა ISFED ცდომილებაზე საუბრობდა, ცნობილი გახდა, რომ პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ინფორმაცია ამის შესახებ ISFED-მა გაავრცელა და ხმების პარალელური დათვლის ხელახალი შედეგები გამოქვეყნა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე გვაქვს უკანონო ქმედებებთან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ქართულმა ოცნებამ "უკანონოდ ან მიყურადების" ფორმით იცოდა და ოპოზიციას "მახეს უგებდა". ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.
ელენე ნიჟარაძე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უარყოფს, თუმცა არ იცის საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია ხარვეზთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ფარულ მიყურადებასთან გვქონდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ISFED-ის განცხადების შემდეგ, მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
ამავე თემაზე:
- ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება — ISFED-ის ხელმძღვანელი PVT-ს შედეგებზე
- კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! — თეა წულუკიანი ISFED-ზე
- არ ვიცი, "ოცნებაში" საიდან მიიღეს ამაზე ინფორმაცია — ნიჟარაძე პარალელურ დათვლაზე
- იმედია, ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად გვაცხადებდნენ, გაიაზრებენ, რომ სიმართლე არ იკარგება — ჟვანია
- საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია — კობახიძე ISFED-ის დათვლებზე
- ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა — კობახიძე ISFED-ზე
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
კომენტარები