ილონ მასკი ამბობს, რომ Apple-მა უარი თქვა Tesla-ს შეძენაზე
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიური გიგანტი Apple გეგმავს თვითმართვადი სამგზავრო მანქანის წარმოებას, რომელიც 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი. პროექტი, სახელწოდებით Project Titan, პირველად, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა 6 წლის წინ დაამტკიცა. ჭორები Apple–ის მიერ ავტომობილების შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით, 2015 წელს გავრცელდა. მას შემდეგ, პროექტი მკაცრად ინახებოდა.
Apple-ის, ამბიციური გეგმები საავტომობილო სფეროში, მხოლოდ თვითმართვადი ავტომობილების შექმნას არ მოიცავს. Reuters-ის თანახმად, კომპანია მუშაობს ახალ ელემენტზე, რომელსაც შეეძლება "რადიკალურად" შეამციროს ბატარეების ღირებულება და გაზარდოს მუშაობის დრო.
Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, Twitter–ის საშუალებით საოცარი განცხადება გააკეთა, ბიზნესმენმა ორ კომპანიას შორის არსებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.
მასკმა გაიხსენა დრო, როდესაც ის ცდილობდა Apple დაეყოლიებინა ახალდაბადებული კომპანიის — Tesla-ს შეძენაზე.
"Tesla Model 3-ის ყველაზე ბნელ და მძიმე დღეებში, მე მივედი ტიმ კუკთან, რათა განგვეხილა Apple-ის მიერ Tesla-ს შეძენის შესაძლებლობა (ჩვენი ამჟამინდელი ღირებულების 1/10-ად)", — წერს მასკი მის Tweet-ში.
Tesla Model 3-ს მოუწია წარმოების უამრავი გამოწვევის დაძლევა. სედანს შეექმნა რამდენიმეწლიანი შეფერხებები, კომპანია ცდილობდა წარმოების მასშტაბის გაზრდას საკმარისად სწრაფად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მასკი კომპანიის ქარხანაში დივანზეც კი ათევდა ღამეებს.
მაგრამ კუკმა "შეხვედრაზე უარი თქვა", — ამბობს მასკი.
მასკმა ასევე შეაფასა Reuters–ის ინფორმაცია, რომ Apple გამოიყენებს შემდეგი თაობის ბატარეას. მასკის აზრით, Tesla-მ მსგავსი ტექნოლოგია უკვე დანერგა თავის მანქანებში.
"ტესლა უკვე იყენებს რკინის ფოსფატს მანქანებისთვის, რომელიც დამზადებულია ჩვენს შანხაის საწარმოში", — წერს მასკი.
"მონოუჯრედი ელექტროქიმიურად შეუძლებელია, რადგან მაქსიმალური ძაბვა ძალიან დაბალია", — დასძინა მან. "იქნებ ისინი გულისხმობდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ უჯრედებს, მაგალითად ჩვენი სტრუქტურული ელემენტის შეკვრას?"
კომენტარები