თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ გაიმართება — ნახეთ პროგრამა
ფოტო: CMC Pictures / Vision Distribution / Schramm Film
შემოდგომის მიწურულს ქართველი კინომოყვარულები განსაკუთრებულად ელიან: ეს ის დროა, როცა თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად იმართება და ამ კინოს დღესასწაულზე ათასობით გულშემატკივარი კინოთეატრებში იყრის თავს, რათა დიდ ეკრანზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კინოს წლის მნიშვნელოვანი ნამუშევრებით დატკბეს და შეაფასოს.
წელს, სამწუხაროდ, ეს ბევრისთვის საყვარელი ფორმატი შექმნილმა გარემოებამ რადიკალურად შეცვალა: ფესტივალი გაიმართება, ოღონდ ონლაინ პლატფორმაზე. მართალია, წლევანდელი საფესტივალო ფილმების ყურება მცირე ეკრანზე მოგვიწევს, თუმცა სანაცვლოდ მათი ხილვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ გასული წლის გამორჩეული კინოსურათები იხილონ.
თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს იწყება ინდუსტრიული დღეებით (ვორქშოფები, მასტერკლასები და პანელური დისკუსიები Zoom-ის საშუალებით), 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კი კინოჩვენებები ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე გაიმართება.
წელს სულ 20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: მსოფლიო კინო და დამზადებულია გერმანიაში — პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი — 4. მათ შორისაა წლევანდელი ბერლინალეს პრიზიორი ფილმებიც: ცუდი ზღაპრები, რომელიც საუკეთესო სცენარის მქონე კინოსურათად დასახელდა და ქალი, რომელიც გაიქცა, რომლის კორეელი შემოქმედიც სან-სუ ჰონი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
სრული პროგრამა ასე გამოიყურება:
- A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს (რეჟ: ელიზა პეტკოვა);
- Another Round / თრობა (რეჟ: თომას ვინტერბერგი);
- Apples / ვაშლები (რეჟ: ხრისტოს ნიკუ);
- Bad Tales / ცუდი ზღაპრები (რეჟ: ფაბიო და დამიანო დ’ინოჩენცო);
- Charlatan / შარლატანი (რეჟ: აგნიეშკა ჰოლანდი);
- Conference / კონფერენცია (რეჟ: ივან ტვერდოვსკი);
- Delete History / ისტორიის წაშლა (რეჟ: ბენუა დელეპინი, გიუსტავ კერვერნი);
- Father / მამა (რეჟ: სრდან გოლუბოვიჩი);
- I Am Greta / მე გრეტა ვარ (რეჟ: ნათან გროსმანი);
- Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე (რეჟ: ვერო კრატცბორნი);
- Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში (რეჟ: ამოს გიტაი);
- Memory House / მოგონებების სახლი (რეჟ: ჟოაუ პაულუ მირანდა მარია);
- Model Olimpia (რეჟ: ფრედერიკ ჰამბალეკი);
- Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს (რეჟ: მარგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი);
- Siberia / ციმბირი (რეჟ: აბელ ფერარა);
- Sisters Apart / ცეცხლში (რეჟ: დაფნე ხარიზანი);
- Summer of ’85 / 1985-ის ზაფხული (რეჟ: ფრანსუა ოზონი);
- The Roads Not Taken / უვალი გზები (რეჟ: სალი პოტერი);
- The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა (რეჟ: სან-სუ ჰონი);
- Undine / უნდინე (რეჟ: ქრისტიან პეცოლდი).
უფრო ვრცლად უახლოეს დღეებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ თვალი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე მიადევნოთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები