შვეიცარულმა კომპანი ClearSpace-მა ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან 102 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი დადო. ამ დაფინანსებით კომპანია 2025 წელს დედამიწის ორბიტაზე სპეციალიზირებულ თანამგზავრს გაგზავნის, რომელიც ორბიტას კოსმოსური ნაგვისგან გაწმენდს.

ამ დროისათვის, დედამიწის გარშემო ათასობით უმოქმედო თანამგზავრი და ნარჩენი ტრიალებს, რომელიც კოსმოსური ფრენების შემდგომ შემორჩა. კოსმოსური ნაგავი სხვადასხვა ფრენებისა და ორბიტაზე მყოფი ასტრონავტებისთვის მზარდი საფრთხეა.

ClearSpace-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მომდევნო წლებში ასობით და ათასობით ხელოვნური თანამგზავრის გაშვება იგეგმება, რაც კოსმოსურ დაბინძურებას სერიოზულად გაზრდის.

2025 წლისთვის, თანამგზავრი CleasSpace-1, კოსმოსური ნაგვის მოგროვების შემდეგ, უფუნქციო რაკეტა Vespas-ს მიემაგრება, რომელიც 112 კილოგრამს იწონის და დედამიწის ორბიტაში შემოიყვანს მას, რის შედეგადაც ის მალევე აალდება. ეს მისია მხოლოდ დასაწყისი იქნება და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ კოსმოსის "გაწმენდის" სამუშაოები გახშირდება.