10 ფაქტი ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ
ფოტო: Getty
გუშინ, 25 ნოემბერს, ფეხბურთის სამყაროში ძალიან სევდიანი დღე იყო — დიეგო მარადონა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
კლუბში და ნაკრებში მან ჯამში 581 მატჩი ითამაშა და 293 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ჯადოქარმა, რომელსაც მთელი მსოფლიო მისი განუმეორებელი დრიბლინგით იცნობს, განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მან 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ქვეყანას გამარჯვება მოუპოვა.
ჰოდა, ზუსტად ვინ იყო დიეგო მარადონა? და რატომ უყვარს ის ამდენ ადამიანს? წარმოგიდგენთ 10 ფაქტს დიეგო მარადონას შესახებ:
1. ის არგენტინაში ღარიბ ოჯახში დაიბადა
დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში. ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა პატარა გარეუბან ვილა-ფიორიტოში, სადაც ის შვიდ დედმამიშვილთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში.
მისი ბავშვობა გაჭირვებით იყო დამძიმებული, სანამ მის ცხოვრებაში ფეხბურთი გამოჩნდებოდა.
2. პროფესიონალური დებიუტი 15 წლისას ჰქონდა
მარადონას ნიჭი სკაუტმა ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, როცა ის 8 წლის იყო. უკვე 12 წლისა ის პირველი დივიზიონის მატჩების შესვენებების დროს მაყურებლებს თავისი ფინტებით ართობდა.
1976 წლის 20 ოქტომბერს მას Argentinos Juniors-ში პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა — 10 დღით ადრე, სანამ 16-ის გახდებოდა. პროფესიონალური დებიუტი ასეთი ადრეულ ასაკში ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს, ყველაზე ნიჭიერებსაც კი.
ის, როგორც წესი, მეორე თავდამსხმელის ან თავდამსხმელების უკან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის ცნობილი იყო მოედნის ხედვით, ბურთის გასაოცარი ფლობით, პასებითა და, რაც მთავარია, მისი განუმეორებელი დრიბლინგით.
ამიტომაც გასაკვირი არ იყო, როდესაც მას არგენტინის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 16 წლისას ჰქონდა.
3. ის ბარსელონას პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდის რეალის ფანებმა ტაში დაუკრეს
1983 წელს მადრიდის რეალთან მატჩის დროს მარადონა გახდა ბარსელონას პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის რეალის ფანებმა სტადიონზე ტაში დაუკრეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან, აი, ეს შეუდარებელი გოლი გაიტანა:
4. მან 1986 წელს არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა
მარადონას ბევრი საუცხოო პერფორმანსი ჰქონია, თუმცა ლეგენდის სტატუსი მას განსაკუთრებით მას შემდეგ მიენიჭა, რაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მთელი თავისი ვირტუოზულობა გამოავლინა.
იმ დროს 26 წლის მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო და მან ტურნირზე ყოველი მატჩის ყოველი წუთი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ფინალში ის თავის ქვეყანას გაუძღვა და გერმანიის 3:2-ით დამარცხების შემდეგ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოაპოვებინა.
5. მარადონამ "საუკუნის გოლი" გაიტანა
სწორედ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა მარადონამ ის გოლი, რომელიც ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის ყველა დროის საუკეთესო გოლია. ეს ინგლისთან მატჩში მოხდა, რომელიც არგენტინამ 2:1 მოიგო, ორივე გოლი კი მარადონამ გაიტანა.
მატჩის ერთ მომენტში მარადონამ ბურთის თავის ნახევარზე მიიღო, შემოტრიალდა და მოედნის ნახევარზე მეტი გაირბინა, გასცდა ხუთ ინგლისელ ფეხბურთელს, შემდეგ კი ფინტით მეკარეც მოატყუა და ბურთი კარში შეაგდო:
მოგვიანებით FIFA-მ ის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გოლად დაასახელა, ფანებმა კი მას "საუკუნის გოლი" უწოდეს.
6. მან ერთხელ გოლის გატანა ხელითაც კი მოახერხა
შესაძლოა, ფეხბურთის გულშემატკივარი არ იყოთ, მაგრამ, ალბათ, სპორტის სახელიდანაც მიხვდებით, რომ თამაშისას ხელის გამოყენება არ შეიძლება.
მიუხედავად ამისა, მარადონამ ეს მაინც მოახერხა, თანაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თამაშში — კერძოდ კი, ინგლისთან იმავე მატჩში, რომელშიც მან "საუკუნის გოლი" გაიტანა.
იმ ჯადოსნურ გოლამდე ოთხი წუთით ადრე ინგლისის ნაკრების მცველმა ბურთი შემთხვევით თავის საჯარიმოში ჩააბრუნა და მეკარისკენ გაგზავნა, მარადონამ კი ბურთზე იბრძოლა და ჰაერში თითქოს თავით შეეხო, თუმცა გამეორებაზე ჩანს, რომ, სინამდვილეში, მან გოლი მარცხენა ხელით გაიტანა:
ინგლისის ფანები მსაჯის ამ შეცდომამ ძალიან გააბრაზა, თუმცა დანარჩენ სამყაროს ამ დარღვევისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგენ ეს მარადონა იყო. როდესაც რეპორტიორებმა მას გოლის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ცოტათი მარადონას თავით, ცოტათი ღმერთის ხელით".
ასე შეერქვა ამ გოლს "ღმერთის ხელი".
7. მარადონამ ერთხელ ჟურნალისტებს პნევმატური იარაღიდან ესროლა
მართალია, მოედანზე მის პერფორმანსს ყველა ძალიან აფასებდა, მაგრამ მოედანს გარეთ მარადონას მისი ტემპერამენტისა და კონფლიქტური ქცევის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.
ცნობადობის გამო წლების განმავლობაში რეპორტიორების ყურადღების ცენტრში ყოფნის შემდეგ მარადონას ერთხელაც ყელში ამოუვიდა და მან ჟურნალისტებს პნევმატური იარაღიდან ესროლა იმ მოტივით, რომ ისინი მის პირად სივრცეში იჭრებოდნენ.
ამის შედეგად მას 1998 წელს 2 წლითა და 10 თვით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
8. მას ჯანმრთელობისა და ადიქციის ბევრი პრობლემა ჰქონდა
პრესასთან პრობლემურ ურთიერთობასთან ერთად მარადონას 20 წლის განმავლობაში კოკაინზე დამოკიდებულების პრობლემაც ჰქონდა. საბოლოოდ ამან მის საფეხბურთო კარიერაზეც იმოქმედა, როდესაც 1992 წელს კოკაინზე შემოწმების წარუმატებლად გავლის შემდეგ მას 15 თვით აეკრძალა თამაში. ორი წლის შემდეგ, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარადონამ მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა, მერე კი, ეფედრინის დოპინგის ტესტის ვერგავლის შემდეგ, ის სახლში გაუშვეს.
ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილებამ, არაჯანსაღმა კვებამ, წვეულებებით სავსე ცხოვრების სტილმა და ნარკოტიკების გამოყენებამ მისი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანა. 2005 წელს არგენტინელს კუჭის შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა, 2007-ში კი ხელახლა მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჰეპატიტისა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ეფექტების გამო.
9. ის წარმატებული ტვინის ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში გულის შეტევით გარდაიცვალა
ნოემბრის პირველ კვირაში მარადონას ტვინში არსებული თრომბის გამო სუბდურალური ჰემატომას ოპერაცია გაუკეთდა და ის წარმატებით დასრულდა. ის ცოტა მეტი ხნით დატოვეს საავადმყოფოში, რადგან ალკოჰოლისთვის თავის დანებების პროცესთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ის გამოწერეს.
სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის შემდეგ მარადონამ ბუენოს-აირესში, თავის სახლში, გულის შეტევა მიიღო და გარდაიცვალა. ტრაურში მყოფმა ქალაქის მცხოვრებლებმა ბუენოს-აირესის ქუჩები გაავსეს, რადგან მათი ქვეყნის ყველაზე დიდი ვარსკვლავი მათთან აღარ იყო.
10. ბევრისთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება
მართალია, ფეხბურთის გულშემატკივრები დავობენ, არის თუ არა პელე, კრიშტიანუ რონალდუ ან არგენტინელი ლეო მესი მარადონაზე უკეთესი, ეჭვგარეშეა, რომ მარადონა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამ განხილვაში კუთვნილ ადგილს იკავებს.
პელესთან ერთად მარადონა 2000 წელს FIFA-ს საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2017 წელს FourFourTwo-მ ის "100 საუკეთესო მოთამაშის" სიაში პირველ ადგილზე დააყენა.
ერთ დღეს ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ.
ლეგენდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან მას სოციალურ ქსელში გამოემშვიდობნენ.
ბარსელონას ვარსკვლავმა ლეო მესიმ ინსტაგრამზე დაწერა: "ძალიან სამწუხარო დღეა არგენტინისა და ყველა ფეხბურთელისთვის. ის გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო მარადიულია".
"დღეს მე მეგობარს ვემშვიდობები, სამყარო კი — მარადიულ გენიოსს; ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო, შეუდარებელ ჯადოქარს. ძალიან მალე წავიდა ჩვენგან, თუმცა უსაზღვრო მემკვიდრეობა და შეუვსებელი სიცარიელის განცდა დაგვიტოვა. მშვიდად განისვენე, ოსტატო. არასდროს დაგვავიწყდები", — დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ ტვიტერზე.
პელე კი მარადიულ ლეგენდას ასე გამოემშვიდობა: "ერთ დღეს ცაში ბურთს ერთად გავაგორებთ".
ამავე თემაზე:
-
მართვის მოწმობის აღება მარტივდება მართვის მოწმობის აღება მარტივდება
გადახედვა
-
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მთავრობის დადგენილებით, სახლ-მუზეუმები მწერალთა სახლის მმართველობის სფეროში ექცევიან მთავრობის დადგენილებით, სახლ-მუზეუმები მწერალთა სახლის მმართველობის სფეროში ექცევიან
გადახედვა
-
ComCom-მა ტელეკომპანია "ფორმულა" ₾2 500-ით დააჯარიმა ComCom-მა ტელეკომპანია "ფორმულა" ₾2 500-ით დააჯარიმა
გადახედვა
-
22 მაისს მეგარაკეტა Starship V3-ს გაუშვებენ — როგორ ვუყუროთ 22 მაისს მეგარაკეტა Starship V3-ს გაუშვებენ — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: თეთრიწყაროს მერიის 2 თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს საგამოძიებო სამსახური: თეთრიწყაროს მერიის 2 თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
გადახედვა
-
PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად
გადახედვა
-
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
-
ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ოკუპირებულ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი დღეს დაკრძალეს ოკუპირებულ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი დღეს დაკრძალეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
გადახედვა
-
"ლელო — ძლიერი საქართველო" "მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრს" ქმნის "ლელო — ძლიერი საქართველო" "მოქალაქეების მხარდაჭერისა და კოორდინაციის ცენტრს" ქმნის
გადახედვა
-
Meta-მ 8000 თანამშრომელი გაათავისუფლა Meta-მ 8000 თანამშრომელი გაათავისუფლა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, ეს იქნება წინააღმდეგობა დღევანდელ რეჟიმთან, რომელსაც დაერქმევა არჩევნები სალომე ზურაბიშვილი: არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება, ეს იქნება წინააღმდეგობა დღევანდელ რეჟიმთან, რომელსაც დაერქმევა არჩევნები
გადახედვა
-
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
-
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს — მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს — მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
-
Kingdom Come-ის სტუდია ბეჭდების მბრძანებლის როლურ თამაშს ამზადებს Kingdom Come-ის სტუდია ბეჭდების მბრძანებლის როლურ თამაშს ამზადებს
გადახედვა
-
რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
გადახედვა
-
ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, EU-სკენ მიმავალ გზას — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ, EU-სკენ მიმავალ გზას — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა აზრების წარმოქმნის ნეირონული სისტემა აღწერეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა აზრების წარმოქმნის ნეირონული სისტემა აღწერეს
გადახედვა
-
რადიოსადგურმა, რომელმაც შეცდომით ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა, ბოდიში მოიხადა რადიოსადგურმა, რომელმაც შეცდომით ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა, ბოდიში მოიხადა
გადახედვა
კომენტარები