ალეკო ელისაშვილი

21 Nov. 2020, 19:57

მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვარ — მანამდე წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ახლა ჯაჯგურია ქუჩაში, ისე მეამაყება რაშიც ვმონაწილეობ... ვიცი, დრო რომ გავა და რომ შემოვბრუნდებით, რომ დავბერდებით, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიქნები, რომ ვიყავი ჩართული იმ ბრძოლაში, რომელიც საერთო ჯამში სანდო და პატიოსან არჩევნებს, საარჩევნო წესის და ტრადიციის დამკვიდრებას მოუტანს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ეს მამხნევებს, ძალას მაძლევს. არ მინდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიდგები და ვიბრძოლებ ქუჩაში, იმიტომ რომ ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი. რაღაცა პროცენტებისთვის და მანდატებისთვის კი არ ვიბრძვით, ვიბრძვით უკეთესი ქვეყნისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, სადაც არჩევნებს ექნება შინაარსი. ხოდა, ფრთას მასხამს ეს ამბავი რა... ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ არის ქუჩაში დგომა და პროტესტი, პირიქით, პარლამენტში რომ შევალ, დავიბნევი თავიდან ბრინჯივით, იმიტომ რომ არ ვიცი წესიერად რეგლამენტი, ახლა ვზივარ და რაღაცებს ვკითხულობ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ადვოკატი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. როგორც ადვოკატი…