უბნებზე სირცხვილის დერეფნების მოწყობა სცდება გამოხატვის თავისუფლებას, მოვახდენთ რეაგირებას — შსს
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნების მოწყობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება და შეიცავს სისხლის სიმართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კახა საბანაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ამას გააკეთებს, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებზე სირცხვილის დერეფნების მოწყობა, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის კანონით დადგენილ ჩარჩოებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა თავისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას და იქნება შესაბამისი პროცედურები წარმართული", — განაცხადა საბანაძემ.
მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
"პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", — განაცხადა საბანაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული. ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს, რადგან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.
15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ. მისი ეს პოზიცია გააკრიტიკეს პარტიის ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა. ამ იდეას არ იზიარებენ არც ოპოზიციურ ერთობაში შემავალი სხვა პარტიები. მოგვიანებით, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში განმარტეს, რომ "სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არა ამომრჩევლებითვის".
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია — მინისტრი
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
კომენტარები