ფულის მომავალი — უნაღდო ანგარიშსწორება?
გლობალური პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რამ იცვლება. პანდემია მომხმარებლების ქცევასაც შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ ვიხდით ფულს. ჩნდება კითხვა, ეს ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურობაში დარჩება? ფაქტია, ადამიანები უნაღდო გადახდას სულ უფრო ხშირად მიმართავენ. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მომავალზე.
რა იცვლება?
დიდ ბრიტანეთში, პანდემიის დაწყებამდე, ფულის ფიზიკური გამოყენება რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე იყო. 2019 წელს ბრიტანეთში ფულადი გარიგებების მხოლოდ 23 პროცენტი განხორციელბდა ნაღდი ფულით.
კორონავირუსმა ეს ცვლილებები კიდევ უფრო დააჩქარა. დღეს ნაღდი ფული შეიძლება ვირუსის გადამტანად მოგვევლინოს. ამიტომ, ადამიანები ფულის ფიზიკურ გამოყენებას ერიდებიან. ამის კარგი ალტერნატივაა უკონტაქტო ბარათები.
პანდემიამ ევროპაში უკონტაქტო გადახდის მაქსიმალური ლიმიტიც გაზარდა. ბრიტანეთში უკონტაქტო გადახდის ლიმიტი 30 გირვანქა სტერლინგიდან 45 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.
შენარჩუნდება თუ არა მსგავსი ცვლილებების ტენდენცია, ჯერ ზუსტად თქმა რთულია. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები კიდევ უფრო დაჩქარდება.
დიდ ბრიტანეთში ზრდასრულთა 14 პროცენტი, ამბობს, რომ ნაღდ ფულს საერთოდ აღარ მოიხმარს. ხოლო 16 პროცენტი გამოთქვამს სურვილს იცხოვროს სამყაროში, სადაც ნაღდი ფული მოხმარებაში აღარ იქნება.
ამასთან, ბიზნესებიც ერიდებიან მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. მაგალითისთვის, ივნისში Square-ის მომხმარებლის 31 პროცენტი უნაღდოდ იხდიდა, როცა იანვარში იგივე მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო.
უნაღდო ანგარიშსწორების საფრთხეები
- ფინანსური გამოთიშვა
არ შეგვიძლია უგულებელვჰყოთ ის ფაქტი, რომ ფულის ფიზიკური გამოყენების შემცირება არაპროპორციულად უარყოფითად აისახება საზოგადოების ყველაზე დაუცველ სეგმენტებზე.
მოხუცები — ხანდაზმული ადამიანები ნაკლებად ერკვევიან ელექტრონულ გადახდებში, შესაბამისად, ნაკლებად ენდობიან მას. თუ ელექტრონული გადახდები უალტერნატივო საშუალებად იქცა, შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე.
შეიძლება ბევრი იყოს ისეთი, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს და სმარტფონის შეძენა არ შეუძლია. ამიტომ, მათ ფულის ნაღდი ანგარიშსწორებით გამოყენება უწევთ. ამასთან, მოხუცების ნაწილს ელექტრონილი გადახდების განხორციელება შეიძლება უფრო გაუჭირდეთ, ვიდრე ეს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას. მაგალითად, მხედველობის დაქვეითების გამო, ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს პატარა ეკრანის გამოყენება.
- ტექნოლოგიური სირთულეები
უნაღდო ანგარიშსწორება აუცილებლად ნიშნავს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას. ეს მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ ხელმისაწვდომობას. თუმცა, არის სავაჭრო ობიექტები, რომლებიც უშუალოდ შენობებში არ არის განლაგებული.
კიდევ უფრო დიდი პრობლემაა დაბალი ხარისხის კავშირი. ვის არ უნახავს რესტორნის თანამშრომელი, რომელიც ტერმინალით მოძრაობს უკეთესი სიგნალის მისაღებად. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც რესტორანში ადამიანებს ატყობინებენ, რომ wi-fi დროებით გათიშულია და ნაღდი ფულით უნდა გადაიხადონ.
ამასთან, რა უნდა ქნას უსახლკარო ადამიანმა, რომელიც დახმარებას ნაღდი ფულით იღებს.
გადაწონის დადებითი უარყოფითს?
მომხმარებლები — ბევრი მომხმარებელი, შემდეგი ბენეფიტების გამო, უკვე გადასულია უნაღდო ანგარიშსწორებაზე.
- ასე უფრო ჰიგიენურია, ვიდრე ფიზიკური ფული, რომელიც იდეალური გამტარია მიკრობებისთვის;
- ელექტრონული გადახდები ხშირად უფრო სწრაფია. ტელეფონით და ბარათით გადახდა ხდება ერთი ხელის მოძრაობით. გარდა ამისა, აღარ არის საჭირო ფულის გადათვლა;
- დიდი თანხის ტარება აღარ გიწევს;
- ელექტრონული გადახდები მომხმარებელს ბიუჯეტირებაში ეხმარება, რადგან ბარათის ტრანზაქციის ჩანაწერები გაერთიანებულია და მათზე მარტივია წვდომა აპის ან ინტერნეტის საშუალებით;
- უნაღდო ოპერაციები ამცირებს სხვა პირთან მჭიდრო კონტაქტის საჭიროებას — ეს არის მთავარი უპირატესობა კორონავირუსის პანდემიის დროს.
ბიზნესი
ბიზნესი სულ უფრო და უფრო კარგად ხედავს უნაღდო გადახდების სარგებელს.
- უფრო სწრაფი ტრანზაქციები საშუალებას აძლევს მაღაზიებს, ნაკლებ დროში უფრო მეტ მომხმარებელს მოემსახურონ. ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებას ნაკლები პერსონალი სჭირდება;
- თანამშრომლები და კომპანიები უფრო დაცულები არიან. თანამშრომლებს აღარ უწევთ დიდი თანხების გადატანა დეპოზიტზე;
- ვაჭრობის დროს, ფულის გადათვლის შეცდომები მცირდება. შესაბამისად, ფულის მოძრაობის მართვა უფრო ადვილდება;
- უკონტაქტო გადასახადები იცავს პერსონალს ჰიგიენის თვალსაზრისით - ეპიდემიის გავრცელებას ბიზნესის სერიოზულად დაზიანება შეუძლია.
სად მივდივართ?
პანდემიის პერიოდში უნაღდო ანგარიშსწორების მქონე ბიზნესის ნაწილი დარჩება ისე როგორც ახლაა, განსაკუთრებით მეორე ტალღის გაჩენისას. ხოლო, მომხმარებელთა ის ნაწილი, რომლებმაც გადახდების ახალ საშუალებებს მხარი აუბეს, კვლავ ასე გააგრძლებენ.
თუმცა, ეკონომიკური არეულობისა და კრიზისის დროს, ადამიანებს ფულის ფიზიკურად შენახვა ურჩევნიათ. როგორც ეს მოხდა 2007 წელს, საბანკო კრიზისის დროს. მიუხედავად ამისა, უნაღდო ანაგარიშსწორება 2007 წლის შემდეგ დრამატულად გაიზარდა და სავარაუდოა, რომ ადამიანები კვლავ ელექტრონულ გადახდებზე იქნებიან ორიენტირებულნი.
იმედისმომცემია, რომ რეცესიები ინოვაციებს იწვევს. ფინტექი იყო ის სფერო, რომელმაც 2008 წლის კრიზისის დროს სიახლე შემოიტანა. სავარაუდოა, რომ ამჯერადაც იგივე მოხდება. ყურადღება გამახვილდება ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლებიც ადამიანებს ფულის უკეთ მართვაში დაეხმარება — იქნება ეს კრედიტზე წვდომა, ბიუჯეტის შედგენა, თუ უნაღდო გადახდების ალტერნატივა, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს დასჭირდებათ.
უნაღდო გადახდის მომავალი შეიძლება გაურკვეველი იყოს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინტექის მომავალი და საჭიროება კარგად ჩანს.
კომენტარები