Space X-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4 ასტრონავტი Crew Dragon-ით გაუშვა
Space X-ის კოსმოსური ხომალდი კვირას საღამოს კოსმოსში 4 ასტრონავტის თანხლებით გაემგზავრა. NASA იმედოვნებს, რომ ეს სწორედ იმ ეპოქის დასაწყისია, როცა საერთაშორისო კოსმოსური სადგური საბოლოოდ დაკომპლექტდება საკმარისი რაოდენობის ასტრონავტებით, რომლებიც ISS-ზე იმუშავებენ.
NASA-ს ასტრონავტები — მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ უოლკერი და სოიჩი ნოგუჩი (იაპონური კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი) ამჟამად SpaceX-ის კაფსულაში, სახელად Crew Dragon არიან. ეს კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) დღეს, ამერიკის დროით 23 საათზე მიაღწევს. ეკიპაჟს ISS-მდე მისაღწევად 27 საათი დასჭირდება.
თავდაპირველად, NASA Crew Dragon-ის გაშვებას გასული კვირის შაბათს გეგმავდა და მაშინ კოსმოსურ ხომალდისთვის, ორბიტაზე განსხვავებული მდებარეობის გამო, ISS-მდე მისაღწევად 8 საათიც საკმარისი იქნებოდა, თუმცა ცუდი ამინდის გამო, რაც პირველ რიგში ქარიშხალ ეტას უკავშირდება, ხომალდის გაშვება კვირა საღამომდე გადაიდო.
კაფსულა უზრუნველყოფილია სველი წერტილით და სანამ მის მოძრაობას SpaceX-ისა NASA-ს წარმომადგენლები შესაბამისად ჰიუსტონიდან (ტექსასი) და ჰაუტორნიდან(კალიფორნია) აკვირდებიან, ასტრონომებს გამოძინებისთვისაც ექნებათ დრო.
ეს მისია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც NASA-სთვის, ასევე SpaceX-ისთვისაც, რადგან იგი პირველი სრულად გამართული საეკიპაჟო მისიაა. გარდა ამისა, 2021 წლის მაისში დაგეგმლიაია სატესტო ფრენა, რომელიც NASA-ს ასტრონავტებს — დუგლას ჰარლისა და რობერტ ბენკენს, კოსმოსურ სადგურზე გაამგზავრებს.
თუმცა, ეს კონკრეტული მისია ექსპერიმენტს არ წარმოადგენს: SpaceX-ის Crew Dragon ოფიციალურად სერტიფიცირებულია, როგორც კოსმოსური ხომალდი, რომელსაც კოსმოსში ხალხის გამგზავრება შეუძლია. მისი საშუალებით სხვადასხვა განათლებისა და ცოდნის მქონე ასტრონავტების კოსმოსში გამგზავრება შეიძლება რუტინად იქცეს. მაგალითად, ამ კონკრეტულ მისიაში ორივეს, უოლკერსაც და ნოგუჩისაც აქვს მიღებული განათლება ფიზიკის დარგში. ეკიპაჟის ერთ წევრს ევალება სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება ISS-ზე ყოფნის მანძილზე, რაც 6 თვეს მოიცავს.
მან ასევე უნდა ჩაატაროს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს მიკროგრავიტაცია ადამიანის გულის ქსოვილზე. გარდა ამისა, ექსპერიმენტატორი შეეცდება სადგურზე ბოლოკის გაზრდას, მასზე დაფუძნებით კი ჩატარდება კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს იმის შესწავლას, თუ როგორ შეიძლება საკვების გაზრდა კოსმოსში, რაც საბოლოოდ, უფრო ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების განხორციელებას უზრუნველყოფს.
ეს მისია გარკვეული დროით კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა. ამის გამო NASA იკვლევდა მის კონტაქტებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არც ერთ ეკიპაჟის წევრი არ იყო დაინფიცირებული.
NASA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონტაქტების შესწავლა გასული კვირის პარასკევს დასრულდა და რომ ეკიპაჟის წევრებს არაფერი ჰქონდათ სადარდებელი, შესაბამისად მისიის განხორციელებას წინ არაფერი ედგა. შაბათს კი მასკმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა "სავარაუდოდ კორონავირუსის საშუალო შემთხვევას" წარმოადგენს.
2011 წელს Space Shuttle პროგრამის დახურვის შემდეგ აშშ-ს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ასტრონავტები ISS-ზე გაემგზავრებინა, ამიტომ NASA იძულებული იყო, რომ ამისთვის რუსული Soyuz ხომალდი გამოეყენებინა, რომლითაც, კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, შეუძლებელი იყო კოსმოსში ერთდროულად დიდი რაოდენობით ასტრონავტების გამგზავრება და შესაბამისად, ISS-ის ლაბორატორიის დაკომპლექტება საკმარისი მკვლევრებით.
Space Shuttle პროგრამის დახურვამდე, 2009 წელს ერთხელ ერთდროულად 13 ადამიანიც კი გაემგზავრა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მას შემდეგ ამ რიცხვმა თანდათანობით იკლო 3 ადამიანამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფროდაუფრო ნაკლები ადამიანი რჩებოდა ექსპერიმენტის ჩასატარებლად და ISS-ის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ მისიით კი, ეს რიცხვი შვიდამდე გაიზრდება.
NASA–ს მიერ არჩეულ კომპანიებთან SpaceX და Boeing ფიქსირებული ფასის კონტრაქტების ღირებულებაა 2,6 და 4,2 მილიარდი დოლარია. Boeing's Starliner კოსმოსური ხომალდის გაშვება ისევ გადაიდო, რაც გასულ წელს მისიის ტესტირებისას შემჩნეულმა პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემებმა გამოიწვია, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მისი ამოქმედება მომავალი წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება.
რადგან ეს მოწყობილობები SpaceX-სა და Boeing-ს ეკუთვნის, NASA ამ შემთხვევაში მომხმარებლის როლშია, რომელიც ასტრონავტების მისიას ყიდულობს მათგან. ეს კომპანიები ასევე შეძლებენ თავიანთი მოწყობილობების გამოყენებას კოსმოსში ტურისტების, კერძო მკვლევრების, ან ნებისმიერი ადამიანის გასამგზავრებლად, რომელიც 50 მილიონს და დამატებით ბილეთის საფასურს გადაიხდის.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით Commercial Crew Program-ის პირველ დღეებში კამათის საგანს წარმოადგენდა, მაგრამ Crew Dragon-ის წარმატება შეიძლება მივიჩნიოთ NASA-ს იმ თანამშრომლების დიდ გამარჯვებად, რომლებიც იმედოვნებენ, რომ კოსმოსური სააგენტოს მიზნების შესრულებაში ეს კონტრაქტი დიდ დახმარებას გაუწევს მათ.
კომენტარები