Social Impact Award — გზა სულ არის, გახადო გარემო უკეთესი
სირთულესთან შეჯახებისას რაღაც ეტაპზე, ალბათ, ყველას გვიფიქრია ხელის ჩაქნევა და დანებება. ზოგჯერ ჯერ კიდევ იქამდე ვნებდებით, სანამ დავიწყებდეთ; ზოგჯერ — შუა გზაში; სხვა შემთხვევებში კი, საბედისწეროდ, მაინცდამაინც მაშინ, როცა ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს მიზნის მიღწევამდე.
ამის მიუხედავად, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ ყველაზე რთულ გამოწვევებს ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდებულ მომენტებამდე მივყავართ.
გამოსავლის ძიება ადამიანური ბუნების ნაწილია. სურვილი, რომ დაბრკოლება გადალახო და პრობლემა გადაჭრა, კაცობრიობის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც გამოჩნდებაო, თუმცა ხანდახან ურმის გადაბრუნებაშიც შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა.
Social Impact Award არის პროგრამა, რომელიც სოციალური მეწარმეობის დარგში სტუდენტების განათლებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ის სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამაა და ახალგაზრდებს უბიძგებს, საკუთარი იდეები ბიზნესპროექტებად აქციონ და რეალური გავლენა იქონიონ გარემოზე.
"ეს პროექტი ზრდის ზოგადად ცნობადობას სოციალურ მეწარმეობაზე ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. საფუძველი ეყრება ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვითარდნენ", — ამბობს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.
პროგრამის საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდები პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპს ითვისებენ, დაწყებული იდეის გენერირებით და დამთავრებული ბიზნესგეგმის შედგენით, მენტორები კი მათ საკუთარი ჩანაფიქრის ფორმირებაში ეხმარებიან.
მთავარი კრიტერიუმები, რითაც გამარჯვებულებს არჩევენ, არის სოციალური გავლენა, ბიზნესის მდგრადობა და ინოვაციურობა. გამარჯვებულები ბიზნესიდეის განსახორციელებლად ფულად ჯილდოსა და SIA-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრების შესაძლებლობას იღებენ.
საქართველოს ბანკი 2017 წლიდან თანამშრომლობს Impact Hub-თან და ის Social Impact Award-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. "საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ", — ამბობს გოჩაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ამით ხდება ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმოდელის პოპულარიზაცია და განვითარება.
წელს Social Impact Award-ისთვის განსაკუთრებული წელი იყო, რადგან, კორონავირუსის პანდემიის პირობების გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და საქართველოს რეგიონებზეც გაფართოვდა. წელს პროგრამაში განსაკუთრებული აქტიურობა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა გამოიჩინეს — მათ, ვისაც აქამდე ეს შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის და წელს კონკურსში 600-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა, საკონკურსო განაცხადი კი 94 გუნდმა შემოიტანა. პროგრამის გამარჯვებული ხუთივე პროექტი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. მოდით, გავეცნოთ მათგან რამდენიმეს:
Qandle — გზა განათლებისკენ
"ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყველა პროფესიის წარმომადგენელს უწევს, ფეხი აუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციას. იქმნება ახალ-ახალი პროფესიები, რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა, ძველ საქმიანობებს კი ავტომატიზაცია ანაცვლებს", — ამბობს Qandle-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კახიანი.
პროექტის თანადამფუძნებლის, ელენე დიღმელაშვილის, თქმით, ამ დინამიკის საპასუხოდ საჭირო იყო ახალი განათლების სისტემა, ახალი გზა, რომელიც სწრაფად მოერგება ცვალებად რეალობას, რასაც არსებული აკადემიური დაწესებულებები ვერ ახერხებენ. სწორედ ასე შეიქმნა Qandle.ge — ონლაინ სივრცე, რომელშიც ნებისმიერ მოქმედ თუ მსურველ მენტორს შეუძლია, შექმნას ონლაინ კურსები.
პლატფორმის მიზანია, ხალხს დაეხმაროს იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას თუ კარიერულ წინსვლას უცხოეთში. ეს არის ახალი გზა, რომელიც ნებისმიერი სფეროს ექსპერტს აძლევს იმის შესაძლებლობას, გახდეს მენტორი, ხოლო საუკეთესო კურსებსა და მენტორებს თავად სტუდენტები გამოავლენენ.
დიღმელაშვილის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა ონლაინ სივრცეები ძირითადად თვითსწავლებაზეა ორიენტირებული, რაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, Qandle-ზე კი სწავლება Live Video-ს მეშვეობით ხდება, რაც სწავლის პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, ხარისხიანსა და ინტერაქტიულს ხდის.
"ყველა ვერტიკალის წარმომადგენელს, ვისაც ინტერესი აქვს, გახდეს მენტორი, და სურს, თავისი ცოდნა სხვებს გაუზიაროს, ვთხოვთ, შეგვეხმიანონ. ჩვენ გავაცნობთ, რისი პოტენციალი აქვთ Qandle-თან ერთად. მიგვაჩნია, რომ დღეს იმ სახის კურსების ჩატარება, რასაც ჩვენი მენტორები აკეთებენ და გააკეთებენ მომავალში, არაფრით ჩამოუვარდება იმ დონეს, რასაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აკეთებდა თავის დროზე", — ამბობს გიორგი კახიანი.
Qandle-ს საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებულ პირს შეუძლია.
პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე საუბრისას კახიანი დასაქმების არსებულ სირთულეებს უსვამს ხაზს: "გადახედეთ დასაქმების ვებგვერდებს და ნახეთ, რა ხდება თბილისს გარეთ. სამსახურები თითქმის არ არის, ნორმალურ ანაზღაურებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თითქოს 1999 წელია. ეს ხდება მაშინ, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას უცხოეთში, სახლიდან გაუსვლელად".
სწორედ ამიტომ გახდა საჭირო იმ ახალი გზის პოვნა, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებდა და ხალხს იმის შესაძლებლობას მისცემდა, უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად მიეღოთ სასურველი განათლება თუ გაეცათ ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს.
გიორგი ასევე იხსენებს, როგორი გამოცდილება იყო Social Impact Award-ში მონაწილეობა და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას პროექტის რეალიზებაში: "თვითონ პროცესი იდეალური იყო. კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ჩვენს მენტორს, ნინუცა ნანიტაშვილს. ასევე ვხვდებოდით ექსპერტებს კონკრეტულ მიმართულებებში: მარკეტინგი, ფინანსები, იურიდიული საკითხები. მათთან კონსულტაციებმა ფასდაუდებელი სარგებელი მოგვიტანა Qandle-ის გუნდს ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაში".
უკვე მიღწეული წარმატების მიუხედავად, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და ახალ-ახალ გზებს ეძებს პროექტის უფრო დიდ მასშტაბებზე გასაყვანად, რადგან მათ სჯერათ, რომ საქართველოში დაწყებული ეს ინიციატივა მალე გახდება ონლაინ სივრცე, რომელიც გლობალურ საგანმანათლებლო სისტემას გაამდიდრებს.
"სამომავლო გეგმები აუცილებლად გლობალურია და გვსურს არამხოლოდ ქართველებს, არამედ სხვა განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდობასაც ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, შედეგზე ორიენტირებულ განათლებაზე", — ამბობს კახიანი.
Village 200 — ახალი გზები აგრომომსახურებაში
"დღეს მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მოთხოვნა-მიწოდების გამართული ჯაჭვი ფერმერს, აგრომომსახურე პერსონალსა და მომხმარებელს შორის", — აცხადებს ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის, Village 200-ის, დამფუძნებელი ლადო ხასაია.
გუნდისთვის კარგად იყო ნაცნობი აგროსფეროში არსებული პრობლემები, რადგან თვითონაც უშუალო შეხება აქვთ მათთან: არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გამო სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ვერ ახერხებენ მათთვის საჭირო აგრომომსახურების მიღებას, იქნება ეს ცოცხალი ძალა, ტექნიკა, პროდუქციის რეალიზება, ცოდნა თუ, უბრალოდ, თითქოს მარტივი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ — წვდომა ინფორმაციასთან.
სწორედ ამ დამაკავშირებელი ჯაჭვის არარსებობის გამო საჭირო იყო ამ სფეროში "ახალი გზის გაკვალვა" და Village 200-მა შექმნა პლატფორმა AgroServ.Ge, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურებას და რომლის საშუალებითაც, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელი ხდება სხვადასხვა აგრომომსახურების გაწევა და მიღება. პროექტის მთავარი მიზანი აგროსფეროში სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა და პლატფორმა ყველა სახის ფერმერს აგრომომსახურების გამცემებთან აკავშირებს. ვებგვერდზე მომავალში ასევე განთავსდება საკონტაქტო ინფორმაცია საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების შესახებ — მათგან მოსახლეობა შეძლებს, უფასოდ მიიღოს ინფორმაცია სასურველ თემაზე.
"ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება აგრომომსახურების გამცემისა და მიმღების მარტივი დაკავშირება. AgroServ.Ge-ზე განთავსდებიან ცოცხალი ძალის ან ტექნიკის ჯგუფები, რომლებიც უთითებენ თავიანთი სამუშაოს აღწერას, მომსახურების გაწევის არეალს, ფასს, ჯგუფში წევრების რაოდენობას, ხოლო ფერმერები ამ პარამეტრების მიხედვით უკავშირდებიან მათ. ფერმერებს შესაბამისი მომსახურების მოძიებაში ასევე ეხმარება რეიტინგის სისტემა, კომენტარები, პორტფოლიო", — ამბობს ლადო ხასაია.
პროექტმა საკმაოდ რთული გზა განვლო, სანამ წარმატებას მიაღწევდა. თავდაპირველად მათ აგროსფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ჰაკათონში სურდათ მონაწილეობა, თუმცა "სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით რეგისტრაცია და ამაზე გული დაგვწყდა, მაგრამ ამ კონკურსს თვალს ვადევნებდით და ჩვენც ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა, მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები".
მიუხედავად ამისა, გუნდი არ დანებდა — ამის შემდეგ მალევე გამოცხადდა SIA, სადაც მონაწილეობისთვის იდეა უკვე ჰქონდათ. მათი განხორციელებული იდეა უნდა ყოფილიყო ვებგვერდი, იდეის ავტორების გუნდში კი არ იყო არცერთი ვებდეველოპერი, რის გამოც მათ ახალი გზების მოძიება მოუწიათ და ვებგვერდის სატესტო ვერსია ინტერნეტში ნაპოვნი გაკვეთილებით თვითონ ააწყეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ვებგვერდს არც ვიზუალი და არც ფუნქციონალი არ ჰქონდა მოწესრიგებული, გაეშვა სატესტოდ, რადგან ჩვენი მიზანი იყო, გაგვევლო ვალიდაცია. ეტაპობრივად მიღებული შედეგების მიხედვით ვებგვერდის ფუნქციონალსა და კონტენტს ვცვლიდით", — ამბობს ლადო ხასაია.
Social Impact Award-ში მოხვედრისას პროექტი მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა პროგრამაში მონაწილეობამ გუნდი ბევრ დეტალზე დააფიქრა და დიდი გამოცდილება შესძინა. ორთვიანი პროგრამის დაწყებისთანავე პროექტი სატესტო ვერსიის ბაზარზე გაეშვა. გუნდმა შეარჩია მცირე აუდიტორია, რომელზეც გამოიცადა პროდუქტი, პროგრამის დასრულებისას კი უკვე საკმაოდ საინტერესო შედეგები ჰქონდათ: ჯერ კიდევ სექტემბერში აგროსერვის სატესტო ვებგვერდმა 150-ზე მეტი მომსახურების მომწოდებლის განთავსება შეძლო და საბოლოო ვებგვერდისათვის საჭირო ფუნქციები გამოკვეთა.
"2 თვის განმავლობაში ჩვენი პროექტი საკმაოდ დაიხვეწა, რაც მენტორისა და იმ შეხვედრების დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც პროექტის ფარგლებში იმართებოდა", — ამბობს ლადო ხასაია.
გამარჯვებამ გუნდს მისცა მოტივაცია და თავდაჯერებულობა, რომ მათ პროექტს რეალური პოტენციალი ჰქონდა, რის შემდეგაც უფრო აქტიური მუშაობა დაიწყეს.
"ისეთ სფეროს ვეხებით, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და ჩვენი გადაწყვეტით ვცდილობთ, მოვაგვაროთ რამდენიმე პრობლემა მაინც. ვიცით, რომ ბევრი დაბრკოლებები შეგვხვდება, მაგრამ ეს არ გვაშინებს — პირიქით, მოტივაციასაც კი გვაძლევს — რადგან გზა სულ არის, რომ გახადო გარემო უკეთესი, და ჩვენც სწორედ ამას ვემსახურებით", — დაამატა ლადო ხასაიამ.
მომავალი და ახალი გზების ძიება
ინოვაციური იდეების განსახორციელებლად აუცილებელია გამოწვევების მიღება, სირთულეებისა და პრობლემების პოვნა და მათ გადასაჭრელად ახალი გზების ძიება. ლადო ხასაია პროექტის მომავალ მონაწილეებს ურჩევს, თავიანთი პროდუქტი, რომელიც, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე არ იქნება სრულყოფილი, ინტენსიურად გამოსცადონ მცირე აუდიტორიებზე და მიღებული შედეგების მიხედვით იმოქმედონ. ახალგაზრდებს სოციალურ მეწარმეობაში ჩართულობისკენ მოუწოდებს გიორგი კახიანიც:
"ჩემი აზრით, Social Entrepreneurship საუკეთესო ინსტრუმენტია საზოგადოების პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის მეთოდი, სადაც ყველა მხარე კმაყოფილია. ამიტომ დაინტერესებულ პირებს არამხოლოდ SIA-ში მონაწილეობისკენ მოვუწოდებ, არამედ ვთხოვ, თავიანთი იდეები სოციალური პრობლემების გადაჭრას დააფუძნონ და არ იყვნენ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულები".
SIA-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორისთვის, საქართველოს ბანკისთვის, ამ დარგში მომავალში ახალი და საინტერესო პროექტების ძიებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული, უკვე გამარჯვებული პროექტების მხარდაჭერა და განვითარებაა.
პროექტის მომავალ მონაწილეებსა თუ ინოვაციური იდეების მქონე ხალხს კი ვეტყვით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ: დაბრკოლებიდან იდეამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის გადასადგმელად გზა სულ არის.
ამავე თემაზე:
- პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება;
- პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ;
- გაიცანით Social Impact Award-ის ქართველი ფინალისტები, რომელთაც სამყაროს გაუმჯობესება სურთ;
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები