ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებებს მოიტანს ლელო — ბადრი ჯაფარიძე
ფოტო: ბადრი ჯაფარიძე
"ჩვენ უნდა დავასრულოთ ქართული ოცნება და დავიწყოთ მუშაობა, რომ საქართველო გახდეს ფლაგმანი რეგიონში", — ამ სიტყვებით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.
რესპუბლიკის მოედანზე ლელოს მიერ გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას 28 ოქტომბრის ისტორიული მნიშვნელობა შეახსენა.
"დღეს, 28 ოქტომბერს შესრულდა ზუსტად 30 წელი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დღიდან. 1990 წლის 28 ოქტომბერს, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა და დაამარცხა კომუნისტური პარტია. უზენაესმა საბჭომ შეასრულა ისტორიული მისია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე: აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, შეიქმნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მე მქონდა ბედნიერება ჩემ მეგობრებთან ერთად, ხელი მომეწერა ქვეყნის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო გადატრიალებამ შეაჩერა უზენაესი საბჭოს საქმიანობა და დღემდე არ არის შეფასებული ის უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდამაშინ და მას შემდეგ", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ლელო საქართველოს მთავარი მისია, მიზნები და უპირატესობები გააცნო.
"ლელო საქართველოსთვის შეიქმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავუსვათ წერტილი სიძულვილს. დავუსვათ წერტილი საზოგადოების დაყოფას, დანაწევრებას. ადამიანების ურთიერთდაპირისპირებას. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ყველაზე გამართული თანმიმდევრული გეგმა. გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ. ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს იმ არაკომპეტენტურ და მავნებლურ პოლიტიკას, რომელსაც წლებია აწარმოებს ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი", — აცხადებს ჯაფარიძე.
ლელოს გენერალური მდივანმა საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, ახლადშექმნილი ლელო საქართველოს უპირატესობას მოუტანს რეგიონში.
"31 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავასრულოთ ქართული ოცნება, დავიწყოთ მუშაობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფლაგმანი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ფლაგმანი ეკონომიკურად, ფლაგმანი ჯანდაცვის და განათლების სისტემების და ინფრასტრუქტურის განვითარებით დონით. ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ჩვენ თქვენთან ერთად. ჩვენი გეგმის განხორციელება მოგვცემს საშუალებას საქართველო დაბრუნდეს მის ისტორიულ ადგილზე — ევროპულ ოჯახში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები