m2 ჯგუფი ოლიმპიური ვარსკვლავის შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
m2 ჯგუფი სამშენებლო კომპანია ოლიმპიური ვარსკვლავის ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს.
პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, ოლიმპიური ვარსკვლავის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
m2 ჯგუფი მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო სამშენებლო კომპანია სვეტის წლების განმავლობაში შეჩერებულ სამ ობიექტზე.
ფოტო: საქართველოს ბანკი
"აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. პროექტს ახორციელებდა ოლიმპიური ვარსკვლავი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, ერთ-ერთ პრიორიტეტად გაცხადდა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებას შეძლებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ამ ადგილზე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი m2-თან და დღეს უკვე, ყველანაირი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ კომპანია შეუდგეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. სამი წლის განმავლობაში ეს კონკრეტული ობიექტი იქნება დასრულებული და ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული", — განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის სრულად ფინანსდება m2 ჯგუფის მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2 ჯგუფის სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უკვე ავიღეთ სამშენებლო ნებართვა.
ოლიმპიური ვარსკვლავის მშენებლობის დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. კარგად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ნდობის გამოცხადებისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თბილისის მერიასა და საინიციატივო ჯგუფს.
ეს ჩვენთვის მეორე დაუსრულებელი მშენებლობის გადმობარგების პროცესია, მინდა გითხრათ, რომ სვეტის სამივე ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ზუსტად იგივე შამათებით შევუდგებით „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას. გპირდებით, რომ არ დავიშურებთ ჩვენს, ცოდნასა და გამოცდილებას იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები დათქმულ ვადებში ჩაგაბაროთ, რათა მალე შეძლოთ ნანატრი ბინების მიღება", — განაცხადა m2 ჯგუფის თანადირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები