ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს კარტოგრაფების საქმის შეფასებაში — მეუფე საბა ინწკირველი
ფოტო: საბა ინწკირველი / Facebook
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ამბობს, რომ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს კარტოგრაფების საქმის შეფასებაში ეთანხმება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი შეიძლება თავის შეფასებებში ცდებოდეს, ამიტომაც არ შეიძლება ადამიანებისთვის სამშობლოს მოღალატის იარლიყის დაუსაბუთებლად მიკერება.
"შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს სამშობლო, უყვარს დავით გარეჯი. ხომ შეიძლება, თავის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი, ხომ შეიძლება მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ადამიანების ბედი? ამიტომ მივმართავ [ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას], გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება. სამართალი აუცილებლად იზეიმებს", — აღნიშნა მელქისედეკმა.
გარდა ამისა, ეპისკოპოსი ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სინოდმაც უნდა იმსჯელოს. მისი თქმით, მსგავს სენსიტიურ საკითხებზე სასულიერო პირებმა კომნეტარებისგან თავი უნდა შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში განცხადება ეკლესიამ უნდა გააკეთოს.
"თუ სინოდი არ იმსჯელებს და საპატრიარქო ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმიერ გამონათქვამს, შეიძლება მართლა გავეხვიოთ ომის ისეთ ქარ-ცეცხლში, აქეთ გადმოიტანოს რუსეთმა, მაგალითად, ომის პერიპეტიები", — აღნიშნა მეუფემ.
- არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო გიგი გიგიაძეს — მეუფე მელქისედეკი კარტოგრაფების საქმეზე
- როცა ყველაფერში გაერკვევიან, ისინი დაიჭერენ სწორ პოზიციას — კირიონი მეუფეების განცხადებაზე
- დანაშაულს ვერ ვხედავ — მეუფე მელქისედეკი დაკავებულ კარტოგრაფებზე
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულების შესახებ სინოდის წევრებმა თითქმის არაფერი იციან. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქმეში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები