ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის 20 კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
ფოტო: ევროპული საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილი 20 მაჟორიტარორიბის კანდიდატიდან 7 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული, აქედან 4-ის შემთხვევაში მხოლოდ ოჯახის წევრი. ეს კანდიდატები სულ 15 კომპანიასთან არიან დაკავშირებული.
TI-ის მიხედვით, პარტიიდან მხოლოდ 1 კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.
ორგანიზაციამ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები 2012 წლიდან 2020 წლის 13 ოქტომბრამდე შეისწავლა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამოწმონ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში წერია, 2017-2020 წლებში 16-მა კანდიდატმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა ევროპულ საქართველოს ჯამში 466 818 ლარი შესწირეს. ამასთან ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან:
- 147 900 ლარი — გიგა ბოკერია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით);
- 78 145 — აკაკი ბობოხიძე;
- 45 746 — ლევან თარხნიშვილი;
გარდა ამისა, TI-ში აცხადებენ, 14 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) წარსულში სხვა პარტიის შემომწირველი იყო. მაგალითად, 12 კანდიდატს 224 132 ლარი აქვს შეწირული ნაციონალური მოძრაობისთვის, რომლის წევრებიც იყვნენ წარსულში.
ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ ტენდერებიდან მიღებულ შემოსავალზეც. TI-ს ინფორმაციით 4 კანდიდატთან დაკავშირებულ კომპანიებს 2011-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 798 222 ლარი აქვთ მიღებული. ეს კანდიდატები არიან: გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ტარიელ ნაკაიძე და ლევან თარხნიშვილი.
გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ გიგა ბოკერიამ პარლამენტის წევრის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია სრულად არ შეავსო და მისი ბიზნესკავშირები მხოლოდ ნაწილობრივ ასახა. მათი თქმით, მან არ მიუთითა ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის წილები ორ კომპანიაში: Tabula Advertising და შპს ტაბულა მედია.
კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და შემოწირულობები:
გიგი უგულავა სამეწარმეო საქმიანობით არ არის დაკავებული. მან 2019 წელს პარტია ევროპულ საქართველოს 8 585 ლარი შესწირა.
როგორც TI-ში ამბობენ, გიგა ბოკერია თავად არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილი 4 კომპანიაში ფლობს წილებს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთლიანობაში, გიგა ბოკერიამ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა პარტიას 134 705 ლარი შესწირეს. პირადად ბოკერიამ ევროპულ საქართველოს 2017-20 წლებში 68 225 შესწირა.
2015 წელს მან 4 996 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას. თამარ ჩერგოლეიშვილმა 2017-2020 წლებში 40 480 ლარი შესწირა ევროპულ საქართველოს. TI-ში აღნიშნავენ, რომ ჩერგოლეიშვილის ბიზნესპარტნიორებმა — ანასტასია ბენდუქიძემ (ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა) და გიორგი ფრუიძემ (ტაბულა მედია) — ევროპულ საქართველოს 2018 წელს 11 000 და 15 000 ლარი შესწირეს.
ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჟურნალმა ტაბულამ 2012 წელს 64 494 ლარის ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვა მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან. ამ კომპანიის გავლით თამარ ჩერგოლეიშვილი ასევე დაკავშირებულია ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ოთარ კახიძესთან.
ტარიელ ნაკაიძე ფლობს 3 კომპანიის წილებს და არის ინდივიდუალური მეწარმე. შპს თარჯიმანი — 40%, დირექტორი; TRANSLATION CENTER — 100%; თარჯიმანი — 100%, დირექტორი.
TRANSLATION CENTER-მა 2012-2016 წლებში მიიღო 8 619 ლარის 51 მცირე პირდაპირი კონტრაქტი სახელმწიფოსგან.
ელენე ხოშტარია არ არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. მან 2017-2019 წლებში პარტიას ევროპული საქართველო 10 545 ლარი შესწირა.
ლევან თარხნიშვილმა 2013-2016 წლებში ნაციონალურ მოძრაობას 31 000 ლარი შესწირა, ხოლო 2017-2020 წლებში – 45 746 ლარი ევროპულ საქართველოს. როგორც TI-ში ამბობენ, მისმა ცოლმა, ანა თარხნიშვილმა 2020 წელს ევროპულ საქართველოს 5 000 ლარი შესწირა.
ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ანა თარხნიშვილი 3 კომპანიის წილებს ფლობს და სამივეში დირექტორია. მისმა კომპანიამ ბი-სი-ჯი 2011-2020 წლებში 28 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულებაც 725 109 ლარს შეადგენდა.
ირმა ნადირაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მისი ქმარი, დავით დაღელაშვილი ფლობს საშუამავლო ჯგუფი საქართველოშის 25%-ს.
ირმა ნადირაშვილმა 2017-2020 წლებში პარტია ევროპული საქართველოს 29 982 ლარი შესწირა. დავით დაღელაშვილმა 2015-2016 წლებში ნაციონალურ მოძრაობას შესწირა 20 000 ლარი.
აკაკი ბობოხიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში ნაციონალურ მოძრაობას 35 990 ლარი შესწირა, 2017-2020 წლებში კი — 78 145 ლარი პარტია ევროპულ საქართველოს.
გიგი წერეთელი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში ნაციონალური მოძრაობას 20 500 ლარი შესწირა, 2017-2019 წლებში კი – 26 045 ლარი პარტია ევროპულ საქართველოს.
ოთარ კახიძე ფლობს შპს ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულას წილების 10%-ს. როგორც TI-ში ამბობენ, აღნიშნული კომპანიის გავლით ოთარ კახიძე ასევე დაკავშირებულია კიდევ ერთი კანდიდატის, გიგა ბოკერიას ცოლთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან.
ოთარ კახიძემ ევროპულ საქართველოს 2017-20 წლებში 27 195 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს ნაციონალურ მოძრაობას — 60,000 ლარი.
სერგო რატიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-2016 წლებში 12 746 ლარი შესწირა ნაციონალურ მოძრაობას, 2017-2020 წლებში კი — 18 845 ლარი ევროპულ საქართველოს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2015 წელს ნაციონალურ მოძრაობას 4 000 ლარი შესწირა, 2017-2020 წლებში კი — 28 000 ლარი პარტია ევროპულ საქართველოს.
გიორგი ღვინიაშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2013-2015 წლებში ნაციონალურ მოძრაობას 11 100 ლარი შესწირა, 2017-19 წლებში კი — 9 545 ლარი ევროპულ საქართველოს.
ფოტო: ევროპული საქართველო
შალვა შავგულიძე არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2015-2018 წლებში თავისუფალი დემოკრატებს 5 800 ლარი შესწირა.
ლელა ქებურიას ქმარი, გიორგი ჯიქია არის დლგ ჯგუფის დირექტორი და 100%-ის მფლობელი. მაჟორიტარობის კანდიდატმა 2017-2020 წლებში 22 545 ლარი შესწირა ევროპულ საქართველოს.
ხათუნა გოგორიშვილი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2012-2016 წლებში ნაციონალურ მოძრაობას 13 600 ლარი შესწირა, 2017-19 წლებში კი — 9 545 ლარი ევროპულ საქართველოს.
არმაზ ახვლედიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ის 2016 წელს ბათუმის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და საკუთარ კამპანიას 19 100 ლარი შესწირა.
არსენ კარაპეტიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან პარტიას ევროპულ საქართველოს 9 185 ლარი შესწირა.
ზურაბ ჩილინგარაშვილი ფლობს შპს ელმასას 67%-ს. მან 2013-2015 წლებში ნაციონალურ მოძრაობას 9 000 ლარი შესწირა. მისმა ცოლმა, მეგი კაჭკაჭიშვილმა 2017 წელს 2 000 ლარი შესწირა პარტია ევროპულ საქართველოს.
გოჩა გურგუჩიანი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მან 2019 წელს პარტიას ევროპულ საქართველოს 1 205 ლარი შესწირა, 2014 წელს კი ნაციონალურ მოძრაობას — 1 200 ლარი.
კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
ასევე, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად.
ამავე თემაზე:
- ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში — TI
- ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიდან 3 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარობის 2 კანდიდატი 4 კომპანიასთან არის დაკავშირებული — TI
- გირჩის 6 მაჟორიტარი კანდიდატიდან 4 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
- პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან 14 სამეწარმეო საქმიანობას ეწევა — TI
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა


















კომენტარები