ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის გერმანიიდან გამოფრენა ფერხდება
ფოტო: Facebook / Leyla Mustafayeva
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლინს გერმანიიდან გამოფრენა ფერხდება. როგორც მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა On.ge-ს უთხრა, თავდაპირველ მიზეზად საბუთების მოუწესრიგებლობა დაუსახელეს, რის შემდეგაც ბარგი ჩააბარებინეს და უკვე ბარგთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიუთითეს. მისივე თქმით, საბოლოოდ, მუხთარლის უთხრეს, რომ "რაღაც წესები შეიცვალა" და არ გამოუშვებდნენ.
ჩოფიკაშვილის განმარტებით, ფრენამდე საათ-ნახევარია დარჩენილი და ჯერ კიდევ არ იციან, მუხთარლი საქართველოში ჩამოვა თუ არა. ადვოკატი აცხადებს, რომ ჟურნალისტს საბუთები წესრიგში აქვს.
"ეტყობა მიზეზი ვერ მოდეს ვერაფერი და უთხრეს, წესები შეიცვალაო. გარე ძალები არ ვიცი, რა ძალებია ჩარეული, მაგრამ ფაქტია, რომ ხელს უშლის ჩვენი საკონსულო სამსახური, თუ რა სამსახურიც არის იქ წარმოდგენილი", — ამბობს ჩოფიკაშვილი.
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოში დღეს, 9 ოქტომბერს უნდა ჩამოვიდეს. ბაქოს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.
მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
კომენტარები