ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი — 8 ფაქტი, რომელიც არ იცოდით
ფოტო: Scott Dunn / Getty Images
როკფელერის ცენტრსა და ტაიმს-სკვერთან ერთად ნიუ-იორკის ტურისტულ სანახაობების სიაში ცენტრალური პარკიც შედის. ხეებით სავსე ურბანული ოაზისია დაახლოებით 4 კილომეტრზეა გადაჭიმული და ყოველწლიურად 42 მილიონ მნახველს მასპინძლობს.
წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ნიუ-იორკის საკულტო ცენტრალური პარკის შესახებ:
1. ის ამერიკის პირველი დიდი კეთილმოწყობილი საჯარო პარკი იყო
მე-19 საუკუნის შუა წლებში ნიუ-იორკის ელიტამ, რომელსაც ევროპის კარგად მოვლილი საჯარო პარკები ძალიან იზიდავდა, ქალაქში მსგავსი სივრცის მოწყობა ისურვა — სივრცის, რომელიც მაცხოვრებლებს კულტურით, სუფთა ჰაერითა და ვარჯიშით უზრუნველყოფდა. წლების განმავლობაში წარმოებული დავის შემდეგ ნიუ-იორკის ლეგისლატურამ 59-ე და 106-ე ქუჩებს შორის მდებარე მიწა შეიძინა.
1858 წელს დიზაინის შეჯიბრში ფრედერიკ ლოუ ოლმსტედისა და კალვერტ ვოქსის დუეტის "მინდვრის გეგმამ" გაიმარჯვა. მათი წარმოდგენა, რომელიც პარკში ბუნებრივი და ადამიანური ელემენტების ჰარმონიული ბალანსს მოითხოვდა, მოიცავდა ტერასებს, ხიდებსა და "ჩაღრმავებულ" გზებს, რომლებიც ეტლებს ქვეითებისთვის ხელის შეშლის გარეშე მისცემდა გადაადგილების საშუალებას.
დღეს უკვე ცენტრალური პარკი აშშ-ის პირველი დიდი კეთილმოწყობილი საჯარო პარკია.
2. მისი აგება მარტივი არ იყო
დღეს კი ბუნებრივად ლამაზი ჩანს, მაგრამ ერთ დროს ის ტალახით, ჭაობითა და ქვებით იყო სავსე. ხეები და მცენარეები მის ნიადაგში ვერ ხარობდნენ, ამიტომაც პარკისთვის ნიუ-ჯერსიდან ორგანული ნივთიერებებით სავსე დაახლოებით 14 000 კუბური მეტრი მიწა ჩამოიტანეს. პარკში ჭაობები დააშრეს და ტბებისა და პატარა მდინარეების შესაქმნელად წყლის მილები გაიყვანეს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორია ქვებით იყო დაფარული, რომლებიც დენთის გამოყენებით ააფეთქეს და ურიკებით გაიტანეს პარკიდან. მთლიანობაში 20 000-მა მუშამ არასასურველი ქვებისგან ცენტრალური პარკის გასაწმენდად იმაზე უფრო მეტი დენთი გამოიყენა, ვიდრე გეტიზბერგის ბრძოლაში გამოიყენეს ჯარისკაცებმა.
3. მის ადგილას ერთ დროს სოფელი მდებარეობდა
სანამ ცენტრალურ პარკს ააშენებდნენ, ამ მიწაზე დაახლოებით 1600 ადამიანი ცხოვრობდა. მათგან უმეტესობა 1825 წელს აფროამერიკელების მიერ დაარსებული პატარა დასახლების, სენეკა-ვილიჯის, მცხოვრებლები იყვნენ. ტერიტორიაზე იყო სამი ეკლესია, ორი სკოლა და სამი სასაფლაო. აქ ასევე ბევრი ირლანდიელი და გერმანელი ცხოვრობდა.
1855 წელს პარკის დასასრულებლად სენეკა-ვილიჯი განადგურდა. მათი მცხოვრებლები "უნებართვოდ დასახლებულად" გამოაცხადეს და ზოგს მიწის სანაცვლოდ გადაუხადეს, ზოგი კი, უბრალოდ, ძალით გამოასახლეს.
4. ის ძველად ცხვრებით იყო სავსე
პარკის სამხრეთ-დასავლეთ სექციაში ერთ-ერთ მდელოს "ცხვრების მდელო" ეწოდება და იცით, რატომ? ის ერთ დროს ხუჭუჭა ცხვრებით იყო სავსე, რომლებიც 1860-იანებიდან დაწყებული დიდი დეპრესიის წლებამდე იქ ბალახს ძოვდნენ. საბოლოოდ, ცხოველები აქედან პროსპექტის პარკში გადაიყვანეს, მათი ყოფილი სახლი კი პარკის ცნობილ ამერიკულ რესტორან "Tavern on the Green-ად" გადაკეთდა.
5. მასში სამეცნიერო აღმოჩენა გაკეთებულა
2002 წელს მეცნიერებმა ცენტრალურ პარკში ცხოველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — პატარა მრავალფეხა არსება ნანარუპი, რომელიც მხოლოდ 10 მილიმეტრის სიგრძისაა და 82 ფეხი აქვს. არსება პარკის მცენარეულობის ფოთლებში, ტოტებში, სოკოებში, ნიადაგსა და ჭკნობის პირას მყოფ მცენარებში ბინადრობს.
6. მასში ცნობილი კარუსელია
ცენტრალური პარკის ელეგანტური, 57-ცხენიანი კარუსელი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი გასართობია. 100 წელზე მეტი ხნის წინ აიგო ეს ვინტაჟური საგანძური კონი-აილენდის ტროლეიბუსების ძველ, მიტოვებულ ტერმინალში იპოვეს. მან პარკის პირველი სამი კარუსელი ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც ხანძარმა ორი მათგანი გაანადგურა.
7. ის ოდესღაც მყინვარებით იყო დაფარული
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ცენტრალურ პარკში ამდენად ბევრი ქვა და ლოდი? საქმე ისაა, რომ აქ ძველად მყინვარები იყო, რომლებიც 12 000 წლის წინ გადნა და უკან ის ნარჩენები მოიტოვა, რომლებიც ნიუ-იორკის შტატის გარშემო "მოგზაურობის" განმავლობაში დააგროვა.
8. ხალხი მას ჯერ კიდევ სახლად მოიხსენიებს
2010 წლის აშშ-ის აღწერამ გამოავლინა, რომ 25 იდუმალი ინდივიდი აცხადებდა, რომ ცენტრალური პარკი მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო. არავინ უწყის, ვინ არიან ისინი, პარკის წარმომადგენლები კი უარყოფენ, რომ მუნიციპალური მუშაკები ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ, შესაძლოა, უსახლკაროებმა აღწერის განცხადებები ფოსტით გაგზავნეს.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები