NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ
4 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი გაიმართა. კონკურსზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა Fire Detector-მა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი — კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა The2Degrees-მა.
გამარჯვებული გუნდები საქართველოს ყოველწლიურ გლობალურ ჰაკათონ NASA Space Apps Challenge-ზე წარადგენენ.
გამარჯვებული გუნდების შესახებ:
I ადგილი
NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Fire Detector, რომლის წევრებიც — გიორგი ტყებუჩავა, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) განვითარებას, რომელიც ადგილმდებარეობის მიხედვით გადაამუშავებს ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებულ ძველ მონაცემებს და შეძლებს სისტემაში ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა სხვა დეტალის (ამინდის პროგნოზი, წელიწადის დრო, კვირის დღე, ტემპერატურა და სხვ.) გათვალისწინებას.
გუნდი ჰაკათონის გენერალური სპონსორის, Beeline-სგან 2000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის თითოეული წევრი 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა. კომპანია EDISON-მა კი გუნდს არდუინოს სრული კომპლექტი გადასცა.
II ადგილი
ადგილობრივი კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა გუნდი The2Degrees, რომლის წევრებიც კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეები, დავით დომუზაშვილი, ალექსანდრე ლაშქარავა, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი არიან.
მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტის მიზანია რეგიონულ მთავრობებს დაეხმაროს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებასა და საქართველოს GHG ემისიების 25%-ით შემცირებაში 2030 წლამდე (პარიზის ხელშეკრულების მიხედვით).
გუნდი SECTOR 3 განვითარების ჰაბისგან 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. კომპანია EDISON-მა მათ არდუინოს კომპლექტი გადასცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცა გუნდის თითოეულ წევრს — ვაუჩერით სარგებლობას ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა გუნდმა Carbonodetectors. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე კალატოიშვილი და ტუკაზბან ისაკანდაროვა.
პროექტის ფარგლებში გუნდის წევრებმა შექმნეს ინდივიდუალური ნახშირორჟანგის გამოყოფის კალკულატორი. ვებაპლიკაცია მომხმარებელს შეკითხვებს უსვამს ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რათა გამოთვალოს მომხმარებლის მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა. ამასთან, აპლიკაცია ინახავს მონაცემებს, რომლებითაც ავტომატურად ავსებს შეგროვებულ მონაცემებში გამოტოვებულ დეტალებს.
გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 500- ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადასცა.
პროექტის შესახებ
NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის მთავარი პარტნიორია ბილაინი. ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას. ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Zoomout და Fablab Iliauni. პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge. წელს ჰაკათონს ჰქონდა 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. მასში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ჟიურიმ კი საბოლოოდ 70 აპლიკანტი შეარჩია.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები