8 რჩევა მათთვის, ვისაც სამსახურში ლანჩის ტარება უნდა და თავს ვერ აბამს
გზამკვლევი ახალბედა მელანჩეებისათვის
ფოტო: Shutterstock
რას ჰკითხავდნენ ხოლმე ერთმანეთს ყველაზე ხშირად ლუარსაბი და დარეჯანი, ახლანდელ დროში რომ ეცხოვრათ და თანამშრომლები ყოფილიყვნენ? რა თქმა უნდა: “დღეს ლანჩზე რა ვჭამოთ?” შემდეგ წამოვიდოდა კითხვების სხვა სერია: “შევუკვეთოთ თუ სადმე გავიდეთ? იქნებ რომელიმე მარკეტის მზა საკვების სექციაში შევიხედოთ? ან აქვე რომ საცხობია, იქ სჯობდეს ლობიანის ყიდვა?”
მე მჯერა, რომ არსებობს ამ მტკივნეული კითხვის ერთადერთი სწორი პასუხი. დღეს ლანჩზე მოდი ის ვჭამოთ, რაც სახლიდან წამოვიღეთ! ლანჩის გარეთ ყიდვის ან შეკვეთისას სულ კომპრომისზე მივდივართ: ჯანსაღი და გემრიელი კვება ძვირია, იაფი და სწრაფი კი მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საზიანო კერძებია ხოლმე. მართლა, რა შანსია, რომ “აქვე რომ საცხობია”, იქ გამომცხვარ ლობიანს კვირაში რამდენჯერმე ჭამდე და დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრო?! თან სახლიდან წამოღებულ კერძებს მხოლოდ ფინანსური ან ფიზიკური სარგებელი კი არ აქვს, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება: განსაკუთრებით რთული სამუშაო დღის შუაში ძალიან სასიამოვნოა საკუთარ სამზარეულოში “ტელეპორტაცია” და საყვარელი კერძის ჭამა, რომელსაც სახლის სუნი მოჰყვება და დამამშვიდებლად მოქმედებს.
ლანჩის სამსახურში ტარება არც ისე რთული მოსაგვარებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ სტატიაში გიზიარებთ სამსახურში კვების რამდენიმეწლიანი გამოცდილებით მიღებულ რვა რჩევას. ეს გამოცდილება ზოგჯერ პოზიტიური იყო ხოლმე, ზოგჯერ კი — არც ისე, ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრჯერ მომიწია ბოლო წუთას მიტანის სერვისით სარგებლობა ან სულაც მშიერი დარჩენა, მაგრამ იქნებ ეს ეკლიანი გზა ამ სტატიამდე მოსასვლელად და თუნდაც ერთი ადამიანის შთაგონების წყაროდ გახდომად ღირდა!
1. წინასწარ დაგეგმვა
ფოტო: Shutterstock
პირველი და უმთავრესი რჩევა მათთვის, ვისაც სამსახურში ლანჩის ტარების ჩვევის გამომუშავება უნდა, წინასწარ დაგეგმვაა: შაბათ-კვირას კალამით და ფურცლით ან თუნდაც ტელეფონით შეიარაღება და იმის ჩამოწერა, რას შეჭამდით მთელი მომდევნო სამუშაო კვირის მანძილზე. ასევე შაბათ-კვირას მთელი კვირის საჭირო პროდუქტების მომარაგება და განსაზღვრა, როდის გექნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ ბრინჯი მოხარშო: სამშაბათს? თუ არა, სამშაბათს ბავშვის დაბადების დღეა. მაშინ ოთხშაბათს! ამიტომ ხუთშაბათსა და პარასკევს ბოსტნეულიანი ბრინჯის დღეები იქნება სამსახურში! ყველაფერი, რაც შეიძლება კვირას მომზადდეს და მომდევნო დღეების მანძილზე არ გაფუჭდეს, სასურველია კვირასვე, დიდი მზადების დროს დააორგანიზოთ: ბურღულეულის მოხარშვა, ბოსტნეულის მოთუშვა და ა.შ.
ბონუს რჩევა: დაგეგმვისას გაითვალისწინე ხილის ყიდვაც. სამსახურში წასაღებად, აუცილებლად გარეცხე და დაჭერი. ბევრად უფრო დიდი შანსია, რომ არ დაგეზაროს გემრიელად წასუსნავება.
2. წინა დღის სადილი — მეორე დღის ლანჩია!
მათთვის, ვინც სახლში თავად ამზადებს სადილებს, სამსახურის მენიუ უფრო იოლი შესადგენია. ამისათვის საჭიროა ცოტა მეტი პორციის მომზადება, ვიდრე ჩვეულებრივად კეთდება. დღეს კატლეტებია ოჯახურ მენიუში? ხვალ ეს კატლეტი იმპროვიზირებულ ბურგერად შეიძლება იქცეს სამსახურში. აჯაფსანდალი ცივიც კარგია და ცხელიც. ფლავი, ტოლმა, ლობიო, შემწვარი ქათამი, ყვავილოვანი კომბოსტო, პიურე — მთავარია იოლად ტრანსპორტირებადი იყოს, ყველაფრის ჩადება შეიძლება მეორე დღისთვის ლამაზ კონტეინერში. და შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევაც ზუსტად ესაა:
3. კარგი კონტეინერები
ფოტო: Shutterstock
რაც უნდა მოტივირებული იყოს ადამიანი, პირველივე დღეს, როდესაც წვნიანი ჩაექცევა ჩანთაში ან სალათის დრესინგი გამოჟონავს ლეპტოპზე, სახლიდან საჭმლის ტარების ყველანაირი მოტივაცია ქრება და წლები აღარ ბრუნდება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ კარგი კონტეინერები მოიმარაგოთ! ზოგს პლასტმასის უყვარს, ზოგს — შუშა ურჩევნია. შუშა შედარებით მძიმეა სატარებლად, თუმცა ბევრად უფრო ჯანსაღი, თუმცა არსებობს პლასტმასები, რომლებიც სპეციალურად საკვების შესანახადაა შექმნილი და სპეციალური შემოწმება აქვს გავლილი. აზრი არ აქვს, როგორ კონტეინერზე შეაჩერებთ არჩევანს, მთავარია იყოს კარგი ხარისხის და იხურებოდეს ჰერმეტულად. ისეთ რამეებსაც კი, რასაც ერთი შეხედვით, სითხე არ გააჩნიათ, აქვთ უნარი, ჟონავდნენ მთელი დღე საცობში ჯაყჯაყის შემდეგ, ამიტომ მშრალ, უბრალო სენდვიჩსაც კი არ ჩავდებდი დამატებითი დაცვის გარეშე მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ან ტექნიკასთან სიახლოვეს. სხვათაშორის, იაფი და კარგი კონტეინერის მოვალეობას ასრულებს ხოლმე ქილები ხრახნიანი თავსახურით: მასში სალათაც კარგად თავსდება და წვნიანიც. წვნიანების წინ და უკან ტარების დიდი მომხრე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ, უბრალოდ მოუხერხებელი მგონია ოფისში ლანჩის დროს ქილებიდან წუწაობა, თუმცა შედარებით უფრო სქელი წვნიანები — მაგალითად, ჩახოხბილი, ქილითაც კარგად ტრანსპორტირდება.
4. წინა საღამოს ჩალაგება
ფოტო: Shutterstock
ყველაფერი, რაც შეიძლება მომდევნო დღისთვის წინა საღამოს დაიგეგმოს — უნდა დაიგეგმოს. ეს მხოლოდ საკვებზე არ ვრცელდება: რაც მეტად იზრუნებს საღამოს შენ-ი მეორე დილის შენ-ზე, მით უფრო ბედნიერი იქნება მეორე დილის შენ-ი. წინა საღამოს ჩალაგებული ლანჩი მაცივარში ინახება თავის კონტეინერში, ან შეიძლება ლანჩის ჩანთაშიც. დილას მხოლოდ მაცივრიდან მისი გამოღება და თან წაღება უნდა გაგახსენდეს, რისი შანსიც ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იმისი, რომ დილაუთენია, კბილების ხეხვის პარალელურად, ზაფხულის ტოლმას ალაგებდე კონტეინერში.
5. საყვარელი საჭმლის მომარაგება
ფოტო: Shutterstock
სამსახურში წასაღები ლანჩების დაგეგმვისას შეიძლება უდიდესი შეცდომა დაუშვა: დაგეგმო ის კერძები, რომელსაც, შენი აზრით, უნდა ჭამდე, და არა ისინი, რომლებსაც გინდა, რომ ჭამდე. ჩემს წარმოდგენაშიც ყოველი იდეალური დილა იწყება ახლადდაწურული წვენით, გრძელდება სამი ფურცელი სალათით და სრულდება ბოლოს ვახშამზე ცოტაოდენი მაწვნით. ეს ჩემი წარმოდგენა კი საკმაოდ სცდება ხოლმე რეალურ სურვილებს: მძულს წვენის დაწურვა და ჩენჩოების გადაყრა, სალათის ფურცელი არასოდეს მანაყრებს და საღამოს საერთოდ არ მინდა არაფერი, რაც ცივი და მჟავეა.
მნიშვნელოვანია, რომ მთელი კვირის მანძილზე სამსახურში ისეთი კერძების წაღება დავგეგმოთ, რომლებიც მართლა გვიყვარს. როდესაც შენი საყვარელი ღომი და გებჟალია გეგულება კოხტა კონტეინერში, ნაკლებია შანსი, რომ პიცის გამოძახებაზე წაგიცდეს ხელი. თუ სალათების ჭამა არც სახლში გიყვარს, ოფისშიც ვერ აიძულებ თავს და აუცილებლად იპოვი მიზეზს, რატომ უნდა დალპეს მაცივარში სახლიდან წამოღებული სალათა, სანამ მეგობართან ერთად უახლოეს კაფეში ჭამ თავისი ზომისთვის შეუფერებლად ძვირ სენდვიჩს.
6. სასუსნავები
ფოტო: Shutterstock
სამსახურში 7, 8, 9 და ზოგჯერ მეტ საათსაც ვატარებთ. თუ რაიმე სუპერძალას არ ფლობ, ან შუალედური (ინტერვალური) შიმშილის გურუ არ ბრძანდები, შეუძლებელია დროის ამხელა მონაკვეთი მხოლოდ ერთი ლანჩის ხარჯზე გაძლო. თუ უჯრა გაქვს, აუცილებლად შეინახე იქ თხილი, ჩურჩხელა, ჩირი, ქიშმიში, შოკოლადი, მარილიანი ჩხირები — მოკლედ, ყველაფერი, რაც გიყვარს და რაც დაგეხმარება, რომ შიმშილის შემოტევისას წაიხემსო. ასევე, თუ ლანჩის დრო შეხვედრას ემთხვევა და ვერაფრით მოახერხებ სახლიდან წამოღებული გემრიელობების მირთმევას უახლოესი საათის მანძილზე, შენ კი ძალიან გშია, სასუსნავები დაგეხმარება, ცოტა ხნით მაინც გადაავადო შიმშილი და მშვიდად დაესწრო შეხვედრას.
7. გეგმა “არიქა!”
ხანდახან ისე ხდება, რომ გეგმები ყირაზე დგება. შეიძლება წინა საღამოს ელექტროენერგია არ გქონდა, ან მოულოდნელი სტუმრები დაგაცხრნენ თავს და მთელი მომდევნო კვირის ლანჩის პროდუქტები შესანსლეს, ან უბრალოდ ვერაფრით აიძულე თავი, წვიმიან კვირა დღეს პროდუქტების საყიდლად გასულიყავი.
ასეთი დღეებისთვის შეგიძლია შეიმუშაო გეგმა "არიქა!" — ეს ის გეგმაა, რომელიც ძირითადი გეგმის არევისას აქტიურდება და არ მოგცემს საშუალებას, ბიუჯეტი ან ჯანმრთელობა შესწირო მოულოდნელ გარემოებებს. ჩემი გეგმა "არიქა" არის უახლოესი მარკეტი და ბოსტნეულის დახლი, სადაც ვყიდულობ ხოლმე პომიდორს, კიტრს, ცოტაოდენ ყველს და შავ პურს. მეორე "არიქა" არის ხაჭო, მაწონი და რაიმე სეზონური ხილი — კენკრა, ატამი ან ბანანი. მესამე "არიქა" მძიმე არტილერიაა: ტუნას კონსერვი, ცოტა მაიონეზი და შავი პური გემრიელ სენდვიჩს ქმნის სამიოდე წუთში. მეოთხე "არიქა"-ც მაქვს, მაგრამ იქამდე იშვიათად მიდის საქმე: ხრაშუნა პური (ე.წ., ხლებცი) და პაშტეტი. იდეალური კვირის მანძილზე არც ერთხელ არ მოგიწევს "არიქა", თუმცა ცხოვრება არაიდეალურია და "არიქების" არსებობაც მნიშვნელოვანია, სამაშველო რგოლებივით.
8. პატარა ნაბიჯები
ფოტო: Shutterstock
ცხოვრება რომ არაიდეალურია, უკვე დავწერე, ჰო? ამიტომ ბოლო რჩევა საკუთარი თავისადმი უფრო ლმობიერი მოპყრობაა მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დავგეგმეთ ან გვინდოდა დაგვეგეგმა. თუ ზოგადად სამსახურში საერთოდ არასოდეს დაგაქვს საკვები, შეუძლებელია უცებ ყოველ დღე ტარებაზე გადახვიდე, ამიტომ სჯობს პატარა ნაბიჯებით დაიწყო, მაგალითად, კვირაში ორჯერ მაინც წაიღო სახლიდან ლანჩი. შემდეგ, როდესაც კვირაში ორჯერ ლანჩის წაღებაში ექსპერტად იქცევი, კვირაში სამზე, ან თუნდაც ოთხზე ახვიდე. სულ მალე კვირის დაგეგმვასაც იოლად შეძლებ, ზუსტი დოზების განსაზღვრასაც და კონტეინერებში სადილების ყველაზე ეფექტურ განაწილებასაც.
ხანდახან თანამშრომლებთან ერთად პიცის შეკვეთაც კარგია — გუნდის ნაწილად რომ იგრძნო თავი, ხანდახან კი ისე ხდება, რომ უკვე ცხრა საათია, შენ ისევ მუშაობ, სასუსნავების უჯრაც დაცლილია და წამოღებული ლანჩიც უკვე შეჭამე. ამიტომ აძლევ თავს უფლებას, მიტანის სერვისის აპლიკაციაში მოძებნო აი ის, თავის ზომასთან შედარებით შეუფერებლად ძვირი სენდვიჩი და მისი ლოდინისას წერდე სტატიას სახლიდან წამოღებული საკვების შესახებ. თუმცა როდესაც არსებობს დასახული გზა, იქიდან გადახვევის დროს იცი, როგორ დაბრუნდე უკან, თუნდაც პატარა ნაბიჯებით.
უკეთესი კვებისა და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის გზა რთულია და ეკლებით სავსე. თუ ამ სტატიამ შთაგაგონა, თუნდაც კვირაში ერთხელ ატარო სახლის გემრიელი, სულიერი ლანჩები, სამსახურში, აუცილებლად გაგვიზიარე კომენტარებში: ეს ამ რთულ გზაზე გადადგმული პირველი, დიდი ნაბიჯი იქნება.
-
ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს
გადახედვა
-
წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში? წყალი და მეტაბოლიზმი: მართლა გვეხმარება თუ არა ცივი წყლის დალევა კალორიების წვაში?
-
შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა შეიძლება პლუტონს პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს? — NASA-ს ხელმძღვანელი თანახმაა
გადახედვა
-
Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ Friends-ის კაცი სცენარისტები სერიალის ქალი მსახიობების შესახებ ერთმანეთს სექსუალურ ფანტაზიებს უზიარებდნენ — ლიზა კუდროუ
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა
-
ინდოელი მილიარდერის შვილი ესკობარის ბეჰემოთებს გადარჩენას სთავაზობს ინდოელი მილიარდერის შვილი ესკობარის ბეჰემოთებს გადარჩენას სთავაზობს
გადახედვა
-
რა პროდუქტებს სთავაზობს ბიქიუ (BQ) ქართულ სამშენებლო კომპანიებს რა პროდუქტებს სთავაზობს ბიქიუ (BQ) ქართულ სამშენებლო კომპანიებს
-
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა
გადახედვა
-
გაერო: ბოლო 2 თვეში ირანში სიკვდილით სულ მცირე 21 ადამიანი დასაჯეს, 4000-ზე მეტი დააკავეს გაერო: ბოლო 2 თვეში ირანში სიკვდილით სულ მცირე 21 ადამიანი დასაჯეს, 4000-ზე მეტი დააკავეს
გადახედვა
-
ფურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ევროპას დღეში 500 მილიონ ევროს აკარგვინებს ფურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ევროპას დღეში 500 მილიონ ევროს აკარგვინებს
გადახედვა
-
"თავმოყვარე მერია აპოლოს გამოისყიდდა" — ისტორიული კინოთეატრი კვლავ იყიდება | ვიდეო "თავმოყვარე მერია აპოლოს გამოისყიდდა" — ისტორიული კინოთეატრი კვლავ იყიდება | ვიდეო
გადახედვა
-
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარედგინა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს "მაქარაშვილის ჯგუფის" საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით განახლებული ანგარიში წარედგინა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება მიხეილ სარჯველაძე: ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება
გადახედვა
-
მკვლევრებმა იპოვეს მარტივი გზა, რომელიც თქვენს კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს მკვლევრებმა იპოვეს მარტივი გზა, რომელიც თქვენს კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს
გადახედვა
-
"თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" — ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს "თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" — ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს
გადახედვა
-
რატომ გვიწითლდება სახე, როცა გვრცხვენია ან ვბრაზდებით? რატომ გვიწითლდება სახე, როცა გვრცხვენია ან ვბრაზდებით?
-
გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა "ეფარება" გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა "ეფარება"
გადახედვა
-
მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების მოჩვენებები თუ ტვინის შეცდომა — რატომ გვეშინია მიტოვებული შენობების
გადახედვა
-
თამაზ იმნაიშვილი: შავი ზღვა და მისი მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის განუყოფელი ნაწილია თამაზ იმნაიშვილი: შავი ზღვა და მისი მიმდებარე სამხრეთ კავკასიის ტერიტორია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის განუყოფელი ნაწილია
გადახედვა
-
შულავერში გზის გადაკეტვის მცდელობისას 2 პირი დააკავეს შულავერში გზის გადაკეტვის მცდელობისას 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რას გიმზადებს ექსტრა და თიბისი 30 აპრილს? რას გიმზადებს ექსტრა და თიბისი 30 აპრილს?

კომენტარები