კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორიები — GWB-ის პირველი გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწყვეტი პროპაგანდის სამიზნეა
წლების განმავლობაში, რუსულ მედიაში ცირკულირებდა კონსპირაციული მოსაზრებები ამერიკის ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - მათ შორის, ყურადღების ცენტრში მუდმივად იყო ლუგარის ცენტრი. მოგვიანებით, რუსულმა და ჩინურმა დეზინფორმაციულმა მანქანებმა ლუგარის ცენტრი დააკავშირეს კორონავირუსთან და გაავრცელეს სხვადასხვა ბრალდება მის მიმართ.
გახსნიდან (2011 წელი) მოყოლებული, ლუგარის ცენტრი მუდმივად იყო რუსეთის საინფორმაციო ომის სამიზნე (ბოლო ხანებში ჩინეთიც შეუერთდა ამ ტრენდს). წლების განმავლობაში, რუსული მედია და პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ ლუგარის ლაბორატორიას ისეთი დაუჯერებელი ბრალდებებით, როგორებიცაა: რუსეთში H1N1 ვირუსის გავრცელება, მწერების განზრახ დაინფიცირება ზინკა ვირუსით და შემდეგ მათი გაშვება რუსეთში, საშიშ პათოგენებზე მუშაობა და ტესტირებები საქართველოს მოსახლეობაზე.
2018 წლის აპრილში, ბრიტანეთის მიერ რუსეთის სოლსბერის თავდასხმაში ღიად დადანაშაულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ისაუბრა პენტაგონის მსხვილმასშტაბიან სამედიცინო-ბიოლოგიურ აქტივობებზე რუსეთის საზღვრებთან, რამაც წარმოშვა ბრალდებები რუსულ მედიაში სკრიპალის საქმეში გამოყენებული ნერვული აგენტის (ე.წ ნოვიჩოკი) შესაძლო ქართული წარმომავლობის შესახებ (ლუგარის ლაბორატორიიდან). თავად პუტინმაც კი, ვალდაის კლუბის ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღნიშნა — "ეს კვლევები (ლუგარის ლაბორატორიაში) წარმოადგენს გენეტიკის დარგის უახლესი მიღწევების გამოყენებით ისეთი წამლების შექმნის მცდელობას, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას მოახდენენ ადამიანებზე მათი ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე.
2020 წლის, 17 აპრილის ბრიფინგზე, ზახაროვა კვლავ დაესხა თავს ლუგარის ლაბორატორიას და ამერიკელები დაადანაშაულა ექსპერიმენტული საქმიანობის გაფართოების მცდელობაში.
რაც შეეხება ჩინეთს, 29 აპრილს, ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გენგ შუანგის, ბრალდება აშშ-ს მიერ დაფინანსებული იმ ბიო-ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც განთავსებულია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. მისი რუსი კოლეგების მხრიდან გამოხატული შეშფოთების შემდეგ, გენგმა აშშ-ს მთავრობა ლაბორატორიების უსაფრთხოებისა და ფუნქციონალურობის ცდომილებაში დაადანაშაულა. მან არ დაასახელა კონკრეტული ბიოლოგიური ცენტრები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან ყურადღება ვიწრო გეოგრაფიულ მასშტაბზე გაამახვილა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრალდება ანალოგიურად იყო მიმართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ცენტრის ეფექტური მუშაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, როდესაც მოახერხეს ვირუსის სწრაფად დადგენა, გამჭვირვალედ მკურნალობა და მისი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების თავიდან აცილება.
2 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ჩინეთის ელჩს ლი იანს, სადაც განიხილეს აშშ-ს მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრალდებები. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ჩინეთი აფასებს ლაბორატორიის ეფექტურ მუშაობას პანდემიის დროს, ხოლო ადგილობრივ (ჩინურ) მედიას კი მსოფლიო შეცდომაში შეყავს. ქართულ-ჩინური მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მექანიზმის ხშირი სამიზნეა, და რომ ჩინეთი არ გახდება მსგავსი პოლიტიკის მონაწილე.
ქვეყნის შიგნით არსებული პრო-რუსული მედია საშუალებებიც აქტიურად იმეორებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში 4 მაისს, საქინფორმმა გაავრცელა ინტერვიუ მის მთავარ რედაქტორთან ანრო ხიდირბეგიშვილთან, სადაც ის აღნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორია სინამდვილეში არის ამერიკის სახმელეთო ძალების საიდუმლო იარაღი და რომ მისი ქართული მფლობელობა არის ფიქტიური.
COVID-19-თან დაკავშირებული ყალბი ამბები
ამერიკელები წამლებს ქართველებზე ცდიან — კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია გილეადის წარმოებული ექსპერიმენტული წამლის Remdesivir-ის შესახებ დაწერილი News-Front-ის სტატია აშშ-ს საქართველოს მოქალაქეებზე ექსპერიმენტების წარმოებაში ადანაშაულებს. გამოცემა მიანიშნებს, რომ იმავე კომპანიის მიერ წარმოებული და აშშ-ს ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის C ჰეპატიტის სამკურნალოდ გადმოცემული პრეპარატი Sovaldi, საშიშია. პირველად სოვალდის შესახებ კონსპირაციის თეორიები საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა და მას ვალდიმირ პუტინიც შეუერთდა. საინტერესოა, რომ სოვალდი რუსეთის ფედერაციაში 2016 წლიდან არის რეგისტრებული ხოლო 2019 წელს ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შეიყვანეს.
COVID-19 სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს აუარესებს
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ და არაერთი ყალბი ინფორმაციის ავტორმა ნიკოლოზ მჟავანაძემ წამროუდგენელი კონსპირაციის თეორია გააჟღერა, რომლის თანახმადაც ახლახან მარნეულში კარანტინით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციები აზერბაიჯანული გეგმის ნაწილია, რომელიც უახლოეს მომავალში ქვემო ქართლის ოკუპაციას ითვალისწინებს.
სოციალიზმი COVID-19-ის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია
29 აპრილს sputnik-ossetia-მ საყვედური იმ ქვეყნების მიმართ გამოთქვა, რომლებსაც ფასიანი ჯანდაცვის სისტემა აქვთ და განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებშიც უფასო სამედიცინო სისტემა მოქმედებს, მაგალითად რუსეთი, პანდემიასთან ბრძოლაში უფრო ეფექტურია. კრემლისტური მედიის ტელეკომპანია ობიექტივის წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ იგივე ნარატივი გააჟღერა და რუსეთი ვირუსთან სოციალისტური მეთოდით ბრძოლისათვის — პაციენტების უფასოდ მკურნალობისათვის შეაქო.
COVID-19 მსოფლიო დღის წესრიგს ცვლის
რუსულ ვებ-გვერდ fondsk.ru-ზე დაყრდნობით Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მსოფლიოს ცვლის. სტატიის თანახმად, პაქსამერიკანას, ნატოს და ევროკავშირის დრო წასულია და კორონავირუსი უფრო სანდო აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. სტატიის ავტორი გვიამბობს გერმანიიდან და პოლონეთიდან გამოძევებული უკრაინის მოქალაქეების ისტორიას, რომლებმაც რამდენიმე საზღვარზე გაათენეს.
კორონავირუსის გავრცელება ადამიანის რასაზეა დამოკიდებული
Sputnik Georgia-ს სტატიის სათაურმა "COVID-19-ით სიკვდილიანობა შესაძლოა ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებოდეს: ბრიტანული კვლევა" მკითხველები შეცდომაში შეიყვანა და აფიქრებინა, რომ ვირუსი მხოლოდ კონკრეტული რასის ადამიანებს აზიანებს. სინამდვილეში, სტატიაში მოყვანილი კვლევის ავტორებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში სიკვდილიანობის განსხვავებული მაჩვენებელი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებით ახსნეს.
კონსპირაციის თეორიები COVID-19-სა და 5G-ს შორის კავშირზე
საქართველოში სოციალურ მედიაში ათასობით ქართველი განიხილავს შეთქმულების თეორიას 5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსს შორის სავარაუდო კავშირის შესახებ. თეორიები, თითქოს მობილურმა ტექნოლოგიამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას, უკვე წლებია ვრცელდება. The New York Times-ის შარშანდელი კვლევის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის კამპანია 5G-ის საფრთხის შესახებ ცდილობდა შიშის დათესვას. მაშინ მსგავსი დისკუსიები, დიდწილად, ფართო განხილვის საგანს არ წარმოაგენდა. თუმცა, COVID-19–ის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა მზარდმა შფოთვამ და დაბნეულობამ, ამ შეთქმულებების გასავრცელებლად ნოყიერი ნიადაგი შექმნა.
ცნობილი ადამიანები, რომელთაც მილიონობით მიმდევარი ყავთ, 5G-ის შეთქმულების თეორიის გავრცელებაში ამ წლის მარტიდან ჩაერთნენ. ცრუ და შეცდომაში შემყვანმა განცხადებებმა მატერიალური ზარალი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, შეთქმულების თეორიის გავრცელების შედეგად, მოქალაქეებმა ანძებს ცეცხლი წაუკიდეს. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ნიდერლანდებსა და ბელგიაში.
აღნიშნულ კონსპირაციასთან Facebook-ის და YouTube-ის ბრძოლის მცდელობების მიუხედავად, 5G-ის შეთქმულების თეორია ონლაინ სფეროში მაინც ვრცელდება.
საქართველოში 5G-კორონავირუსის შეთქმულების უმეტესობა ვრცელდება და განიხილება ფართომასშტაბიან ქართულ ფეისბუქ ჯგუფში, სახელწოდებით: STOP 5G GEORGIA !!!, რომელიც 2020 წლის 7 აპრილს შეიქმნა და უკვე 21 000 წევრი ჰყავს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯგუფი სწრაფად გაფართოვდა. აპრილის ბოლოს, ჯგუფში გაზიარებულ ინფორმაციასთან ადამიანების ინტერაქცია და ჩართულობა 126,000-ს უახლოვდებოდა. ჯგუფში აქტიურად ზიარდება ამბები სხვადასხვა ქვეყანაში ანძებისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ და მხარდაჭერა გამოიხატება მსგავსი საქციელის ჩამდენების მიმართ. ჯგუფის ადმინისტრატორები ცდილობენ ხალხის მობილიზებას, მეტი წევრის მიზიდვას და საქართველოში 5G–ის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას.
5G-კორონავირუსის შეთქმულების თეორია იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ონლაინ დეზინფორმაციამ მატერიალური ზიანი გამოიწვიოს. ვრცლად წაიკითხეთ DFRLab-ის კვლევაში.
ირაკლი სესიაშვილმა Daily Mail ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა
9 მაისს, ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail გამოაქვეყნა სტატია საქართველოში ჰაკერების ჯგუფთან დაკავშირებით (რომელიც კრემლსა და რუსეთის სადაზვერვო უწყებებთანაა დაკავშირებული), რომელთა წყალობითაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ბრიტანული ლაბორატორიების მიერ COVID-19-ზე ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ, და რომლის სანაცვლოდაც ბრიტანეთისგან 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ბრიტანული გაზეთი დაუდასტურებელი მოხსენების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს ბრიტანელ კოლეგებთან, რომლებიც მხარში ედგნენ საქართველოს მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა მას. ამიტომ, როგორც იგი ამტკიცებდა, უკიდურესად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქართულ სპეცსამსახურებს გაპარვოდათ (ან არ შეემჩნიათ) ამ ტიპის ნებისმიერი ინფორმაცია. ბ-ნ სესიაშვილმა გამოთქვა მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს არაფერი აქვს საერთო ამ ნეგატიურ მოვლენასთან.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილად არ გააჩნიათ სათანადო მოვალეობრივი კვლევის უნარი და არ იცოდნენ რუსი კიბერ-კრიმინალების არსებობის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მოქმედი მაღალჩინოსნის, ირაკლი სესიაშვილის მხრიდან წამოსული დაუსაბუთებელი და ორაზროვანი ბრალდებები Daily Mail-ის წინააღმდეგ, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მთავრობის გაცნობიერებული თანხმობა საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის კიბერ მაქინაციების მიმართ.
ატლანტიკური საბჭოს DFR Lab-მა აპრილში Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების შესახებ დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა, რომელიც ესპერსონას, ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირის (კოკა ყანდიაშვილის) საკუთრებაში არსებულ მედიას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ Facebook-მა ასევე წაშალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი. Facebook-მა, ანგარიშების წაშლამდე, DFR Lab-ს ესპერსონასთან დაკავშირებულ 488 ანგარიშზე მისცა წვდომა. კვლევამ არაავთენტური გვერდები, ჯგუფები და რადიკალური საინფორმაციო სააგენტოები გამოავლინა, რომლებიც ესპერსონას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, წაიშალა Instagram-ის 43 ანგარიშიც, რომელიც აღნიშნულ ქსელთან იყო დაკავშირებული.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 12 არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლებიც სხვადასხვა Facebook ჯგუფში ნიუსფრონტის მასალებს ავრცელებდნენ. Facebook-მა წაშალა როგორც აღნიშნული ანგარიშები, ასევე ნიუსფრონტის გვერდის ადმინისტრატორის პირადი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშები პოლიტიკური პოლარიზაციის ხელშეწყობას ცდილობდნენ. ISFED-მა აღმოაჩინა, რომ არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ნიუსფრონტის მასალას ავრცელებდნენ, ასევე საპენსიო სააგენტოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდამჭერ კამპანიებში იყვნენ ჩართულნი. ISFED-ის ცნობით, Facebook-მა აგრეთვე წაშალა სპუტნიკ საქართველოსთან დაკავშირებული Facebook-ის ანგარიშები და გვერდები.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) რუსული მედიის, ნიუსფრონტის ქართული ფილიალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა ნიუსფრონტის Facebook ექაუნთები წაშალა, GRASS-ის კვლევის მიხედვით, ნიუსფრონტ სოციალურ მედიაში ინფრასტრუქტურის აღდგენას ისევ ცდილობს. ამ მიზნით, აღნიშნული კრემლისტური მედია, ნიუსფრონტთან წარსულში კავშირში შემჩნეული პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაზეთის Facebook ჯგუფებსა და გვერდებს იყენებს.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
კომენტარები