ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა — გიგა ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ენმ-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს.
გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის მმართველობა, ისე სააკაშვილის 2012 წლამდე პერიოდში ყურება არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ენმ-ის მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შესთავაზა საზოგადოებას.
"ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს. პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის ევროპული საქართველო, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები.
გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში, ეს ჩაშალა სააკაშვილმა, საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი და რაიმე ახალი აღმოსაჩენი არც აქ არ იყო. ჩვენთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა. ეს იყო ცნობილი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ არაერთხელ. თუკი ენმ გამოიჩენდა პასუხისმგებლობას, ეს იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა პირადად, თავისი ამბიციების და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო", — აცხადებს ბოკერია.
მისივე თქმით, დღევანდელი მძიმე რეალობა და ივანიშვილის მმართველობა უნდა შეიცვალოს.
"მისი დარჩენა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა და ამავდროულად, სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ქვეყნისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამას აკეთებს ყოველთვის,სადაც ამის შესაძლებლობა არის,ხოლო სააკაშვილის და ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს გვატრიალოს იგივე წრეზე, ეს კი უნდა შეიცვალოს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები