ღიად პრორუსული პარტიის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ნაძალადევში მაჟორიტარად იყრის კენჭს. იგი პარტიის აქციაზე კანდიდატად დავით თარხან-მოურავმა წარადგინა.

აღნიშნულ ოლქში მისი კონკურენტები ლეიბორისტული პარტიიდან შალვა ნათელაშვილი და ქართული ოცნებიდან მიხეილ ყაველაშვილი იქნებიან.

გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა თბილისსა და რეგიონებში. გლდანში მათი კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი იქნება. ამასთან, ნანა დევდარიანი ვაკეში იბრძოლებს. ხოლო ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ერეკლე საღლიანი იქნება.

ამავე თემაზე:

  1. მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისთვის