სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურმა On.ge-ის უთხრა, ამ დროისთვის 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები.

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. მონაცემები StopCov-ზე ახლახანს განახლდა. დილას განახლებული ვერსიით, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 იყო.