შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ.
"იმედი არ მაქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო პროცესები ჩატარდება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და მხარეებს მოგვეცემა თანაბარი შესაძლებლობები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე", — განაცხადა გვიშიანმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა. იგი გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულის ზ.ხ-ს მოთხოვნას გამოძიებაში სიცრუის დეტექტორის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ დაცვის მხარეს აქვს მასთან დაკავშირებით გამოცდილება და მიიჩნევს, რომ ეს საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაა, მათ შეუძლიათ ამ ფორმის გამოყენება.
"სიცრუის დეტექტორი არ არსებობს. სამართლებრივად საქართველოში ეს დეტექტორი არ გამოყენებულა, როგორც პროცესუალურად, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება და ასეთს არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება და ისინი თვლიან რომ ეს არის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ. ასევე, შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, იმ შემთხვევაში თუ თავად ვერ ატარებენ ღონისძიებას", — აღნიშნა პროკურორმა სასამართლოს დაწყებამდე.
18 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თქვა, რომ მისმა შვილმა შიმშლობა დაიწყო. ბრალდებულის მთავარ მოთხოვნას, როგორც მისი, ასევე მოწმეების ჩვენებების სიცრუის დეტექტორში გატარება წარმოადგენს. შიმშილობა დაიწყო ასევე, ბრალდებული ზ.ხ-ს მამამ და ბებიამ.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს - ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მთაგან ორს - ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
კომენტარები