NASA-ს ბურღი ოფიციალურად მარსის რეგოლითშია
გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის მიხედვით, NASA-ს როვერ InSight-ის ბურღი უკვე დადასტურებულად მარსის ზედაპირის ქვეშაა.
ივნისში ასტრონომებმა მარსის რეგოლითში მოთავსებული ბურღი შესამოწმებლად უკან ამოწიეს და შემდეგ ისევ თხრა განაგრძეს. ივლისში განახლებული ცნობებით კი ბურღის ზედაპირზე მოთავსებული ნიჩბის შიგნით რეგოლითის ნაწილები მოხვდა, რაც იმის მიმანიშნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ბურღი ერთ ადგილას ტრიალებდა და ნიჩბის ძირს ეხლებოდა.
თავდაპირველად მკვლევრებს ეგონათ, რომ რეგოლითი ბურღის მიერ აქამდე გათხრილი ხვრელის გვერდებიდან ჩაიყარა ნიჩაბში, თუმცა საბედნიეროდ, აღმოაჩინეს, რომ ბურღი უკვე თითქმის მთლიანად იყო ქვიშით დაფარული. ბურღის სრულად ქვიშით დაფარვას იმისთვის საკმარისი ხახუნის გამოწვევა შეუძლია, რომ მან წინ წაწევა დაიწყოს და მაქსიმალურ სიღრმეს, სამ მეტრს მიაღწიოს.
ბურღის მიზანი მარსის შინგითა ტემპერატურის გაგებაა. მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად ჩაიმარხა, თერმული და მექანიკური კონტაქტი გაუმჯობესდა, სწორედ ამიტომ ასტრონომები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
თუმცა სანამ ამ სასიამოვნო ახალ ამბავს გაიგებდნენ, მათ ბურღის მდგომარეობის გასაგებად რამდენიმე სარისკო მანევრის ჩატარება მოუხდათ: ინტენსიური დისკუსიების შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა, რომ ბურღის ზედა სარქველს ნიჩბით დაწოლოდნენ — გასულ თვეებში სწორედ მსგავსი მეთოდი ამართლებდა. თუმცა რადგან ნიჩაბი ორმოში აღარ ეტეოდა, ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, გუნდმა ბურღის ზევით არსებული რეგოლითის გადაფხეკის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ამის მერე დაწოლოდნენ ნიჩბით ხელსაწყოს.
"ამ მეთოდით სრულ წარმატებას მივაღწიეთ — ის იმაზე ეფექტიანი გამოდგა, ვიდრე ვვარაუდობდით. შედეგად ქვიშამ ორმო მთლიანად ამოავსო. ბურღი ახლა მთლიანად დაფარულია, თუმცა ქვიშის მხოლოდ თხელი ფენით", — განაცხადა გუნდმა.
კომენტარები