საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ახალ ფორმატში განაგრძობს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამა ლიდერატორის განხორციელებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ბანკი სტუდენტებს დასაქმების ახალ ფორმატს სთავაზობს.
Covid 19-ის პირობებში პროგრამა სრულად გადაეწყო ციფრულ სწავლებაზე და ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის III-IV კურსის სტუდენტებს პროგრამის ახალი, ციფრული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ლიდერატორის ორი პროგრამის — ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების — დისტანციურად განხორციელება უკვე დაიწყო. სტუდენტებმა დაასრულეს ტრენინგების ეტაპი და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც მოიაზრებს სრულიად Agile მეთოდოლოგიების გამოყენებას. ლიდერატორის დანარჩენი 7 პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება.
"განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა, სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
სტუდენტური პროგრამა ლიდერატორი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. ის სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. 2020-ში დაგეგმილი ლიდერატორის სტუდენტური პროგრამები მრავალფეროვანია და 9 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მონაცემთა მეცნიერება, ბიზნესის განვითარების ანალიტიკა, ბიზნესის ეფექტურობა, კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება, ფინანსური მენეჯმენტი, საცალო საბანკო მომსახურება (RB, SOLO) და ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნული პროგრამები ბანკის მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-ს მოიცავს.
ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია, გრაფიკი არის სტუდენტებზე მორგებული და მოიცავს ტრენინგს. ყველა მონაწილეს ჰყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც სწავლაში და სამუშაოს შესრულებაში მას მხარს უჭერს, რთავს გუნდის საქმიანობაში და უბრუნებს უკუკავშირს. პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ გამოცდილებას როტაციული პრინციპით. პროგრამის ხანგრძლივობა 6-12 თვემდე მერყეობს. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის თანამშრომელია.
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
კომენტარები