იაკობ ბრეგვაძის თქმით, ქებაბ ჰაუსი თვითონ Google Map-ზე მოძებნა
ფოტო: იაკობ ბრეგვაძე / Facebook
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე ტელეკომპანია ფორმულასთან 19 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, პოლიციასთან დარეკვის დროს რესტორანი ქებაბ ჰაუსი, რომელთანაც ის იმალებოდა, Google Map-ზე იპოვა.
როგორც ბრეგვაძე შაბათის ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს ყვება, მას შემდეგ, რაც არაგვის ხიდთან მანქანა გაჩერდა და მათკენ რამდენიმე პირი გაემართა, ის ღობეს გადაახტა და შენობაში დაიმალა.
"კამერა ხელში მეჭირა, ოღონდ გათიშული იყო მაგ დროს, რადგან არაფერს არ ვიღებდი. ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველვავი, როცა ავედი ზევით მეორე სართულზე. გავიქეცი, ღობეს გადავხტი. ზევით რომ ავედი, კამერა ჩანთაში ჩავდე იმიტომ, რომ ვინმე რომ გამომკიდებოდა, რამე არ მომსვლოდა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რადგან რომ დავენახე ამოვიდოდნენ", — ყვება ბრეგვაძე.
მისივე თქმით, მეგობრებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა, რადგან არ უნდოდა, ენერვიულათ, ამიტომ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. იგი ადასტურებს, რომ თავდაპირველად 111-ში დარეკა.
- იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს, დაურეკა უცნობ პირს, რომლის ნომერი არ ფიქსირდება — მთავარი
- "მალე მოდით, დაშავებულებიც იქნებიან" — შსს 112-ში იაკობ ბრეგვაძის სატელეფონო ზარს ასაჯაროებს
"112-ს არც ვიყენებ და ნომერი არც ვიცოდი კარგად. მერე დავრეკე 112-ში, ველაპარაკე ოპერატორს. Google Map-ზე იყო ქებაბ ჰაუსი, ახლოს რაც იყო. მე იქიდან არც გადამიხედავს და ქაბაბ ჰაუსი საერთოდ აწერია თუ არა, ეგეც არ ვიცი. Google Map-ზე ვნახე ქებაბ ჰაუსი", — აცხადებს ბრეგვაძე.
მისივე თქმით, ქვევიდან ისმოდა ხმაური, თუმცა გარკვევით არა. ამასთან, იგი ამბობს, რომ 112-ში დარეკვის შემდეგ დაინახა, მანქანა წასულიყო და გადაწყვიტა დარჩენილ ორ ბიჭს, გიორგი ქათამაძესა და ვახო ახვლედიანს, დახმარებოდა, თუმცა მეორე მანქანა გამოჩნდა და ისევ დაიმალა.
"მაგ დროს მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. მე უცბად ამოვბრუნდი უკან. მერე, როცა უკვე ეს მანქანაც აღარ იყო და საერთოდ აღარაფერი აღარ ხდებოდა, მაგ დროიდან უკვე ჩავედი დაბლა, გადავედი ტყეში, დავრეკე 112-ში თუ დამირეკეს, არ მახსოვს, და მითხრეს, უკვე გამოვგზავნეთო და მაგ დროს ვუთხარი, რომ აღარაფერი აღარ ხდება და რაღა აზრი აქვს".
- პირველი კონფლიქტი დიჯეის გამო დაიწყო, მეორეს მიზეზი არ ვიცი — რას ამბობს ანი გაბეჩავა
- პროკურატურა ადასტურებს, რომ სოცქსელებიდან შესაძლო წაშლილ მასალებზე დახმარება აშშ-ს სთხოვეს
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები