იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს, დაურეკა უცნობ პირს, რომლის ნომერი არ ფიქსირდება — მთავარი
ფოტო: facebook.com/koba.bgregvadze
მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს 112-ში არ დაურეკავს.
ტელეკომპანია ამბობს, რომ თავდაპირველად ბრეგვაძემ, სავარაუდოდ, შეცდომით 111-ზე დარეკა. სატელეფონო ამონაწერში, რომელსაც მთავარი არხი ავრცელებს, ეს ზარი 19 ივნისის 00:49:53 საათზე ფიქსირდება.
ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ 20 წამში ის რეკავს უცხო ნომერზე, რომელიც არ ფიქსირდება. საუბარი 91 წამის განმავლობაში გრძელდება.
"2020 წლის 19 ივნისს 00:50:13 საათზე იაკობ ბრეგვაძე ხსენებული ხსენებული ტელეფონის ნომრით ახორციელებს სატელეფონო ზარს. თუ რა ნომერს უკავშირდება დეტალურ ნუსხაში მითითებული არ არის. საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 91 წამს, ლოკაცია ფიქსირდება "Tsitsamuri Road, Mtskheta"-ანძაზე", — წერია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
აქვე ჩანს, რომ ხუთ წუთში, 00:55:22 საათზე, ბრეგვაძის ტელეფონზე არის შემომავალი ზარი ნომრიდან 5775271**, საუბრის ხანგრძლივობა 81 წამია. მთავარმა არხმა მითითებულ ნომერზე დარეკვით დაადგინა, რომ ის მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს ეკუთვნის.
ამ ზარის შემდეგ ბრეგვაძე იყენებს ინტერნეტს, მერე კი ფიქსირდება გამოტოვებული ზარი, თუმცა არ ჩანს ნომერი. ბოლო ზარიდან დაახლოებით სამ წუთში, 01:08:12 საათზე ის რეკავს მობილურის ნომერზე 5775560**, რომელიც მთავარი არხის ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის. საუბარი 70 წამის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი მას ურეკავენ 112-დან (01:09:32). ამ შემთხვევაში ზარის ხანგრძლივობა 133 წამია, ანუ ორ წუთზე მეტი.
ფოტო: On.ge
ამის შემდეგ, მას აქვს შემომავალი ზარები სამი სხვადასხვა ნომრიდან. 01:19:32-მდე მის ლოკაციად კვლავ Tsitsamuri Road, Mtskheta რჩება.
იმ სატელეფონო ჩანაწერის პირველი ნაწილი, რომელიც შსს-მ გაავრცელა და თქვა, რომ ბრეგვაძის პოლიციაში პირველ ზარს ასახავს, 1 წუთისა და 18 წამის განმავლობაში გრძელდება. უწყებას მიერ დამონტაჟებულ ნაწილში ვერ მოხვდა საუბრის დასაწყისი, სადაც სავარაუდოდ, გამოჩნდებოდა, ვინ დარეკა — ბრეგვაძე დაუკავშირდა 112-ს თუ 112 ბრეგვაძეს.
01:19 წუთზე იაკობ ბრეგვაძესთან კვლავ მცხეთის პოლიციიდან რეკავენ და ორ წუთზე მეტხანს ესაუბრებიან.
პოლიციელების ჩვენებაში, რომელიც მთავარმა არხმა გაავრცელა, ვკითხულობთ:
"დაახლოებით 01:15-01:16 წუთზე, სანამ არაგვის ხიდზე გადავდიოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე ინფორმაციას. მან განგვიცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, ე.წ. ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ. ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავალ პირებს დაუწყეს გინება. მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და იქ კიდევ რა მოხდა, აღარ დაუნახავს"
რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერის მეორე ნაწილს, ე.წ. გაუქმების ზარს, მთავარი არხი ამტკიცებს, რომ ზარი გაყალბებულია. ტელევიზიას ამის არგუმენტად საქმის მასალებში არსებული ამ ფაილის შედგენის თარიღი მოჰყავს — 2020 წლის 30 ივნისი, 11:10:46 საათი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხმის ჩანაწერში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ ფიქსირდება, რომელ საათზე ესაუბრა ბრეგვაძე ოპერატორს. უწყება მიუთითებს, რომ მათ მიერ გასაჯაროებული მასალა არის იაკობ ბრეგვაძის მიერ 112- ში განხორციელებული ზარი და ასევე, 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებული ზარი იაკობ ბრეგვაძესთან.
კიდევ ერთ დეტალი, რომელზეც მთავარი არხის საუბრობს, ისაა, რომ საქმის მასალებში არ არის იაკობ ბრეგვაძის მიერ მცხეთაში გადაღებული არც ერთი ფოტო, მიუხედავად იმისა, რომ ის დაბადების დღეზე ფოტოაპარატით იმყოფებოდა. სამაგიეროდ, არის იმავე ღამეს თემქაზე გაგრძელებულ წვეულებაზე გადაღებული ფოტოები, მათ შორის წაშლილები, რომლებიც პოლიციამ აღადგინა.
იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთია იმ 5 ადამიანიდან, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად მცხეთის აგარაკიდან წამოვიდა. ის იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზეც, სადაც მათ მანქანა მიუახლოვდა და მასში მჯდომი პირები ფეხით მოსიარულეებს თავს დაესხნენ.
იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის ნათესავია, კერძოდ კი, როგორც გიორგობიანმა ფეისბუქზე დაწერა, მამამისის დის შვილიშვილი.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ! ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ!
-
კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ახალი ეპიზოდი, 16 ივნისს YouTube-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
-
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა
გადახედვა
-
ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს
გადახედვა
-
რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას? რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას?
-
100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს რა მსოფლიო ჩემპიონატი? აი, რას უნდა უყუროთ ამ ზაფხულს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
გადახედვა
-
"ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს "ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს
გადახედვა
-
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა? რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?
გადახედვა
-
ეს ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია — ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ეხმიანება ეს ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია — ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ეხმიანება
გადახედვა
კომენტარები