საგანგებოს დროს "ოცნების" შემომწირველების კომპანიებმა შესყიდვებით 45 მლნ-ის კონტრაქტები მიიღეს — TI
ფოტო: Simone Golob / Getty Images.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის თანახმად, ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში სულ მცირე 45 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. ეს ფული აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული ფინანსების 35%-ია.
საგანგებო მდგომარეობის დროს სულ 557 მილიონი ლარის ღირებულების 1 495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. TI-ში აცხადებენ, რომ 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.
კვლევის თანახმად, არის რამდენიმე ისეთი შესყიდვა, როდესაც მიმწოდებელს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებიდან 974 უკვე შედგა ან შეთავაზებები გაკეთდა, საიდანაც 580 ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, 400-მდე ტენდერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, დანარჩენი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.
"გამოდის, რომ ყოველი მეორე ტენდერი კონკურენციის გარეშე შედგა [...] ჯამში 235 მლნ ლარი განაწილდა ისეთი ტენდერების მეშვეობით, რომლებშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ტენდერების ჯამური თანხის 54%-ია. 137 მლნ ლარი კი ორ პრეტენდენტიანი ტენდერების გზით განაწილდა. მთლიანობაში ერთ ან ორ პრეტენდენტიან ტენდერებში ჯამური თანხის 85% დაიხარჯ(ებ)ა", — აღნიშნულია კვლევაში.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
TI-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127,2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა. კვლევის მიხედვით, 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო 29,2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა.
გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა — 24,4 მლნ ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა. შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23,6 მლნ ლარით.
მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. TI-ში აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ანალიზსა და კორუფციული რისკების კონტროლს ართულებს.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები