როგორ ეხმარება NATO და EU საქართველოს არჩევნების წინ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში
კორონავირუსის პანდემიამ პროპაგანდის ახალი წყაროები წარმოქმნა, რაც დამატებით პრობლემად იქცა დაავადებასთან მებრძოლი ქვეყნებისათვის. მათ არა მხოლოდ ჯანდაცვის გამოწვევები უნდა გადაეჭრათ, არამედ საინფორმაციო ომშიც ჩაბმულიყვნენ პრორუსულ აქტორებთან. ნატოსა და ევროკავშირის ერთობლივ ონლაინ ღონისძიებაზე მოწვეულმა სპიკერებმა სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს. მათი საუბრის ფოკუსი კი საქართველო იყო.
"ნატო და ევროკავშირი მრავალი წელია, რაც საქართველოსთან ერთად მუშაობენ, რომ არსებობდეს საერთო მიდგომა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, თუმცა ყველა ჩვენგანისთვის ახალია ის, რომ COVID-19-ის პანდემიას მხარეები პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებენ. დეზინფორმაცია ისეთი სერიოზული და საშიში გახდა, რომ მას სახელმწიფოების უმაღლესი წარმომადგენლებიც კი განიხილავენ, როგორც EU-ში, ისე ნატოში", — განაცხადა ვებინარის მოდერატორმა, — "საქართველო მრავალი წელია, რაც რუსეთიდან პროპაგანდის, "სიტყვებით ომის" სამიზნეა. ამ პრობლემასთან ბრძოლაში ჩვენ მას მარტო არ ვტოვებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება".
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:
- ოლივერ რენშლერი — ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი;
- ჯეიმს აპატურაი — კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი;
- ირაკლი ჩიქოვანი — პრემიერმინისტრის მრჩეველი და პრესსპიკერი;
- თამარ კინწურაშვილი — მედიის განვითარების ფონდი, MDF-სა და მითების დეტექტორის აღმასრულებელი დირექტორი;
- ეთო ბუზიაშვილი — DFRLab-ის მკვლევარი.
ოლივერ რენშლერი
რენშლერის თქმით, "ამ უპრეცედენტო კრიზისთან" გასამკლავებლად ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4 მილიონი ევრო გამოყო და ამასთან ერთად, 25 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები მოიძია.
ვროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის სიტყვებით, ევროკავშირი თვალს ადევნებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფოდემიას და დოკუმენტიც გამოიცა, სადაც განხილულია დეზინფორმაციის ის მრავალი მაგალითი, რომელიც ახლა საქართველოში ვრცელდება.
ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, პანდემიის პარალელურად EU ონლაინ ტრენინგებს ატარებდა, რომლითაც ახალგაზრდებს ეხმარებოდა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევაში. მან ლუგარის ლაბორატორიაც გამოყო, რომელიც ხშირად ხდება პროპაგანდის სამიზნე.
"მიხარია, რომ ნატო და ევროკავშირი ერთიანი ძალებით ცდილობენ საქართველოს საინფორმაციო სივრცის დაცვას", — დასძინა რენშლერმა.
ჯეიმს აპატურაი
ნატოს გენერალური დირექტორის წარმომადგენლის თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის დროს სამი მთავარი ნაბიჯია შესასრულებელი:
- პრობლემის ეფექტური, სწრაფი აღმოჩენა;
- ერთმანეთთან თანამშრომლობა და მოქმედება;
- სიმტკიცისა და გამძლეობის გამოჩენა.
"რუსეთი ჩინეთთან კოორდინირებულად მოქმედებს დეზინფორმაციის გავრცელებაში და ჩვენ ამას დასავლეთის ქვეყნებშიც ვხვდებით და საქართველოშიც. ამ დეზინფორმაციისა და ნარატივის ნაწილით ისინი შესაძლოა ადამიანებს არ არწმუნებენ სიცრუეში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქმნიან ეჭვებს, რაც მათი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია".
აპატურაი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია ასეთ დროს პარტნიორებისთვის მხარდაჭერის ჩვენება, სოლიდარობა და ერთიანობა და მხოლოდ "მახვილგონივრული მესიჯები" საკმარისი არაა.
"საქართველომ აპრილში კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ, ნატო დაუკავშირდა მოკავშირეებსა და ახლო პარტნიორებს. ნატოს საშუალებით, საქართველომ დახმარება მიიღო პოლონეთისგან, აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, სლოვაკეთისგან, ლიეტუვასგან, ესტონეთისგან და ბულგარეთისგან. ეს ქვეყნები ამტკიცებენ, რომ თანამშრომლობა ეფექტიანია".
აპატურაი ამბობს, რომ სიმტკიცე და გამძლეობა ინფოდემიის დროს სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად საზოგადოებამაც უნდა აჩვენოს:
"მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიასივრცე და მოქალაქეები ენდობოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან საზოგადოება დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადია. პროპაგანდის გამავრცელებლები ამბობენ, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდება პრობლემებს, ვერც ნატო, ვერც ევროკავშირი. ჩინეთისგან განსხვავებით, ისინი პირდაპირ არ ამბობენ, რომ მათ უნდა ვენდოთ.
რუსეთი ამბობს: "არ ენდო საკუთარ თავს და ქვეყანას, რადგან სიმართლე პირობითია. იქნებ ეს ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა? ან იქნებ საქართველოში?" [იგულისხმება ლუგარის ლაბორატორია]. რუსეთის პროპაგანდის გამო, ადამიანებს მართლაც სჯერათ, რომ ვაქცინის მიღების შემთხვევაში ბილ გეიტსი მათ სხეულში ჩიპს ჩანერგავს და ასე გააკონტროლებს, და ამ ადამიანების რიცხვი მაღალია, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა და სიმტკიცე მნიშვნელოვანია".
ირაკლი ჩიქოვანი
მოდერატორის კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება საქართველო პანდემიის პირობებში დეზინფორმაციას და რას სწავლობს ამ პროცესში, პრემიერმინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა:
"ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, თუმცა ამ წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ მარტო არ შეგვიძლია და ამიტომ ვთხოვთ დახმარებას ჩვენს მოკავშირეებს. პროპაგანდა ყველა ქვეყნისთვის თანაბარი გამოწვევაა და საქართველო ამ ბრძოლაში მართლაც მოწინავე ხაზზეა".
პრემიერმინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი უჭერს მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მან გაიხსენა ასევე საქართველოზე რუსეთის 2019 წლის კიბერშეტევა, როდესაც Serv.ge-ის სერვერებზე თავდასხმის შედეგად, საქართველოში სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციის 15 000-მდე საიტი გაითიშა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და მედიასაშუალებების საიტები. რამდენიმე ტელევიზიამ ფუნქციონირება შეწყვიტა:
"ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების დახმარებით შევძელით თავდასხმის წყაროს გამორკვევა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც გაეგო, საიდან მოდიოდა ის".
თამარ კინწურაშვილი
მედიის განვითარების ფონდ MDF-სა და მითების დეტექტორის აღმასრულებელმა დირექტორმა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ნატოსა და ევროკავშირის დახმარებას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" უწოდა. მისი თქმით, კორონავირუსის დროს გავრცელებულ დეზინფორმაციას სამი მიმართულება აქვს და ყველა თანაბრად საფრთხის შემცველია. ესენია მტრული სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციული გავლენის მოპოვების მცდელობა, კლიკბეიტ საიტების ეკონომიკური ინტერესი და კონსპირაციული თეორიები:
"როცა ვსაუბრობთ სიმტკიცესა და გამძლეობაზე ამ პრობლემის მიმართ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში საფრთხე არ ექმნებათ. მათ თავდასხმის ნაცვლად მხარდაჭერა სჭირდებათ. აუცილებელია საზოგადოების ინფორმაციული გაძლიერება, თუ მათი დაცვა გვინდა ყალბი ამბებისგან და პროპაგანდისგან, განსაკუთრებით არჩევნების წინ".
კინწურაშვილის სიტყვებით, მისი ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს მთავრობასთან დეზინფორმაციასთან ბრძოლის ასპექტში და პრობლემად ხედავს იმას, რომ რუსული პროპაგანდის გამტარებელი მედია ხელისუფლებისგან მტრად არ აღიქმება და ამის ნაცვლად, ეს უკანასკნელი თავს ესხმის კრიტიკულად განწყობილ მედიას, რომელიც მთავრობისგან გავლენისგან თავისუფალია. MDF-ის დირექტორი გულისხმობს კახა კალაძის მხრიდან ტელევიზიების ფეიკ ნიუსების გავრცელებაში დადანაშაულებას.
"კვლევები აჩვენებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ პროპაგანდას აღიქვამენ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან. თუმცა, გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი მედიებით ვრცელდება. ეს მაშინ, როცა კრემლის დაფინანსებული სპუტნიკის რეიტინგი ამ მედიების რეიტინგზე დაბალია. სამწუხაროდ ნაციონალისტური მიმართულების მქონე ქართული ონლაინ მედია გამოცემების ნაწილი იგივე პროპაგანდას ავრცელებს, რომელიც გაჯერებულია მესიჯებით ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. ისინი აშშ-ს ოკუპანტს უწოდებენ და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ მედიების გავრცელებულ დეზინფორმაციაში საფრთხესა და პრობლემას ვერ ხედავს".
კინწურაშვილის აზრით, ამ მედიების გავრცელებული ყალბი ცნობები ბევრად დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის. ის ასევე აღნიშნავს ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში არსებული ინფორმაციის ნაკლებობას, რომლებიც ენის ბარიერის გამო ქართული მედიების მიერ გადამოწმებულ ფაქტებს ვერ ეცნობიან და წვდომა მხოლოდ რუსულენოვან, პროპაგანდისტულ მედიებზე აქვთ:
"არ არსებობს ალტერნატიული არხები, რომლითაც ეთნიკური უმცირესობები მათთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ ფაქტებს. არჩევნების წინ ეს პრობლემა კიდევ უფრო კრიტიკული ხდება, რადგან დემოკრატია ინფორმირებულად მიღებულ არჩევანს გულისხმობს".
თამარ კინწურაშვილი რუსეთის სტრატეგიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ინფორმაციული ქაოსისა და ეჭვის გაჩენას ცდილობს დასავლეთის სანდოობის, დემოკრატიული ინსტიტუტების ან სხვადასხვა პროექტის მიმართ. "რუსეთი ავრცელებს შიშს, რომელიც ასე ჟღერს: არ გააღიზიანოთ რუსეთი", — ამბობს კინწურაშვილი და მას მაგალითად ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობა და ანაკლიის პორტი მოჰყავს.
"თურქეთი ოკუპანტია - აცხადებს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედია და ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მოსკოვიდან გადაიტანოს, ან თანაბარ საფრთხედ წარმოადგინოს", — დასძენს ის.
ეთო ბუზიაშვილი
DFRLab-ის მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა არჩევნების წინ იმ ჯგუფების გაძლიერებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას აქტიურად ავრცელებენ.
"ასე ცდილობენ საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენას. ამასთან ერთად, კრემლი ფეისბუქის საშუალებით ცდილობს საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებას. ორივე ქმედება მიმართულია საქართველოს მისწრაფების წინააღმდეგ, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი".
ეთო ბუზიაშვილს ერთ-ერთ მაგალითად ანტიდასავლური და პრორუსული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი მოჰყავს, რომელიც NDI-ისა და IRI-ის ალტერნატიულ გამოკითხვებს ატარებს და ირწმუნება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საზოგადოების განწყობას იკვლევს. NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ის ასევე ახსენებს რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ცდილობს თავი დაბალანსებულ, მეინსტრიმულ მედია გამოცემად წარმოადგინოს, სინამდვილეში კი ხშირად ავრცელებს ყალბ ამბებს და ჰომოფობიურ ნარატივს.
"ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ რთულად მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას", — ამბობს ეთო ბუზიაშვილი ქვეყანაში არსებული გამოწვევაზე საუბრისას და დასძენს, რომ წელს პარლამენტში შესვლას რამდენიმე ანტიდასავლური პარტია ეცდება.
DFRLab დიდი ხანია, რაც არსებული და ახალ-ახალი ყალბი სიახლეების აღმოჩენაზე მუშაობს. ეთო ბუზიაშვილის თქმით, ბოლოს გავრცელებული დეზინფორმაციებიდან ერთ-ერთი მასშტაბური კამპანია კრემლის ერთ-ერთი ქსელიდან მოდის, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები მუშაობენ და კავშირშია უკრაინაში უკუპირებულ დონბასის რეგიონთან და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ორ მედიაგამოცემასთან:
"ქსელი ინფორმაციას რუსულის გარდა კიდევ რამდენიმე ენაზე ავრცელებს, მათ შორის ქართულადაც. ეს აჩვენებს, რამხელა რესურსს დებს რუსეთი, რომ პროპაგანდა დიდ მანძილზე გაავრცელოს და საქართველოს მოსახლეობაზეც იქონიოს გავლენა".
მაშინ, როცა საქართველო რუსეთის საინფორმაციო ომის წინა ხაზზე იმყოფება, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების წინ გადამწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვახვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება ხვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაუკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა უკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა
-
გადახედვააშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა აშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
-
-
გადახედვაოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
-
გადახედვათბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა
-
-
გადახედვალაშა ბაქარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, თეთრ ნაჭერზე შავი წრე დახატონ და როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო, ფანჯრიდან გადმოკიდონ ლაშა ბაქარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, თეთრ ნაჭერზე შავი წრე დახატონ და როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო, ფანჯრიდან გადმოკიდონ
-
გადახედვასპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნიკო მანაგაძის გამოკითხვა დასრულდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ნიკო მანაგაძის გამოკითხვა დასრულდა
-
გადახედვათბილისსა და ერევანს შორის რეგულარული რეისები დაინიშნა თბილისსა და ერევანს შორის რეგულარული რეისები დაინიშნა
-
გადახედვაჯენიფერ ლოურენსს ავღანელი ქალების უფლებებზე ფილმის გადაღების გამო აკრიტიკებენ ჯენიფერ ლოურენსს ავღანელი ქალების უფლებებზე ფილმის გადაღების გამო აკრიტიკებენ
-
გადახედვაორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
-
-
-
გადახედვა"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვატრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას გეგმავს ტრამპის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას გეგმავს
-
გადახედვასაქსტატი: მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა საქსტატი: მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
-
გადახედვარიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს რიკარდ იოზვიაკი: ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს
-
გადახედვაპროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ — 23 NGO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ — 23 NGO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვათინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე თინა ბოკუაჩავა: პაპუაშვილი ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე
კომენტარები