პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მაჟორიტარად დააყენებს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი მოგებისთვის ემზადება.

"ვაპირებ მაჟორიტარად დავაყენო კანდიდატურა, არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული, ეს არ იქნება თბილისი, შეიძლება იყოს ბორჯომი, შეიძლება სხვა მხარე იყოს. მე მგონი ყველგან მიმიღებენ, სადაც არ უნდა დავაყენო კანდიდატურა, ნებისმიერ მხარეში", — თქვა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ის კანდიდატურას მოგებისთვის და გამარჯვებისთვის აყენებს და არა არჩევნებში მონაწილეობისთვის. ინაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხვალ, 23 მაისს მეორე მოსმენაზეც დაუჭერს მხარს.