საპატრიარქოს განმარტება მეუფე თეოდორესთვის 1,5-მილიონიანი სახლის ჩამორთმევაზე
ფოტო: საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გაზეთ პრაიმტაიმის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მეუფე თეოდორესთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და მას "ჟურნალისტურ სიცრუეს" უწოდებს.
სტატიაში საუბარია, რომ მეუფე თეოდორეს სახლი ჩამოართვეს იმიტომ, რომ საპატრიარქოს გადასცემოდა, საპატრიარქო კი ამბობს, რომ აღნიშნული ბინა მეუფის არასოდეს ყოფილა და მასზე დროებით იყო გადაფორმებული:
"ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს".
საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ ბინის ღირებულება 1,5 მილიონზე ნაკლებია:
"ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269კვმ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონნახევარზე ბევრად ნაკლებია".
საპატრიარქოს თქმით, აღნიშნულ ბინაში ილია მეორე ნამყოფია, მეუფე თეოდორე კი არასდროს.
გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას სრულად:
ა.წ. 28 ნოემბერს გაზეთ „პრაიმ-ტაიმით“ გავრცელდა ირაკლი პაიჭაძის წერილი სათაურით: „მეუფე თეოდორეს მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს“, რომელიც ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ, გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს.
ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269კვმ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონ-ნახევარზე ბევრად ნაკლებია.
ამ ბინაში კათოლიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, ხოლო მეუფე თეოდორე არასდროს ყოფილა. წერილში კი ნახსენებია შენობის დარაჯი, რომელიც თითქოს ადასტურებს აღნიშნულ ფართთან მეუფის კავშირს.
ასე რომ, არანაირ „კორუფციულ გარიგებას” და „ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს” ადგილი არ ჰქონია. შემოთავაზებული ინტერპრეტაცია კი უხეში ცილისწამებაა.
არასწორი ინფორმაცია წერილში სხვაც ძალიან ბევრია და მათზე აღარ შევჩერდებით, დავძენთ მხოლოდ ერთს: სტატიის ავტორი დასაწყისში ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოში შექმნილი ჯგუფისაგან, რომელსაც დავალებული აქვს „მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა“.
ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოში ასეთი დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. საინტერესოა, საიდან იღებს ინფორმაციას და ვისთან აქვს კავშირი „პრაიმ-ტაიმის“ ჟურნალისტს?!
როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების „დანაშაულებრივ გარიგებებზე“ ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში.
გავიხსენოთ „სნოს” წყლის ამბავი და 15 მილიონად მისი „გაყიდვა“, ან ხაშმის ღვინის ქარხნის „სარფიანი გასხვისება“ და სხვა…
ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო;
ამით გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირების შექმნისა.
ამ ადამიანებს ტყუილად გონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც.
სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს”, ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები