გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

29 May. 2020, 16:54

იქნებ დაფიქრდეთ, რომ ყოველი დღე დღეს, როცა მოქალაქეები შეიძლება გაკოტრდნენ, მათი ოჯახების ფინანსური წესრიგი ჩამოიქცეს, მერე ძალიან ძნელი ამოსაქაჩი იქნება ქვეყნისთვის. ეგრე კი არ არის, რომ ჩამოიქცევა წესრიგი მერე ეკონომიკა გაცოცხლდება და ისინი გადარჩებიან. არ არის ეგრე. თუ ერთხელ მოირღვა, მერე ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ ამოქაჩოს თავისი ცხოვრების დონე, თავისი შვილების განათლება. 

ახლა ჭირდება დახმარება და ყოველი დღე, როცა თქვენ არ ეხმარებით გადასახადების შემცირებით, არის პოლიტიკური დანაშაული. მესმის, რომ შეიძლება ნელ-ნელა ეგუებით, რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით რამდენიმე თვეში. ეგ თავისთავად კარგია, მაგრამ მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, კი არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები, თუ პოლიტიკაში ყოფნა გინდათ საერთოდ. გაგვეცით პასუხი კონკრეტულად — რატომ არ წევს გადასახადებს დაბლა, როცა ჩვენი ზომის ქვეყნებშიც კი ბევრ სხვას აქვს ჩვენი ზომის გადასახადები, ამ გაჭირვების დროს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…